ირანის საზღვაო ძალების მიერ ბრიტანული ნავთობის ტანკერის დაკავების ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მხრიდან სპეცოპერაცია ჩაატარა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ქვეითთა სპეცდანიშნულების დანაყოფმა "სეპაჰმა", ასევე ოპერაციაში მონაწილეობდა ირანული ფატეჰის კლასის წყალქვეშა ნავი და ირანის საზღვაო ძალების ყველაზე თანამედროვე ფრეგატი საჰანდი ანუ კარგად დაგეგმილი და კომბინირებული სპეცოპერაცია იყო
ირანის განცხადებით, გემმა დაარღვია საერთაშორისო ნაოსნობის წესები, რის გამოდაც მოხდა მისი დაკავება, მაგრამ რეალურად დაკავება მოხდა შურისძიების მოტივით ანუ ბრიტანეთმა გიბრალტარში დააკავა ირანული ნავთობის ტანკერი, რომელიც სირიაში მიდიოდა, დაკავება მოხდა ამერიკული სანქცოიების საფუძველზე, სანაცვლოდ კი ირანი დაიმუქრა ან ბრიტანეთი გაანთავისუფლებს გემს ან ჩვენც დავიწყებთ მათი გემების დაკავებასო
სანაცვლოდ, ბრიტანეთმა 3 სამხედრო გემი გააგზავნა სპარსეთის ყურეში, რათა ბრიტანული გემების დაცვა და ესკორტირება მოეხდინათ, რომ ირანს ვერ მოეხდინა მათი ნავთობის ტანკერების დაკავება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მიუხედავად ამისა, ირანმა შეძლო ბრიტანული ნავთობის ტანკერის დაკავება
გუშინ, ასევე ირანმა მეორე ბრიტანული ტანკერიც დააკავა, მაგრამ რამდენიმე საათში გაანთავისუფლა(ანუ ამით კიდევ ერთხელ გააგზავნა მესიჯი, რომ კიდევ შემიძლია სხვა გემების დაკავებაო)
უბრალოდ, გამაოგნებელია ბრიტანეთის და ზოგადად ნატოს უსუსურობა, ამ ტანკერის სიახლოვეს იმყოფებოდა, როგორც ბტიტანეთის, ასევე ნატოს საზღვაო ხომალდი და მიუხედავად ამისა, ირანმა მაინც წარმატებით შეძლო სპეცოპერაციის ჩატარება
თან, ჯერ კიდევ 16 ივლისს აიათოლამ ოფიციალურად გასცა ბრძანება ირანის სამხედრო მაღალჩინოსნების მისამართით, რომ ბრიტანეთის წინააღმდეგ განახორციელეთ საპასუხო ნაბიჯიო და დააკავეთ მათი გემებიო ანუ ბრიტანეთმა წინასწარ იცოდა ეს საფრთხე
მოკლედ, აშშ-ს გარდა არავინ არაფრის მაქნისი არ არის დამოუკიდებლად რა
ირანის საზღვაო ქვეითების სპეცდანიშნულების დანაყოფ "სეპაჰის" მებრძოლები

ესეც ირანის საზღვაო ძალების უახლესი ფრეგატი "საჰანდი"

ეს კი ირანული წყალქვეშა ნავი "ფატეჰი"

ეს კი მტკიცებულება, რომ სპეცოპერაციის სიახლოვეს იმყოფებოდა ბრიტანული სამხედრო გემი და ნატოს სამხედრო გემი(რომლებიც უმოქმედოდ იყვნენ)

ეხლა რაც შეეხება ბრიტანული ნავთობის ტანკერზე ინფორმაცია, ის არის 2018 წელს გამოშვებული და ძალიან თანამედროვე ტანკერი. მისი სიგრძე არის 183 მეტრი და არის 50 000 ტონა.
ბრიტანული ნავთობის ტანკერი "სტენა იმპერო"