Lallanaაზროვნების ფსკერი ხარ
ესეიგი ადამიანი თუ აზროვნებს, კომპიუტერული თამაშის ხედვით არ უყურებს რეალობას და შესაძლო განვითარების სცენარებს ადეკვატურად აფასებს პროგნოზირებს(სხვათაშორის ამერიკული საინფორმაცია სააგენტოებზე და ამერიკელ სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით) და მოწინააღმდეგის ძალას რეალურად აფასებს ირანის მომხრეა (ესეიგი შენი ლოგიკით მხოლოდ უნდა იძახო "იიიიი ირანს 1 წუთში გაანადგურებენ", იიიიი ირანს ამერიკა რომ დაარტყავს აფრიკაში გადაისვრის" და ა.შ)
სი-ენ-ენი, ფოქს ნიუსი ან რამე ნორმალური არხი ჩართე და უყურე, იქნებ ცოტა მიხვდე თუ რას წარმოადგენს საკითხის ცოდნა და რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ირანი რეგიონისთვის, დარწმუნებული ვარ ინგლისურთანაც ძალიან შორს იქნები, მაგრამ იქნებ ვინმეს ათარგმნინო წამყვანი ამერიკელი სამხედრო ექსპერტების შეფასებები და იქნებ მანდ მაინც მიხვდე თუ რამხელა საფრთხეა ირანი და ალბათ პენსიაში გასულ ამერიკელ გენერლებსაც ირანის მხარდამჭერებად არ გამოაცხადებ

პ.ს და სანამ სისულელეებს დაპოსტავდე ჯერ იქნებ იკითხო ასე თუ გაინტერესებს ჩემი ადგილსამყოფელი თუ სად ვარ ეხლა?

დარწმუნებული ვარ ამერიკაში ნამყოფიც არ ხარ და შეიძლება რუკითაც გაგიჭირდეს მიგნება, მე კი ბოლო პერიოდი განსაკუთრებით(10 თვეა) ამ ქვეყანაში ვატარებ ჩემი დროის უდიდეს ნაწილს (თუ გინდა PM-ში ქალაქსაც მოგწერ თუ ასე გაინტერეებს

)
შენგან განსხვავებით მე ამ ქვეყანას ჩემ მეორე სამშობლოდ მივიჩნევ და ძალიან კარგად ვიცი აქაური განწყობები
ფორუმი გაგებული არც გქონდა, როდესაც ამერიკის მხარდამჭერ პოსტებს ვდებდი და დღემდე გავიძახი რომ საქართველოს ერთადერთი საშველი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზებია, აშშ კი რაც უფრო ძლიერი იქნება პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენზეც, რადგან აშშ-ზე ვართ მიბმული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია(შეგიძლია გადაავლო ფორუმის ისტორიას თვალი და ბევრს ასეთ პოსტს იპოვი)
მაგრამ ვაი პატრიოტიზმსა და სიტუაციის ადეკვატურ გაანალიზებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა
მტერი ადეკვატურად უნდა შეაფასო, რომ ადეკვატური პასუხი გასცე, საბედნიეროდ აშშ-ში ადეკვატური ხალხი მართავს ქვეყანას და სწორედ რომ აფასებენ სიტუაციას, იმიტომ არის საკმაოდ სიფრთხილით რომ ეკიდებიან ირანის პრობლემას
ნამდვილად არ ვაპირებდი შენნაირისათვის პასუხის გაცემას, რადგან ამ ფორუმზე ძალიან ბევრი შენნაირი მომინელებია სირიის, ერაყის ან იემენის თემაში
უბრალოდ პირად შეურაცხყოფაზე რომ გადადიხარ, იძულებული ვარ შენნაირ უშინაარსო პოსტებსაც კი ვუპასუხო
ეხლა კი ადიოს
კომპიუტერული თამაშების ასაკიდან რო გამოხვალ და ცოტა გაეცნობი სიტუაციას, მერე დაპოსტე (ეს ჩემი კეთილი რჩევაა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 3 Jan 2020, 23:56