აჰაა)))
ტრამპის ადმინისტრაცია მოსალოდნელი ფინანსური კრახის შიშით აკეტებს მაგას.
რუსეთი რეალური მოთასმაშე ეკონომიკაში არც არასდროს ყოფილა და ვერც იქნება. ნამეტანი სირები არიან სამაგისოდ.
ფლობენ გეოპოლიტიკურ ჰარტლანდს და ვერ იყენებენ. არ გააჩნიათ არც ინტელექტუალური რესურსი, არც ეროვნული პრინციპები. ამიტომაც რესურსების გაყიდვაზე არიან გადასული.
ცნობისათვის, თუ ვინმემ არ იცის, რა არის გეოპოლიტიკური ჰარტლანდი. არავინ უწყის როგორ და რატომ, მაგრამ ეს არის სივრცე, სადაც თავი მოიყარა მსოფლიო რესურსების 35-40 პროცენტმა (დაზუსტებით არავინ იცის). მგონი ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოტენციაა ეს.
მარტო ერთი ნიშნულით რომ ვიმსჯელოთ, - ხის რესურსით. ხოლო ამ რესურსიდან გამოვყოთ მხოლოდ ლარიქსი (რუსულად ლისტვინიცა), მისი დამუშავება რომ მოახერხონ იმ დონეზე, რომ ბიუჯეტი იმით შეავსონ, ვერ გამოლევენ ვერასდროს. გაჩეხვის სისწრაფე ვერ გაასწრებს ზრდის სისწრაფეს. ეს კი მის ტერიტორიაზე არსებული რესურსების სიაში პირწელ ათეულშიც კი ვერ ხვდება. ასეთი შესაძლებლობების ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა

რატომღაც მათ ეკონომიკის განვითარებაზე არც კი იზრუნეს. უბრალოდ შემოუშვეს ჩინელები და მათი შრომის ხარჯზე ამოიპოვებენ რესურსებს. რა თქმა უნდა შემოსული თანხები გავლენიანი ჩინოვნიკების ჯიბეებსაც ავსებს.
ვინაიდან მომავალი რესურსებისაა, გერმანიამ თავისი წილი ეშმაკობა გამოავლინა და რუსეთს კუდს უქიცინებს. საფრანგეთიც ლოიალურადაა განწყობილი. უკრაინა მათ შეაბეს, სავარაუდოდ, გაზპრომთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე.
ყბადაღებული "ჩრდილოერთის ნაკადი 2" შეიძლება მხოლოდ მანევრი იყოს და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში მშენებლობა შეიძლება ჩინელებს გააგრძელებინონ. ან თავად გააგრძელონ, თუ დასჭირდებათ. ხარჯებს მარტო ჯარიმები ამოიღებს. შეწყვეტა ხელშეკრულების ჯარიმით ისჯება. მაგას გაითვალისწინებდენ.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი თითქოს ერთ ნავში აღმოჩდნენ. გერმანიის განაწყენება სისულელეა.ევროპის გულია, რაც არ უნდა იყოს. ამერიკის შემდეგ ყველაზე გამართული ეკონომიკა აქვს და თურქეთის შემდეგ გერმანიის მტრის ბანაკისკენ ბიძგი ნატოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი უფროა.\
ასე რომ, ტრამპის ეს ვითომ პატრიოტული ნაბიჯი უფრო ახლოს დგას რუსეთის აგენტობისკენ, ვიდრე აქამდე არსებული ყველა ერთად.