ჰეგემონია არ დასრულებულა და ჰეგემონია არც არასოდეს ყოფილა ამერიკა
ამერიკა ყოველთვის იყო თავისუფლების სიმბოლო და დემოკრატიულ ქვეყანათა გვერდში მდგომი და თანასწორი მეგობარი - აი ეს დასრულდა
ტრამპმა გაპრეზიდენტების დღიდან ამერიკა გადააქცია ისეთ ძალად რომელიც რუსეთს და ჩინეთს აწყობთ
ახლა რუსეთს და ჩინეთს საშუალება მიეცემათ თქვან:
"აი ხო ხედავთ ამერიკაც ზუსტად ისეთია როგორც ჩვენ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო აკეთებენ და ის იდეა რომ ამერიკა განსაკუთრებულია - სისუელელეა!"
როგორც ტრამპის მიერ მოხსნილმა ფებბერის დირექტორმა თქვა - ტრამპის სულიერი კორუმპირებულობა იმდენად ძლიერია რომ გარშემო მყოფ ადამიანებს ითრევს და ისეთ სიტუაციაში ვარდებიან რომ სხვა გზა არ აქვთ ერთხელ რომ დაუკრავენ თავს პრეზიდენტის ტყუილებს იძულებულები არიან მეორედაც მესამედაც და ბოლომდე თავი უკრან მის ტყუილებს მანამ სანამ თვითონაც არ ჩაეფლობიან ბოლომდე ტრამპის კორუმპირებულ ჭაობში
ტიპიური განგსტერული ოლიგარქიული სისტემა
ირანის მოვლენებმა კი პირველი საგრძნობელი დარტყმა მიაყენა ამერიკის ყველაზე ძლიერ და ყველაზე აპოლიტიკურ ორგანოს - პენტაგონს
ჯერ ხო სამინისტროს მეთაური არ ყავს მას შემდეგ რაც მინისტრმა თანამდებობა დატოვა სირიიდან გამოსვლის გამო ტრამპს კანდიდატი არ წარუდგენია მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი ყავს
მერე და პენტაგონს გამუდმებით უწევს ქვეყნის მთავარსარდალის უკანონო განცხადებების და მოწოდებების განმარტება
ეს ჯერ კიდევ სირიიდან დაიწყო როცა ტრამპმა ამერიკის იმიჯზე მოსაჯმელი და პუტინის გულის გასახარი კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა რომ სირიიდან კი გავალთ მარა ნავთობი ჩვენიაო და დაჟე ისიც თქვა ექსონ მობილთან უნდა დავილაპარაკოო რომ ნავთობი ამოვქაჩოთო
ამის საპასუხოდ მაშინ პენტაგონი გამოვიდა და იძულებულები იყვნენ განემარტათ რომ ნავთობს ამერიკისთვის არ დაიცავდნენ და რომ ნავთობის დაცვის მთავარი მიზანი ისის-ისგან დაცვა იყო
პენტაგონი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წლები მუშაობდნენ იმაზე რომ ხალხს გაეგოთ სწორად რომ ერაყში 2003 წელს შეჭრა ნავთობის გამო არ იყო რათ ამერიკის მტრებს სალაპარაკი არ ქონდეთ სწორედ იმაზე რომ აი ამერიკას მარტო ნავთობი აინტერესებსო - ტრამპმა ღიად და საჯაროდ ჩაახუტა მტრებს ეს სალაპარაკო
ეგ ერთი მერე იყო და პენტაგონმა ოფიციალური წერილი მიწერა ერაყის კანონიერ მოთხოვნას ჯარების გაყვანის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე
გამოვიდა ტრამპი და არ გავდივართო პენტაგონს მოუწია ახსნა განმარტებების კეთება და წერილის უკან წაღება მიუხედავად იმსა რომ ერაყმა წერილი ლეგიტიმურად ცნო უკვე
მერე იყო და ირანს ომის დანაშაულIთ და ტერორიზმით დაემუქრა
ამაზეც პენტაგონი იძულებული გახდა გამოსულიყო და მთავარსარდალის საწინააღმდეგო განცხადება გაეკეთებინა რომ პენტაგონი არ დაბომბავდა კულტურულ ძEგლებს
ტრამპმა პენტაგონი ფაქტიურად მისი დაუდევარი ნაბიჯების და უკანონო მოწოდებების და განცხადებების damage control-ის დეპარტამენტად გადააქცია
მოკლედ ყველაფერი პოზიტიური რაც ამერიკა იყო და რა წარმოდგენაც მსოფლიოს ქონდა ამერიკაზე ტრამპმა უკან ამოისვა და ამერიკა მორალურად რუსეთის და ჩინეთის გვერდით დასვა
https://www.politico.com/news/2020/01/08/do...-problem-096146 This post has been edited by ტროლოლო on 9 Jan 2020, 11:09