ჩვენთვის ძალიან ყურადსაღებია ირანის ძალიან სერიოზული გააქტიურება სომხეთის მიმართულებაზე
რაც დრო გადის, უფროდაუფრო სარწმუნო ხდება ინფორმაცია, რომ სომხეთის ბოლო რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანულმა სპეცსამსახურება და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ფაშინიანს
ფაშინიანი ღიად ეწევა პრო-ირანულ პოლიტიკას და ხაზგასმით აცხადებს, რომ ირანთან უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი დაახლოება
დღეს ირანის პრეზიდენტი როუჰანი ერევანში ჩავიდა და მოლაპარაკებებს მართავს პაშინიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან სომხეთს ექნება სტრატეგიული ურთიერთობა, ორ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, ეკონომიკური და სხვა სახის კავშირები კი კიდევ უფრო გაღრმავდებაო
ასევე, შედგა შეთანხმება, რაც გულისხმობს ირანული გაზის ექსპორტის ზრდას სომხეთში(სომხეთი ნელ-ნელა აღარ იქნება მხოლოდ რუსულ გაზზე დამოკიდებული), ასევე ირანი მოახდენს მეღრინის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას სომხეთში და პაშინიანმა ჩვენი მიზანი არის შავი ზღვა - სპარსეთის ყურის სახმელეთო კარიდორის გაჭრაო(ეს პირდაპირ ჩვენ გვეხება)
და ეს ყველაფერი ხდება პაშინიანის და როუჰანის პუტინთან შეხვედრის წინ(ერევანში ტარდება ირან-რუსეთ-სომხეთის სამმხრივი ფორუმი)
მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო ირანი კავკასიის მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გააქტიურდა და პირველი დასაყრდენი სომხეთი იქნება, შემდეგ კი ეცდება რაც უფრო ღრმად გაიდგას ფესვები
ირანი კავკასიის რეგიონს სპარსეთის იმპერიის ისტორიული გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიად მიიჩნევს და დაუფარავად ამბობენ, რომ აქვთ ამ რეგიონში დომინაციის პრეტენზია
ასე, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ
ირან-სომხეთის კოალიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებს
ამას ემატება
რუსეთ-ირან-თურქეთის ღრმა დაახლოება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში
ეს ყოველივე კი ძალიან საშიშია ჩვენთვის
ასე, რომ ერთადერთი გამოსავალი აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა რჩება
Armenian PM holds meeting with Iran’s President
Armenian PM Pashinyan discussed with Rouhani natural gas - electric energy exchange, Iranian increase of gas supply to Armenia, construction of Megrin Hydro-power station, creation of transport corridor of Persian Gulf-Black Sea.
https://armenpress.am/eng/news/990024/ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
This post has been edited by DIDGORI-GEO on 1 Oct 2019, 14:18