არაფერი ახალი არ ხდება
ჯონ ბოლტონი ადამიანი რომელიც საკუთარი ქვეყნის დაზვერვის წინააღმდეგ მიდის ჯერ კიდევ რეიგანის ადმინისტრაციიდან მოყოლებული კიდევ ერთ მიზეზს იგონებს კიდევ ერთი ქვეყნის დასაბომბად და ეს მიზეზი არავინ იცის მართალია თუ არა
ჯონ ბოლტონი იყო სხვათაშორის ერაყში შესვლის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და დედაზე იგინებოდა სადამს ქიმიური იარაღი აქვსი და მიუხედავად იმისა რომ სადამს ქიმიური იარაღი არ აღმოაჩნდა დღესაც თვლის რომ ერაყში შესვლა კარგი იყო
ჯონ ბოლტონი იყო ასევე ადამიანი რომელიც პუტინის დონის პროპაგანდით კუბაში შესვლის იდეას აწვებოდა და ამბობდა კასტროს სამედიცინო ლაბორატორიები ქიმიური იარაღის დასამზადებლად გამოიყენებაო და ამაზეც მიუხედავად ამერიკის მთავრობის ოფიციალური აღიარებისა რომ მსგავს რამეს ადგილი არ ქონია ბოლტონი ისევ თავის აზრზე დგას

ეხლა ირანის მიერ მეზობლებზე შეტევა მოიგონა რომელიც შეიძლება იყოს სიმართლე და შეიძლება არა არავინ იცის
ბოლტონი რამოდენიმე დღის წინ კონტრდაზვერვის სათავო ოფისში იყო მისული შეხვედრებზე რომელიც ძალიან იშვიათი მოვლენაა და კონტრდაზვერვის ოფისში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები მხოლოდ მაშინ მიდიან როცა განსახილველი თემები იმდენად საიდუმლოა რომ სხვაგან არ უნდა განიხილებოდეს
https://www.nbcnews.com/politics/national-s...a-iran-n1003736დიდი შანსია კონტრდაზვერვამ დაიბარა ბოლტონი და გააფრთხილა რომ დაზვერვას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ირანის მიერ მეზობლებზე სავარაუდო თავდასხმაზე და რომ რასაც ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს მათი ფანტაზიის ნაყოფი იქნება
ან შეიძლება მართლაც გეგმავს ირანი თავდასხმას თუმცა ბოლტონის პოლიტიკური კარიერა იმაზე უფრო მიანიშნებს რომ ბოლტონს უბრალოდ ირანის დადუღება უნდა
გასაკვირი არაა რომ ბოლტონმა და ტრამპმა ერთმანეთს გაუგეს ორივეს სხვისი შვილების ომში გაგზავნა უყვართ და ორივემ ჯარში მსახურებას თავი აარიდა თავის დროზე
ბოლტონი განსაკუთრებული სიჩმორით გამოირჩევა სტუდენტობის დროს ვიეტნამის ომის დიდი მხარდამჭერი იყო მარა როცა ომში წასვლა მოუწია ეროვნულ გვარდიაში ჩაეწერა ვიეტნამში წასვლის თავიდან ასაცილებლად და მოგვიანებით დაწერა "არანაირი სურვილი არ მქონდა სადღაც აზიაში ბრინჯის პლანტაციოებში მოვმკდარიყავი და ვიეტნამის ომი უკვე წაგებულადაც მიმაჩნდა"
მოკლედ არაფერი ახალი არ ხდება მდიდარი ჩმორები აგზავნიან სხვის შვილებს სხვის ომში საკუთარი კეთილდღეობისთვის
ბოლტონის მორიგი ავანტიურა
ირანის ერაყიზაცია და მორიგი გლობალური ტერორიზმის ტალღა
This post has been edited by ტროლოლო on 12 May 2019, 21:53