ფორუმზე არსებული "აკადემიკოსთა" საბჭოს პროგნოზების ქრონოლოგია:
1. (ფორუმის აკადემიკოსების პროგნოზი)ჰააა, ამდენი დღე სადაა ირანიი? ჩაისვარეს? ვერ ბედავენ სროლას? - (რეალობა) ირანი ელოდებოდა გენერალ სულეიმანის დაკრძალვას და დაკრძალვიდან რამოდენიმე საათში პასუხი გასცა
2. (ფორუმის აკადემიკოსების პროგნოზი)ირანი ჩაისვრის და ტყვიის გასროლასაც კი ვერ გაბედავს - (რეალობა) ირანმა ბალისტიკური და ტაქტიკური რაკეტები გაისროლა
3. (ფორუმის აკადემიკოსების პროგნოზი)ირანი თუ გაბედავს და მაინც გაისვრის რამეს ამერიკა ირანს რუკიდან წაშლის და ერთს რო დაარტყავს აფრიკაში გადაისვრის - (რეალობა)მიუხედავად ტრამპის მუქარებისა, რომ თუკი ირანი ტყვიას მაინც გაისროდა ამერიკის ბაზების, მოკავშირეების ან სამხედროების წინააღმდეგ ირანის 52 სტრატეგიულ ობიექტს მიწასთან გაასწორებდა, დღეს ტრამპმა მშვიდობის მოყვარული ვარო და ისევ სანქციებიო
4. (ფორუმის აკადემიკოსების პროგნოზი)მერე რა რომ ირანმა ამერიკული ბაზები დაბომბა, სამაგიეროდ არავინ არ დაშავებულა, ამით აშშ-ს იმიჯს არაფერი არ დააკლდა - (რეალობა) მეორე მსოფლიო ომის მერე პირველად დაფიქსირდა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი სუპერსახელწიფოს სამხედრო ბაზები დაბომბეს, ამას კი პრაქტიკულად არანაირი რეაგირება არ მოყვა
პ.ს ირანს, რომ სულაც მიწასთან გაესწორებინა ამერიკული ბაზები, სულაც რომ 2 000 ამერიკელი სამხედრო მოეკლა და აშშ-ს პასუხი არ გაეცა - ამაზე აქაური აკადემიკოსები იტყოდნენ, მერე რა ამერიკისთვის 2 000 სამხედრო არაფერია, ირანს ვაშინგტონი უნდა დაებომბა და ეგ იქნებოდა პასუხიო, ირანმა 1 გენერალი დაკარგა და 2 000 სამხედრო მაგასთან რა მოსატანიაო
მოკლედ "აკადემიკოსთა" საბჭოსთვის ყველა შემთხვევაში ირანმა ჩაისვარა
ეხლა კი ჩემი პროგნოზების ქრონოლოგია:
1. პირველივე დღეს ვთქვი, რომ არ ველი ირანისაგან ცხელ გუნებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მინიმუმ გენერალ სულეიმანის დაკრძალვას დაელოდებიან და ამის მერე იქნება თქო პასუხი - (რეალობა) ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი
2. ვიძახდი რომ ირანს აქვს საკმაოდ ტექნოლოგიურად მაღალი დონის შეიარაღება და მას შეუძლია უზუსტესი სარაკეტო დარტყმების განხორციელება - (რეალობა) თავად პენტაგონისვე ინფორმაციით ირანმა გაუშვა 16 რაკეტა, საიდანაც 12 მათგანი მიზანს მოხვდა ანუ 75%-იანი შედეგი, რაც არის ძალიან კარგი შედეგი, სატელიტურ ფოტოებზე კი ჩანს, თუ რაქირურგიულად ზეზუსტი დარტყმები განახორციელა ირანმა 450 კმ სიშორიდან
3. ვიძახდი რომ ირანი აუცილებლად გასცემს ამერიკას პასუხს, მაგრამ ეს პასუხი არ იქნება იმდაგვარი, რომ აშშ-ს არ დაუტოვოს შანსი გარდა ომისა - (რეალობა) ირანმა ამერიკას გასცა პასუხი ანუ სახე შეინარჩუნა და თან ცივ გონებაზე მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებით აშშ-ს არ მისცა საბაბი გარდაუვალი ომის დაწყების
4. ვიძახდი რომ ირანთან ომი მოითხოვს ძალიან დიდი ფინანსურ და სამხედრო რესურსების მობილიზებას და თან ამერიკას და მის კოალიციას დიდი ზიანი მიადგება თქო, რის გამოდაც არ მგონია ტრამპმა მიუხედავად ირანის პასუხისა ომი დაიწყოს თქო - (რეალობა) მიუხედავად ტრამპის მუქარებისა, მან დღეს მშვიდობა მინდაო და მხოლოდ სანქციებს გავუმკაცრებ ირანსო
5. დრო ირანზე მუშაობს, რადგან რაც დრო გადის ირანი კიდევ უფრო ძლიერდება სამხედრო კუტხით და მეტად იდგავს ფესვებს რეგიონში, ასევე უახლოვდება მის სანუკვარ ისტორიულ ოცნებას ატომის ქონას, ამ მიზნისაკენ სვლაში კი ირანის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო გზით
პ.ს საბედნიეროდ ეს ყველაფერი ინახება ფორუმის ისტორიაში და ნებისმიერ იუზერს შეუძლია გადახედოს მას
პ.პ.ს დასკვნების გამოტანა კი ძალიან მარტივია მემგონი
This post has been edited by DIDGORI-GEO on 9 Jan 2020, 02:14