/გარეთ ისე არ მავნებლობენ/
ჩემი აზრით, პირიქით, საუდიელები განუზომლად ბევრს აშავებენ, მაგრამ საკუთარი ძაღლისშვილის შესახებ ცნობილი გამოთქმის შესაბამისად, ამერიკელები ძირითადად ჩუმად არიან, ხშირად კი მათ პირდაპირ ხელს უწყობენ.
ერთი მაგალითია ისედაც ყველაზე ღატაკი არაბული ქვეყანა იემენი, სადაც სამხედრო საქმეში საოცრად უნიჭო საუდიელები ხუთი წლის მანძილზე მხოლოდ მოსახლეობის მასიურ ჟლეტას ახერხებენ, ხან ქორწილში, ხან ბაზარში. თითქმის ასი ათასი კაცი იემენელი ემსხვერპლა საომარ კამპანიას, ცალკე შიმშილის შედეგად დაიხოცა ამდენივე. ამერიკელები ეხმარებიან სადაზვერვო ინფორმაციით, მრჩევებით სამხედრო შტაბებში, იარაღით და ტრეინიგებით. სულ ახლახანს ერთმა საუდიელმა სამხედრომ სამი ამერიკელი მოკლა ფლორიდაში;
ბაჰრეინში კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ ფართო სახალხო გამოსვლები საუდიელთა ჯარმა სისხლში ჩაახშო. თვით საუდიაში მცირე უკმაყოფილებაც კი სასტიკი მეთოდებით გაანეიტრალეს, რამდენიმე დისიდენტს თავი მოჰკვეთეს სახალხოდ. მალიქი ორი წმინდა ქალაქის (მექა და მედინა) დამცველად ითვლება, ამიტომ მისი კრიტიკა თვით ალაჰის წინააღმდეგ გამოსვლად მიიჩნევა, რაც სიკვდილით ისჯება;
რაც მთავარია, მალაიზიიდან ბოსნიამდე კავკასიის ჩათვლით საუდიელთა ფონდები უხვად აფინანსებენ რელიგიურ ცენტრებს და თვით მიზგითების მშენებლობას თავიანთი ვაჰაბისტური პროპაგანდის გავრცელების მიზნით. შემთხვევითი არაა, რომ ალ-ქაიდას, თაჰრირ ალ-შამის, დაეშის და სხვა დაჯგუფებების პირადი შემადგენლობის უმრავლესობა ამ სამეფოს მოქალაქეები იყვნენ. დაეშის ცნობილი თავისკვეთის ვიდეოსცენებიც საუდიური ნორმაა;
თალიბანი თავის დროზე ერ-რიადმა ოფიციალურად აღიარა და მასთან დიპ.ურთიერთობა დაამყარა;
ოსამა ხომ ბინ ლადენთა ცნობილი წარმომადგენელი იყო - ამ გვარმა კი ბიზნესები შეინარჩუნა ამერიკაში. ასევე იმ 19 თავდამსხმელიდან, ვინც 11 სექტემბერს ტერაქტი განხორციელა, 15 საუდიელი იყო.
სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ საერთაშორისო ისლამური ტერორიზმის ფესვები თავისუფლად შეიძლება ბრიტანეთის შექმნილ ამ წარმონაქმნში მოიძიოს. პოლიტიკური ისლამი, რომელიც 1980 წწ. არსებობდა, მათ ზოგან თანდათან ჩაანაცვლეს სალაფიზმით, რომელიც არსებული სახელისუფლო ინსტიტუტების ნგრევას და მათ ნაცვლად ისლამური საამიროების დაარსებას ისახავს მიზნად.
ამის მიუხედავად, ამერიკა საუდიასთან ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში საიდუმლოდ თანამშრომლობს!
https://www.dw.com/en/us-reveals-secret-dea...abia/a-48107484 /ხაშოგის მკვლელობის გამო ტიპების სიკვდილით დასჯაც მოუწიათ/
ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს ტიპები განტევების ვაცებად შერაცხეს, რადგან არც მუჰამედ ბინ სულთანს, არც იმ 15კ ჯგუფიდან მთავარ მკვლელებს სასჯელი არ ეხებათ. ისიც საკითხავია საერთოდ, კვინტეტს დასჯიან თუ არა.