ირანის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად უმძიმესი ზეწოლისა ირანმა შეძლო და დახვეწა ფინანსური გზები, რითიც იღებს ფინანსურ შემოსავალს უწყვეტად ნავთობის და გაზის გაყიდვის შედეგად
ასევე, მაკრო და მიკრო ეკონომიკური მონაცემების სტაბილიზებას ვახდენთ და ნელ-ნელა ვუახლოვდებით მიზნობრივ მაჩვენებლებსო
სანქციები ვერ გაგვტეხს და ეს უფროდაუფრო ჩანს, რაც დრო გადისო
ჩვენ ყველა შესაძლო სცენარის განვითარებისთვის მზად ვართო და ვმუშაობს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვითო
Iran able to receive oil revenues despite sanctions: CBI chief
https://theiranproject.com/blog/2019/06/01/...ions-cbi-chief/J-Timeარამგონია 125 მილიონის დაბანდებას ამხელა ზრდა მოეხდინა ფასის
მანდ არის კომპლექსური მიზეზები და მეც ეგ დავწერე თავიდან, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ირანი იყოს თქო
მე არსად არ მითქვამს მთავარი მიზეზი არის თქო
დროში ემთხვევა ირანის მიმართ სანქციების გამკაცრების მერე მისი ასე სწრაფი ზრდა, რაც ეჭვებს აჩენს ირანის მოქმედებებისა
2Buaვერ დაგეთაანხმები
ვენესულას ეკონომიკის კოლაფსის მიზეზი იყო უტოპიური კომუნიზმი(რაც საბჭოთა კავშირს დაემართა)
ანუ ხარჯები იყო იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი და ყოველწლიურად იზრდებოდა პოპულისტიკური ხარჯები
შემოსავალი კი ძირითადად დამოკიდებული იყო ნავთობის ფასზე, სანამ ნავთობის ფასი 100 დოლარზე მაღალი იყო(ჩავესის ბოლო წლები) იქამდე ქაჩავდა ეკონომიკა, როგორც კი ნავთობის ფასმა დაიკლო(40 დოლარამდეც კი ჩამოვიდა), მაშინვე უდიდესი დეფიციტი გაჩნდა ბიუჯეტში, რამაც გამოიწვია უმძიმესი კრიზისი, ინფლაცია, პროდუქციის დეფიციტი და ა,შ (რამდენიმე წელი დაჭირდა ამას)
ირანის ეკონომიკა კი "გაწვრთნილია" სანქციებზე, წლებია ამ ყვეყანას უმძიმესი სანქციები ადევს და მაინც ახერხებენ ურთულესი პირობების ფონზე გაძლებას
ამის უმთავრესი მიზეზი კი საკუთარი საკმაოდ მძლავრი წარმოებაა
რაცარუნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად უმძიმესი სანქციებისა ირანი ახერხებს არათუ მხოლოდ გადარჩენას(რასაც ბევრი ქვეყანა ვერ შეძლებდა და ამდენი ხანი ჩამოიშლებოდა), არამედ განვითარებასაც კი (განსაკუთრებით სამხედრო, კოსმოსური და ატომური პროგრამების მხრივ)
ძალიან დიდი სხვაობაა ირანსა და ვენესუელას შორის, ამიტომ არის ვენესუელა ეგრევე ჩამოიშალა კრიზისის შედეგად, ირანი კი უმძიმეს სანქციებს არამხოლოდ უძლებს, არამედ ვითარდება კიდევაც (ნელა მარა მაინც, რაც მართლა ურთულესი საქმეა), თან ამ რეჟიმში არიან უკვე 20 წელზე მეტია(რო გადააბა სანქცოების წლები)
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუხედავად ასეთი მძიმე სანქციებისა
ირანის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე(PPP) არის დაახლოებით 20 000 დოლარი
მაგალითისთვის, საქართველოსი არის 10 000 დოლარი ანუ საშუალოდ 1 ირანელი ქართველზე ორჯერ უკეთ ცხოვრობს
რუსეთის კი არის 28 000 დოლარი ანუ ირანი რუსეთს არც თუ ისე ბევრად ჩამოუვარდება
მთლიანი ეკონომიკა კი 1,7 ტრილიონი დოლარია და არის მსოფლიოში მე-18 ადგილზე (კანადის და ესპანეთის ეკონომიკების ხელაა)
პ.ს ასე, რომ არაა რა ასე მარტივი ირანის პრობლემა
ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია
ვინც არაა ჩახედული სიღრმეებში შეიძლება ეგონოს რა უნდა ირანის მოგუდვას, მითუმეტეს ამერიკისთვის
მარა ძალიან ბევრი კოზირია ირანის ხელში და ძალიან რთულია მისი მოგუდვა, მსოფლიოს ნომერ პირველ სუპერსახელწიფო აშშ-სთვისაც კი
და კი ჩანს უკვე ათეული წლებია ეს პროცესი
ამდენ წლიან, ასეთ მძიმე ზეწოლას თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები თუ გაუძლებდა
და მართლა აღსანიშნავია ირანის ასეთი გამძლეობა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 1 Jun 2019, 16:48