დადგენილია სკრიპალების მოწამვლაში ეჭმიტანილებისგან ერთ-ერთის ე.წ. რუსლან ბოშიროვის ნამდვილი ვინაობა.
რუსეთის ძალოვანი უწყებებიდან გაჯონილი დოკუმენტების მიხედვით ოპერატიული სახელი რუსლან ბოშიროვი ეკუთვნის ანატოლი ვლადიმირის ძე ჩეპიგას, დაბადებულს 1979 წლის 5 მაისს ამურის ოლქში, ნიკოლაევკაში, ჩინეთის საზღვრის მახლობლად.
18 წლის ასაკში ჩეპიგა ჩაირიცხა ბლაგოვეშენსკის ელიტურ სამხედრო სასწავლებელში, რომეიც 2001 წელს ჩინებულად დაამთავრა. სასწავლებლიდან ჩეპიგა ხაბაროვსკში გადაიყვანეს, გრუს-ს სპეციალური დანიშნულების მე-14 ბრიგადაში. ეს ბრიგადა აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, 2008 წელს საქართველოსთან ომში და 2014 წლიდან უკრაინასთან ომში. თვითონ ჩეპიგა ჩეჩნეთში გაგზავნილ იქნა 3-ჯერ. დაუდგენელია რა სახის ოპერაციებში მიიღო მან მონაწილეობა ჩეჩნეთში, თუმცა ცნობილია რომ საერთო ჯამში ჩეჩნეთის კამპანიისთვის 20 ჯილდო აქვს მიღებული.
2003-2010 წლების შუალედში ანატოლი ჩეპიგამ ახალი სახელი მიიღო რუსლან ბოშიროვი, ყალბი ბიოგრაფიით. ამის შემდეგ აწი უკვე ბოშიროვად წოდებული ჩეპიგა, გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და გაიარა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-დიპლომატიური სასწავლებელი, რომელსაც "კონსერვატორიას" უწოდებენ.
2014 წელს ჩეპიგას მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება.

25 სექტემბერს რუსეთის ეფ-ეს-ბე-მ გამოძიება დაიწყო საიდუმლო მასალების გაჟონვასთან დაკავშირებით.
* * *
რუსული გაზეთი კომერსანტი, რუსლან ბოშიროვში ამოცნობილი ანატოლი ჩეპიგას მშობლიურ სოფელს ეწვია ამურის ოლქში, სადაც ადგილობრივებმა მათ გრუ-ს პოლკოვნიკ ჩეპიგაზე უამბეს.
ჩეპიგას ოჯახში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა "ბერიოზკის" დასახლებაში. ამბობენ რომ ბოლოს მშობლიურ მხარეში ანატოლი 10 წლის წინ ნახეს. თუმცა როცა ახალ ამბებში ბრიტანული გამოძიების მიერ "რუსლან ბოშიროვის" სურათები გავრცელდა, მათ ის სირთულის გარეშე ამოიცნეს. "დიახ, ის არის, ტოლიაა. ასი პროცენტით იგია. თითქმის შავი თვალები, ხმაც მისია" - ამბობს ანატოლი ჩეპიგას ბავშვობის მეგობარი.
მისი თქმით, ჩეპიგა სკოლა 1996 წელს დაამთავრა და ჩაირიცხა შორეული აღმოსავლეთის საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში. "ზალიან ჭკვიანი, კარგი ბიჭია, გონებამახვილი, კარგი მოსაუბრე, სწავლობდა კარგად. არ ეწეოდა, არ სვამდა, ცუდ კომპანიებში არ ერეოდა. ზუსტად მახსოვს, დაბადების დღე აპრილის პირველ რიცხვებში ჰქონდა" - ამბობს მისი სკოლის მეგობარი.
სხვები ამბობენ რომ "ბერიოზკის" მცხოვრებლები იცოდნენ რომ ჩეპიგა საიდუმლო სამსახურზე იყო ცხელ წერტილებში. "დედამისი სულ ტიროდა: ოჯახმაც კი არ იცოდა სად იყო წასული. ცოლი ხაბაროვსკში ცხორობდა და ელოდებოდა".
თანასოფლელები ყვებიან, რომ ანატოლი ჩეპიგა დაქორწინებულია და ორი შვილი ყავს. "ცოტა ხნის წინ "ბერიოზკაში" გავიგეთ რომ ტოლიას ოჯახს 4-ოთახიანი ბინა მისცეს მოსკოში" - ამბობენ ისინი.
ანატოლი ჩეპიგას მამა, ვლადიმირ მაქსიმეს ძე ჩეპიგა 1990 წელს იყო სამშენებლო მექნიზებული კოლონის დირექტორ, შემდეგ სამუშაოდ სამხედრო ნაწილში გადავიდა. დედა ბუღალტერად მუშაობდა ერთ-ერთ დაწესებულებაში.
This post has been edited by Stendal on 27 Sep 2018, 00:49