ჰეზბოლას ერაყული ფრთის სამხედრო მეთაურის აკრამ ალ კაამიმ განაცხადა, რომ მიუხედავად ამხელა საერთაშორისო ზეწოლისა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ყველა შიიტური დაჯგუფება ერაყშიო და ნებისმიერ წუთს მზად ვართ არამხოლოდ ერაყში, არამედ ნებისმიერ წერტილში ვაწარმოოთ საბრძოლო მოქმედებები ჩვენი მტრების წინააღმდეგო(აშშ, ისრაელი, საუდიტები)
არ ვურჩევ ჩვენი ძალის გამოცდასო, თორე გამანადგურებელ პასუხს მიიღებენო
ირანზე ნებისმიერი სახის აგრესიის მცდელობის შემთხვევაში ავტომატურად ჩავერთვებით საბრძოლო მოქმედებებშიო და ფართო ფრონტს გავხსნითო
აკრამ ალ კაამი ბავშვობიდან სწავლობდა და დაამთავრა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ლიცეუმი და აკადემია, რის შემდეგაც 2003 წლიდან ერაყში აქტიურად იღებდა მონაწილეობას აშშ-ს ძალების წინააღმდეგ პარტიზანულ ომში, სადაც თავი გამოიჩინა
2010 წელს ერაყიდან აშშ-ს ძალების გაყვანის შემდეგ, ის ირანმა გაუშვა ლიბანში ჰეზბოლას ლიდერ ჰასან ნასრალასთან
2011 წლიდან კი სირიაში გადავიდა და ასადის რეჟიმის შენარჩუნების ოპერაციაში აქტიურად ჩაერთო
2015 წლიდან კი ისის-ის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო ჰეზბოლამ(ერაყულმა ფრთამ) ერაყში , ჰეზბოლას ერაყული ფრთის ნაწილი დარჩა სირიაში, ნაწილი კი ერაყში გადავიდა
აკრამ ალ კაამი დარჩა სირიაში და ჰეზბოლას ერაყული ფრთის ლიდერი გახდა
უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჰომსის, ალეპოს(ნუბლი და ზაჰრას დებლოკირება), დეირ-ეზურის, პალმირას, დერაას და ქუნეიტრას ოპერაციებში
ის არის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სამხედრო მეთაური პრო-ირანულ დაჯგუფებებში და უდიდესი გავლენა აქვს სამხედრო წრეებში
დღეს კი ჰეზბოლას ერაყული ფრთა ოფიციალურად შედის ერაყის არმიის შემადგენლობაში და ერაყის სახელწიფო აფინანსებს მას
Powerful Iraqi group says they will remain part of ‘axis of resistance’
https://www.almasdarnews.com/article/powerf...reign-pressure/ჰეზბოლას ერაყული ფრთის ლიდერი აკრამ ალ კაამი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი (აკრამ ალ კაამი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სანდო პიროვნებად პირადად ქასემ სულეიმანის)

ეს კი ჰეზბოლას ერაყული ფრთის მებრძოლები
თითქმის იგივე სტრუქტურა აქვს, როგორც ჰეზბოლას ლიბანში
ოღონდ ერაყში მათი მებრძოლების რაოდენობა დაახლოებით 80 000 არის
ერთიანობაში კი ირანს დაახლოებით 200 000 შიიტი მებრძოლი ყავს ერაყში(მეჰდის არმია, ბადრის არმია და ა.შ)
მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ირანთან ომის შემთხვევაში ფაქტიურად მთელი შიიტური სამყარო დადგება მის დასაცავად
ეს კი გულისხმობს, კარგად მომზადებულ და მოტივირებულ დამატებით ასობით ათას მებრძოლს (სირიაში, ერაყში, იემენში და ლიბანში)
ერაყელი "ჰეზბოლაშიდები"


ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები
ამათი ყველას სამხედრო მეთაური კი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური გენერალ მაიორი ქასემ სულეიმანია ანუ პირადად მის დაქვემდებარებაშია ყველა ეს დაჯგუფება
ტიპებს ისე აქვთ გაფანატებული სულეიმანიზე, რომ მზად არიან მისი ნებისმიერი დავალება შეასრულონ, გენერალ სულეიმანის უდიდესი გავლენა აქვს შიიტურ სამყაროში, ის ითვლება შიიტურ სამყაროში "უმაღლეს მთავარსარდლად"
სიმღერებსაც კი უძღვნიან
ერთ ერთი ჰეზბოლას "შედევრი"
This post has been edited by DIDGORI-GEO on 20 May 2019, 22:18