მოკლედ, ბოლო 3 დღის განმავლობაში რუსეთმა სირიას მოთხოვა, რომ არ ჩამოეგდო თურქული უპილოტო საფრენი აპარატები, ამავე დროს დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები სირიაში
როგორც ჩანს პუტინი რაღაც საკითხზე გაურიგდა ერდოღანს, ამის სანაცვლოდ ირანმა დღეს დაიწყო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა
ირანის პრეზიდენტმა დაურეკა ერდოღანს და განუცხადა, ერთი-ერთზე გადავწყვიტოთ იდლიბის ბედიო ანუ რუსეთი სრულიად ამოვარდეს მოლაპარაკებებიდანო
რუსეთის მაგივრად კი სამხრივი შეხვედრა შედგეს თეირანში ირან-თურქეთ-სირიის პრეზიდენტებს შორისო
ასადისტები სერიოზულად აგინებენ რუსეთს, მიგვატოვა რუსეთმაო და დღეს დუმაში თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარეს მოუწია განცხადების გაკეთება, რომ რუსეთი აპირებს სირიაში ხანგძლივი დროით ბაზის შენარჩუნებასო
მეორე მხრივ, ირანმა დაიწყო დამატებითი პრო-ირანული დაჯგუფებების გადასროლა იდლიბისაკენ, მათ შორის ჰეზბოლას ნაწილები შეიყვანეს ლიბანიდან
ასევე ფატემინაჰისა და ლივა ალ ყუდსის ბრიგადები ერაყის საზღვრიდან მოხსნეს
დაიწყო სირიის საჰაერო თავდაცვის ნაწილების გადასროლა დამასკოდან
მიუხედავად რუსეთის მოთხოვნისა, ყველა თურქული საჰაერო ობიექტი იქნება ჩამოგდებულიო და თუკი თურქეთი არ შეწყვეტს საჰაერო დაბომბვას, დავიწყებთ თურქული სამხედრო პოსტების განადგურებას იდლიბშიო(10-ზე მეტი თურქული სამხედრო პოსტი სირიის სამთავრობო ნაწილების ალყაშია)
ამასობაში თურქეთის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა ანუ ერდოღანმა თუკი 1 მარტამდე სირიის სამთარობო ნაწილები არ გავლენ ოპერაციის დაწყებამდე ტერიტორიაზეო, ფართომაშტაბიან სახმელეთო ოპერაციას დავიწყებო
მოკლედ, შემდეგი 2-3 დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი
ან ირან-თურქეთი შეთანხმდებიან და მოილაპარაკებენ ან პირდაპირ დაეჯახებიან
რუსეთის როლი ნელ-ნელა მცირდება, რაც ძალიან კარგია
ყველა შემთხვევაში რუსეთი ყველაზე ნაკლებ სარგებელს მიიღებს და შესაძლოა სირიიდან გააბუნძულონ კიდევაც ორივე შემთხვევაში
Russia disagrees with Syria about using AD for Turkish drones.
https://twitter.com/ynms79797979/status/1233852768714207234The Syrian air defense has been activated to cover the entire Idlib to the Turkish border.
https://twitter.com/ynms79797979/status/1233855627421724674If the Syrian and allied forces continue to be targeted by Turkey, it will strike all Turkish observation points besieged in Syria.
https://twitter.com/ynms79797979/status/1233865297817473024 This post has been edited by DIDGORI-GEO on 1 Mar 2020, 01:39