ამერიკის სახელწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ შეცვალა ევროპაში თავისი ახლანდელი ვიზიტის გრაფიკი,
ის ცვლის გაჩერების ადგილს და ბრიუსელის ნაცვლად აპირებს მოსკოვში გაჩერებას, რათა ევროპის ოფიციალურ პირებთან ერთად განიხილოს ირანის საკითხი და ასევე სხვა საკითხებიც,
როგორც სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა - მორგან ორტაგუსიმა განაცხადა, პომპეო აპირებს რომ სამშაბათს სოჭში შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს - სერგეი ლავროვს.
ორშაბათს, მაშინ როდესაც აშშ-ს სახელწიფო მდივანი მაიკ პომპეო ატარებდა მოლაპარაკებებს ევროპის მმართველ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც თავის მხრივ ცდლობენ გადაარჩინონ ისლამურ რესპუბლიკასთან ბირთვული შეთანხმება, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბული ფონის მომატების გამო, შესაძლოა შეიარაღებული კონფლიქტი პროვოცირებული იქნას "შემთხვევით".
ბრიტანეთის საგარე საქმეთა მდივნის განცხადებით, კვირა ღამეს, არაბთა გაერთიანებული საემიროების სანაპიროსთან, საუდის არაბეთის ორ ნავთობ-ტანკერზე მოწყობილი იქნა საბოტაჟი, რითაც "მნიშვნელოვნად დაზარალდა" საუდის არაბეთი. ერთ-ერთი გემით იგეგმებოდა საუდეთის ნავთობის აშშ-ში ტრანსპორტირება.
უოშინგტონმა გააფრთხილა გემმზიდი კომპანიები, რომ ისინი სპარსეთის ყურეში საზღვაო ტრფიკისას შესაძლოა გახდნენ ირანის ან მისი მოკავშირეების სამიზნეები, ამიტომ თეირანის მხრიდან მომდინარე საშიშროებების აღსაკვეთად, უოშინგტონი აპირებს სპარსეთის ყურეში განათავსოს ავიამზიდი და B-52 ტიპის ბომდამშენები.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ჯერემი ჰანტმა, ბრიუსელში ყოფნისას რეპორტიორებთან შემდეგი განაცხადა - ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ რისკებით, რომ შესაძლოა კონფლიქტი გამოწვეული იქნას შემთხვევით, ორივე მხარისგან უნებლიე ესკალაციით და დამთავრდეს რაიმე სახის კონფლიქტით.
"რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის სიმშვიდის პერიოდი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველას ესმის თუ რას ფიქრობს მეორე მხარე" - განაცხადა ჰანტმა.
მან ასევე დაამატა, რომ ორშაბათს ის ამ საკითხებს გაუზიარებს ევროპელ პარტნიორებსა და პომპეოს.
შეერთებული შტატები 1 წლის წინა გამოვიდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც დადებული იყო თეირანსა და ექვს გავლენიან ქვეყანას შორის და განაცხადა რომ ეს შეთანხმება ვერ აჩერებს ირანს რომ განავითაროს სარაკეტო შეიარაღება ან მოახდინოს დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში.
ეროპული მხარე - ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირი - ამტკიცებენ, რომ ეს შეთანხმება არასდროს არ გულიხმობდა ამ საკითხების გადაწყვეტას, მაგრამ ეფექტური იყო ირანის ბირთვული ამბიციების მოთოკვაში.
დაძაბულობა გაიზარდა წინა კვირაში, როდესაც ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ დარჩენილ მხარეებს მისცა 60 დღე, რათა შეიმუშაონ თავისი ქვეყნის დაცვის გეგმა იმ სანქციებიგან, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუწესა მას შემდეგ რაც აშშ გავიდა შეთანხმებიდან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ჟან ივ ლე დღიან-მა აღნიშნა მინიშნებები და ივარაუდა, რომ ირანმა შესაძლოა დაარღვიოს შეთანხმება რაც ძალიან საგანგაშოა, იმის გათვალისწინებით რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ პატივს სცემს შეთანხმებას და ცდილობს მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონიმიკას.
ჰანტის განცხადებით, მნიშვნელოვანია დარწმნებეულნი იყვნენ იმაში, რომ ირანი არ განაახლებს აკრძალულ ბირთვულ აქტიურობას. თუ ირანი გახდება ბირთვული ენერგიის მქონე, მის მგავსად მისი მეზობლებიც მოინდომებენ გახდნენ ბირთვული ენერგიის მფლობელები. ეს ისედაც ყველაზე არასტაბილური რეგიონია მსოფლიოში და ეს შეიძლება გახდეს არასწორი მიმართულებით გადადგმული მასიური ნაბიჯი.
ჰანტი მოგვიანებით შეხვდა თავის გერმანელ და ფრან კოლეგებს და ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსს ფედერიკა მოგერინის.
ეს ხდება იმის გამო, რომ ევროპელები ძალისხმევას არ იშურებენ რათა ღია მდგომარეობაში შეუნარჩუნონ ირანს ფინანსური მხარდაჭერის ხაზები და ამით კომპენსაცია გაუკეთონ აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს, რათა არ ჩამოიქცეს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.
პომპეოს შეხვედრა ერთობლივად არ მომხდარა, ის ინდივიდუალურად შეხვდა მინისტრებს და ევროკავშირის სათაო ოფისში რეპორტიორებთან არ უსაუბრია არც შესვლისას და არც გამოსვლისას.
ის გაემგზავრა რუსეთში, რათა სამშაბათს სოჭში შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
ორშაბათს ლავროვი აიძულებდა ევროპელებს, მხარი დაეჭირათ ირანის ბირთვული საქმისთვის. როგორც მან ჟურნალისტებთანან განაცხადა, ის ელოდება რომ პომპეო წნეხის ქვეშ მოაქცევს ევროკავშირის მმართველებს რათა ისინი გაემიჯნონ შეთანხმებას.
თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ მათ ხაზგასმით უთხრეს პომპეოს რომ შეშფოთებულები არიან რეგიონში არსებული განვითარებით და დაძაბულობით და რომ მათა არ უნდათ სამხედრო ესკალაცია.
მან ასევე თქვა, რომ დაჟინებით ისაუბრეს ბირთვული საქმიანობის მნიშვნელობაზე.
მე ვერ ვხედავ უკეთეს გზას ან რაიმე სახის წინადადებას უკეთესი შეთანხმებისთვის, რის გამოც ვფიქრობ, რომ საპასუხისმგებლოა შევინარჩუნოთ ის რაც არის და გავაკეთოთ ყველაფერი იქ არსებული სიტუაციის შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის - განაცხადა მაასმა.
აშშ-ის დაწესებული სანქციების გამო, შიდა წნეხი იზრდება რუჰანიზე. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ირანს კიდევ შეუძლია სარგებლის მიღება შეთანხმებიდან, ეკონომიკური შესაძლებლობების გაცლით შეზღუდული ბირთვული განვითარების სანაცვლოდ.
მაასის თქმით ევროპელები ვარაუდობენ, რომ ირანი უარს არ იტყვის თავისი ხელშეკრულების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებაზე და შეასრულებს ყველა ვალდებულებას.
დაძაბულობის მიუხედავად, ეროპელები დაჟინებით ითხოვენ რომ მხოლოდ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეეძლოს განსჯა რჩება თუ არა ირანი შეთანხმებაში და ასრულებს თუ არა შეთანხმებას.
სააგენტოს ინსპექტორებს გამოქვეყნებული აქვთ რამდენიმე ათეული ანგარიში, რომლის მიხედვითაც თეირანს ბირთვული საქმიანობის დასარულებლად გაგრძელების შემთვევაში დიდი დრო დასჭირდება. ახალი ანგარიში გამოქვეყნდება მაისის ბოლოს.
https://news.yahoo.com/eu-powers-discuss-ir...-063558292.html This post has been edited by mtasiqiteli on 14 May 2019, 03:35