#55418508 · 28 Oct 2019, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კეცალკოატლი
აჯანყდნენ და შექმნეს ხალიფატი, ირანელებს და სირიელებს ქვა კუდითაც ასროლინეს, მერე რა?
თეოკრატიას, თანაც ისეთ აგრესიულს როგორიც ისლამია, თანამედროვე რეალობაში არსებობა გაუჭირდება. ნებით თუ უნებლიეთ, რევოლუციას ფუნდამენტალისტები ახდენენ, ცენტრისტები და რეფორმისტები რევოლუციებს არ ახდენენ. ამიტომაც, რევოლუციურ ცვლილებებს თან ახლავს რადიკალიზმი. რადიკალური ისლამური თეოკრატია ავტომატურად გაიჩენს ბევრ მტრებს იმიტომ რომ სფუძველში ექსპანსიური იდეოლოგიის წარმონაქმნი იქნება.
ცადეს აჯანყება და რა ზღვა სისხლის ფასად დაუჯდათ დაინახეს. ახალი პროცესი უნდა მოხდეს პოლიტიკურ ჩარჩოებშე. რელიგიის გავლენა რომ შემცირდეს, რაც იმედია გამოიწვევს რადიკალების გავლენის შემცირებასაც, აუცილებელია მოინახოს გამაერთიანებელი საკითხი. ეკონომიკური სიდუხჭირე ყველასთვის აქტუალურია და იმედია ერაყელები საერთო ენას სწორედ ამ საკითის გარშემო მონახავენ.
აგერ გადახედე ინგლისის ისტორიას. რამდენი აჯანყების და სისხლის ფასად დაუჯდათ დემოკრატიული სისტემის შექმნა? საუკუნეები დაჭირდათ რომ სისტემა ჩამოეყალიბებინათ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ინგლისი დიდად არ განსხვავდებოდა ერაყისგან დემოკრატიის ხარისხით. დროა საჭირო. დრო ხალხს დემოკრატიის კულტურას და ტრადიციას ასწავლის. მერე პროცესი ავტომატურ სახეს მიიღებს.
|