ეხლა კი ირანის უპილოტო საფრენი აპარატები
ირანს ასევე საკმაოდ სერიოზული გარღვევა აქვს უპილოტო საფრენი აპარატების კუთხით
ირანის საჰაერო ძალების შეიარაღებაშია, როგორც დამრტყმელი ასევე სადაზვერვო და კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატები
ირანმა, ასევე სირიის, ერაყისა და იემენის საომარ მოქმედებებში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო უპილოტო საფრენი აპარატების კუთხით
1. დამრტყმელი უპილოტო აპარატები
ირანის შეიარაღებაშია სამამულო წარმოების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი შაჰედ-129 (მოქმედების რადიუსი 1 700 კმ), ირანი აქტიურად იყენებდა შაჰედ-129-ებს სირიაში ისის-ის და აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში
გავრცელებულ კადრებში კი ნათლად ჩანს, რომ უზუზსტეს საჰაერო დარტყმებს აყენებდა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები
ეს კი კადრები, კარგად დააკვირდით ირანული უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატების მოქმედების სიზუსტეს
უზუსტეს (წერტილოვან) დარტყმებს ანხორციელებენ მოწინააღმდეგის პოზიციებზე და მოძრავ სამიზნეებზე
ეს კი კიდევ ერთხელ მიუთითებს ირანული უპილოტოების საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე
2. სადაზვერვო უპილოტო აპარატები
გამოსარჩევია საეგჰეჰის ტიპის უპილოტო სადაზვერვო აპარატი, რომელიც ამერიკული RQ-170-ის კლონია(ირანელებმა შეძლეს ამერიკული უპილოტო სადაზვერვო დრონის ხელში ჩაგდება და შემდეგ დაკოპირება)
ირანმა რამდენჯერმე გაავრცელა კადრები თუ როგორ ახდენენ ამერიკული სამხედრო ბაზების მონიტორინგს სირიასა და ერაყში, ასევე ამერიკული საზღვაო ფლოტის მონიტორინგს სპარსეთის ყურეში(მათ შორის ავიამზიდს) და ბოლოს, ირანის საჰაერო ძალებმა უნიკალური კადრები გაავრცელეს, სადაც ჩანს თუ როგორ ახდენენ ამერიკული უპილოტო სადაზვერვო აპარატზე მონიტორინგს
ეს ყოველივე კი მეტყველებს ირანის საკმაოდ მაღალ შესაძლებლობებზე
ირანული დრონი აკვირდება ამერიკული დრონის მოქმედებებს
ირანული დრონი ზვერავს ამერიკულ ავიამზიდს
3. ირანული კამიკაძე დრონები
საუდის არაბეთის ნავთობის უდიდეს კომპლექსზე თავდასმამ ნათლად გამოაჩინა, რომ ირანს ამ კუთხითაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს
ირანულმა კამიკაძე დრონებმა შეძლეს და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცე გადაჭრეს შემდეგ კი უზუსტესი დარტყმები განახორციელეს ნავთობის კომპლექსის სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე
ამ სურათზე კი ნათლად ჩანს თუ რა ზუსტი დარტყმები იქნა განხორციელებული ასობით კილომეტრის მოშორებით, ეს კი კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ირანის მაღალ შესაძლებლობებზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 7 Jan 2020, 02:55