
აბა აბა.
ქვეყანას, რომლის გამანადგურებელი ავიაციის პარკიც დაახლოებით 2 ჯერ ჩამორჩება
უკრაინის პარკს (მაგალითისთვის) თურმე "მძლავრი ჰსთ სისტემა" გააჩნია 21–ე საუკუნეში ტექნოლოგიურად მოწინავე არმიის წინააღმდეგ. ნუ თვითონ ჰსთ სისტემებზე არაფერს აღარ ვამბობ, ამერიკელები შიშისგან იჯვამენ!
შახის დროს ნაჩუქარი ამერიკული RIM-66 Standard(SM-1) რაკეტის კლონი და მის ბაზაზე გაკეთებული "Sayyad-3"

კაცმა არ იცის საერთოდ რა აჯაფსანდალია ამ რაკეტის კლონირების დროს გამოყენებული, ნუ ჩავთვალოთ რომ ყველაზე ნორმალური ირანული ჰსთ სისტემაა მაინც.
Mersad-16 ისევ ამერიკული RIM-7 Sea Sparrow და MIM-23 HAWK ჰიბრიდი

ასევე რუსული С-300 ძალიან მცირე რაოდენობით, ერთ არხიანი ფრანგული Сrotale-ს ჩინური კლონები, ძველი ვერსიის Тор-ები, ბევრი ძველი MIM-23.
მოკლედ იმდენად ცუდი სურათია რომ ეს ჰსთ ამერიკის წინააღმდეგ მაქსიმუმ 1 კვირას (საუკეთესო შემთხვევაში) გაქაჩავს ღია კონფლიქტში.
უბრალოდ ომის დაწყებიდან პირველივე საათებში უნდა გამორთონ ირანელებმა რადარები და გადავიდნენ ჩასაფრებების ტაქტიკაზე
იმდენად ცუდად იქნება მაგათი ჰსთ–ს საქმე რომ სუიციდის ტოლფასი იქნება ღიად ამ ჰსთ–ს ოპერირება ამერიკული რადიო–ტექნიკური და სხვა დაზვერვის ფონზე როცა ნებისმიერ დროს მოფრინდება რადარსაწინააღმდეგო რაკეტა/ტომაჰავკი/JDAM და ა.შ