ესეიგი რამდენიმე საათით გავედი თემიდან და რო დავბრუნდი თავი თურქულ ერდოღანის პროპაგანდისტულ სააგენტო ანადოლუს საიტზე მეგონა

ნუ რამდენიმე იუზერისგან არაა გასაკვირი ამ დონის დეზინფორმაციის ღვრა თემაში, რადგან ეს არაერთხელ უქნიათ, მარა საკადრისი პასუხის მიღების მერე თემაში თვეობით აღარ გამოჩენილან
ეხლა რაც შეეხება რეალურ ვითარებას
ეს კადრები რაც თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა არის დაახლოებით 8 დღის მანძილზე ნამოქმედარი და არა გუშინდელი დღის "პასუხი", პირიქით თურქეთის მიერ განხორციელებული ამ ქმედებების გამო მოხვდა გუშინ ერდოღანს და მიიღო ყვითელი ბარათი, რომ თუკი ის განაგრძობდა ამდაგვარ ქმედებებს თურქეთის არმიის ყველა დანაყოფი სამიზნეშია და ასეთი მძლავრი დარტყმებს მიიღებდა მომავალში
გუშინდელი სილაში გაწნის მერე კი რეალური ქმედება ერდოღანს არ განუხორციელებია, პირიქით არცერთ მის განცხადებაში არც რუსეთი და არც ირანი არ ახსენა, არადა თურქულ სამხედრო ნაწილებზე მოხდა კომპლექსური საჰაერო და სარაკეტო დარტყმები, რუსული ავიაციითა და ირანული ბალისტიკური რაკეტებით
რაც შეეხება დანაკარგებს, ერდოღანის პროპაგანდა არახალია, საკუთარი დანაკარგების მინიმალიზება და მოწინააღმდეგის დანაკარგების გაასმაგება, ამას სერიოზული თვალით არავინ არ უყურებს და მხოლოდ ღადაობენ, ერდოღანის ამ დონის დაბალი პროპაგანდა ჭრის მხოლოდ შიდა ბაზარზე და ახდენს ბიდლოს დაბოლებას
სირიის ნაწილებმა, ბრიტანული ობსერვატორიისა და სხვადასხვა ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო 8 დღის განმავლობაში, თურქული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო დარტყმების შედეგად სირიის სამთავრობო ნაწილებმა დაკარგა:
20 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი
17 ერთეული ტანკი
7 ერთეული გრადი
6 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP
დაიღუპა დაახლოებით 70 მებრძოლი
და ეს ყველაფერი ხაზგასმით ვიმეორებ ბოლო 8 დღის მონაცემებით
ეხლა რაც შეეხება სირიის სამთავრობო არმიის ჯავშანტენიკას, სირია ომამდე რეგიონში იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯავშანტექნიკის მხრივ
8 წლიანი ომის შემდეგაც კი, სირიის სამთავრობო დანაყოფები ითვლება ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი რაოდენობის მხრივ რეგიონში
დღეის მონაცემებითაც კი სირიის არმიამს დაახლოებით 1 200 ტანკი ყავს, ასევე 3 000-ზე მეტი (ჯავშანტრანსპორტიორი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ა,შ) შეჯავშნილი მანქანა ყავს
ეს კი იმათ გასაგონად, ვინც ამბობს რომ სირიის არმიამ "ძალიან დიდი ნაწილი ტექნიკის" დაკარგა
რეალურად მათ დაკარგეს ზღვაში წვეთი
უბრალოდ ამაზრზენია ზოგიერთის, ასეთი დაბალი დონის პროპაგანდა, რომელიც გათვლილია დეზინფორმაციაზე და ეს წლებია გრძელდება ამ თემაში
ეხლა კი რა ხდება დღეს დილიდან მოყოლებული
თურქეთის მიერ "განადგურებული" სირიის სამთავრობო ნაწილები დღეს დილიდან მოყოლებული აგრძელებენ სახმელეთო შეტევას პრო-თურქული დაჯგუფებების წინააღმდეგ და პრაქტიკულად მთლიანი ღაბის დაბლობი(სტრატეგიულად მნიშვნელოვანი) აიღეს
აღებულია კირბატ ალ ნაღუსი, მანსურა, ტელ ვასიტი, ზიარაჰი, ზაიზუნი
სირიის სამთავრობო ნაწილები კრიტიკულ ზღვრამდე მიუახლოვდნენ M-4 ტრასას(ლატაკია-ალეპო) და სტრატეგიულად მნიშVნელოვან ქალაქ ჯიშრ ალ შუღუნს
რაც შეეხება სარაქიბის მიმართულებას, როგორც გუშინ ავღნიშნე, სარაქიბის მიმართულებაზე პრო-თურქულ დაჯგუფებებს აქვთ პრაქტიკულად ყველა ბრძოლისუნარიანი ნაწილი გადასროლილი და მიუხედავად ამისა, 5 დღიანი ბრძოლების შემდეგ მათ შეძლეს მხოლოდ 4 სოფელის და ქალაქ სარაქიბის ნაწილის დაბრუნება(ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ნაწილები არიან და ცდილობენ ქალაქის სრულ აღება)
დილიდან მოყოლებული კი ინტენსიურად იბომბება ქალაქი ნაირაბი და სარმინი
აი ეს არის ამ წუთისთვის არსებული რეალობა და ამას ვდებ იმიტომ, რომ ის იუზერები ვინც დაინტერესებულნი არიან რეალურად სირიის მოვლენებით მძიმე პროპაგანდის მსხვერპლი არ გახდნენ
ზოგიერთს შეგიძლიათ გადახედოთ თემის ისტორიას და ნახოთ, ვისი ინფორმაციებია სანდო და ვისი პროგნოზები მართლდებოდა პრაქტიკულად 100%-იანი სიზუსტით
ეს კი დღეს დილიდან მოყოლებული სირიის სამთავრობო ნაწილების მიერ აღებული ტერიტორია ღაბის დაბლობზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 28 Feb 2020, 16:37