GEORGIA007
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22782
წევრი No.: 62183
რეგისტრ.: 24-May 08
|
#55411434 · 26 Oct 2019, 22:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ნუ თურქები მაინც სხვა მოვლენაა, თან საკმაოდ გონებაშეზღუდული და უკულტურო ხალხია
|
1001918 წლის 31 მარტს, ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი მე 4 - ე ქვეითი ლეგიონის სარდალი - წერეთელი, გაიქცა ოზურგეთში, მასვე მიყვა, 2 - ე ქვეითი ლეგიონის სარდალი - ყარალაშვილი, რომელიც გაიქცა - ქობულეთში. მაზნიაშვილმა, შტაბის უფროსობა ჩაიბარა 1 - ლ აპრილს. მის განკარგულებაში იყო 4 - ი ტყვიამფრქვევი, 6 - ი ზარბაზანი, 4 - ი ოფიცერი, 150 - ი ჯარისკაცი, ასევე ჯავშნოსანი მატარებელი. ამავდროულად, მაზნიაშვილმა დაიწყო, სოფლებში პარტიზანული რაზმების შედგენა. ყარალაშვილის ლეგიონი, ჯავშნოსანი მატარებლის რაზმმა გამოიხსნა. ჩაქვის სადგური, ოსმალო ცხენოსან ათასეულს დაეკავებინა. ყარალაშვილის ლეგიონი, შედგებოდა 500 - ი დემორალიზებული ჯარისკაცისგან. მაზნიაშვილის აზრით, მათ ომში გამოყვანას, აზრი არ ჰქონდა. მან ლეგიონი გაუშვა ლანჩხუთში, რეზერვში, რომელიც უნდა შევსებულიყო - ისიდორე რამიშვილის პარტიზანებით. 5 აპრილს, საღამოს 8 - ა საათზე, ოსმალეთის ჯარებმა მიიტანეს იერიში - ოზურგეთზე, 7000 - ი კაცით - გალიპოლის 2 - ე დივიზიის ნაწილებით. ოსმალები მიაუხლოვდნენ თუ არა მატარებელს, გაიხსნა ცეცხლი. ქართველებმა, ცეცხლი გახსნეს როგორც მატარებლიდან, ასევე თხრილებიდან და სანგრებიდან. ბრძოლაში, ქართულ მხარეს მოკვდა 4 - ი, დაიჭრა 30 - მდე ადამიანი. ოსმალების მხარეს, მაზნიაშვილის შეფასებით დაიღუპა 500 - მდე ოსმალო. მაზნიაშვილმა, მიზნად დაისახა ოზურგეთის აღება. გეგმის თანახმად, მარჯვენა ფრთა რჩებოდა ადგილზე, რათა ოსმალებს არ გაებედათ, კვლავ ჩოლოქიდან შემოტევა. ოპერაცია დაიწყო 11 - ტ აპრილს. სახალხო გვარდიამ და ცხენოსანმა არტილერიამ, პოდპოლკოვნიკ - კოსტილის მეთაურობით, ოსმალებს შეუტიეს და დაამარცხეს - ვაშნარის ველზე. ოსმალებმა, ოზურგეთი ზავის პირობების მიხედვით, ივნისის შუა რიცხვებში დაცალეს. მათ ქალაქის მთელი ქონება გაიტანეს, არცერთ სახლს კარ - ფანჯარა არ დაუტოვეს, მათ შორის წაიღეს ელექტროძრავები - ელექტროსადგურიდან. სურსათი სავსებით გაზიდული, მცხოვრებთა ბინები უკიდურესობამდე გაძარცვული, მინდვრები დაუთესავი იყო. შიმშილის ნიადაგზე, გადამდები სნეულება იკიდებდა ფეხს. მტერი შემოესია ქალაქს, ლიხაურიდან 7 - დ აპრილს, შეძლო ოზურგეთში შემოსვლა 8 - ა აპრილს განთიადისას. ოზურგეთიდან, ჩრდილო - აღმოსავლეთისკენ გამოსავალი ყველა გზა, სავსე იყო აუარებელი ლტოლვილებით. მტრის მიერ დაკავებულ ხაზში, მოყვნენ ლიხაურის, ხვარბეთის, დვაზბუს, მელქედურის - ყველა ტერიტორია და სოფლები. ზარალის აღწერა რეგისტრაცია და შეფასება, მოახდინა ხალხის მიერ, არჩეულ კომისიასთან ერთად - მთავრობისა და გურიის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენლებმა. ამ უკანასკნელს, ეს აღწერა უნდა წარედგინა მთავრობისთვის, რომელიც დაპირებული იყო მცხოვრებლებზე, რომ აუნაზღაურებდა მტრის შემოსევით მიყენებულ ზარალს, მაგრამ, კომიტეტის ადგილობრივი განყოფილება დაიხურა და ყველა ეს საქმე განადგურდა. იმდროინდელი ბიუჯეტით და ფულის კურსით, ოსმალთა შემოსევით მიყენებული ზარალი, სამეოთხედსაც ვერ აღადგენდა ზარალის ღირებულებას. დაუფიქრდით, ასეთ ულმობელ პირობებს, რა უსაშინლეს ყოფაში გადაიჩიხა იმდროინდელი ,,თავისუფალი საქართველო“.
|