Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
->
საერთაშორისო პოლიტიკა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(99)
« პირველი
...
85
86
[87]
88
89
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Biutiful
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
Biutiful
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 46919
წევრი No.: 198903
რეგისტრ.: 2-March 15
#56534533
· 11 Jul 2020, 06:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
როდესაც საზოგადოების ინტერესები ილახება, და ილახება ადამიანის ინტერესები.
ასე აპრავებს პუტინი თავის ყველა ქმედებას. ასე აპრავებდნენ ებრაელების დევნას ნაცისტები - საზოგადოებრივი ინტერესებით.
--------------------
ლაუტერო მარტინესს ყვითელი ეკუთვნოდა როცა ის სარეკლამო ბანერებს გადაახტა და ფანებთან გავარდა გოლის შემდეგ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 23050
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09
#56534535
· 11 Jul 2020, 06:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
ცენზურა, აკრძალვა და რეგულაცია მისაღებია როცა ემსახურება მიზანს. ყველა საზოგადოებაშია, ყველაზე დემოკრატიულში და გონებაგახსნილში.
არანაირად, ეს არის მოკლე გზა ტოტალიტარიზმისკენ.
ვინ ამბობს რა არის მიზანი? შენ ამბობ რომ არის მიზანი, მე მკითხე?
აკრძალვა რის? საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის? ამერიკის კონსტიტუციაში ეს პირველივე ჩასწორებით არის დაცული.
აგერ დე ბლაზიო აკეთებს მაგას, ბლმ პროტესტი მოსულა და ყველამ სხვამ ტრაკი დააყენეთო.
QUOTE
თუ ვამბობთ რომ ვცხოვრობთ ლიბერალურ საზოგადოებაში, მაშინ ვაღიარებთ რომ უმაღლეს ღირებულებად ვთვლით ადამიანს და მის უფლებებს რომ მან წარმართოს ისე თავისი ცხოვრება, როგორც სურს, მაგრამ ამით არ დაარღვიოს სხვისი უფლებები.
ხოდა ადექი და დააფინანსე სხვისი ჯანდაცვა, სწავლა და ნუ იყიდი იარაღს
მე ნუ მაძალებ შენს მიზნებში მონაწილეობა მივიღო.
QUOTE
ეხლა მე ვარ უფრო ტოტალიტარული, რომელსაც სულ ფეხებზე კიდია, დღეს აბესალომს თუ მოუნდება, რომ ეთერი გახდეს? თუ შენ - რომელიც ყველაფერს ცდილობ რომ აბესალომი აბესალომად დატოვო. თუ ერთი კაცი სქესს შეიცვლის, ამითი ცხოვრება არ შეიცვლება, და იმ ერთი კაცის გადასაწყვეტია, ვინც უნდა იყოს, ან რაც უნდა იყოს. არა საზოგადოების, მისი მშობლების, ნათესავების და ასე შემდეგ. ყველა საკუთარ თავს ეკუთვნის.
მე ეგ არ ვთქვი. აბესალომს თუ ეთერობა უნდა გახდეს.
მარა მე რომ დამაძალებს რომ ეთერად ვაღიარო და მატერიალურ, ბიოლოგიურ რეალობაზე უარი ვთქვა, ვაღიარო რომ ქალად გახდა და შვილებს ვასწავლო რომ ეს შესაძლებელია, არის ზუსტადაც რომ დაძალება.
და რომ ვიტყვი რომ აბესალომმა ეთერი დაირქვა მაგრამ ბიოლოგიური ქალი არაა თქო, მაგაზე მაცენზურებთ.
QUOTE
მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც საზოგადოების ინტერესები ილახება, და ილახება ადამიანის ინტერესები. მაგალითად დახურულ სივრცეში, სიტყვაზე პაბებში, სიგარეტის აკრძალვას ვემხრობოდი - ევროპაში მოხდა ყველგან და საქართველოშიც - რადგან ეგ არამწეველის უფლებებს ლახავს. ეგ აკრძალვაა, ცენზურა, მაგრამ არაა ტოტალიტარიანიზმი - პირიქით ეგ აკრძალვაა რომ ადამიანის უფლებები დაიცვას - ამ შემთხვევაში პასიური მწეველების.
მეც მომწონს ეს მაგრამ როცა გადაწყვეტილებას იღებს მეპატრონე და არა პარლამენტარი.
მე მაქვს რესტორანი და მინდა რომ ხალხმა მოწიოს. ნუ მოხვალ ბატონო
შენ გახსენი რესტორანი და არ მოაწევინო ხალხს
მე მინდა რომ მეპატრონე წყვეტდეს, თუმცა როგორც არამწეველი ადამიანი რა თქმა უნდა უსიგარეტო გარემოს ვარ მიჩვეული.
QUOTE
კლიმატის ცვლილება კიდევ მეცნიერული ფაქტია და არა იდეოლოგიური. ნამდვილია თუ არა - ამაზე არსებობს დღეს ერთმნიშვნელოვანი კონსესუსი.
ამაზე შენ ისმენ მხოლოდ ცალ მხარეს და გგონია რომ არის თანხმობა
იდეოლოგიური რელიგიაა, თუ არა მაშინ ან შენ ან მაგ ნამდვილმა მეცნიერებმა ამიხსნან ყველა ის გამაზული პროგნოზი რაც იქ დავლინკე. მითუმეტეს მაგალითები დაგიწერე წინა გვერდზე. ალ გორს რანაირად უნდა ვენდო ან იმ ხალხს ვინც ამაში მილიარდებს შოულობს?
QUOTE
მე და შენ არ გვაქვს უფლება ამაში ეჭვის შეტანის.
კომენტარი ზედმეტია. მარა ეს ზოგადად შენს მიდგომას უფრო ასახავს. შენ გჯერა ინტელექტუალების, მე არა. შენ გჯერა ავტორიტეტის მქონე ბიუროკრატების, მე არა.
ამის უფლება კიდევ ზუსტადაც რომ მაქვს და დიდი ბოდიში მარა შენ არასდროს შეგეკითხები.
QUOTE
რომელსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის. ამიტომ პოლიტიკურად ანგრაჟირება კლიმატის ცვლილებით არის დანაშაული, მისი უარყოფა არის დანაშაული, რადგან უმოქმედობას უწყობს ხელს. უმოქმედობის ფასი კიდევ ძალიან ძვირია.
რას გვეყტვიან ჩვენი შვილები? თქვენ ხალხი ხართო? უმეტეს სამეცნიერო პარადიგმას აღიარებთ, მაგრამ თუ ზოგიერთი პარდიგმა თქვენს კომფორტს ეწინააღმდეგება, შეგნებულად აიგნორებთო. ისინი მოიმკიან ჩვენი გულგრილობის შედეგებს.
ამიხსენი სათითაოდ წინა პოსტში დაწერილი გამაზული პროგნოზები და მერე მელაპარაკე შვილების და თაობების უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებით 1989 წლის პროგნოზი მინდა რომ ამიხსნა რატომ არ გამართლდა და ალ გორის 2008 წლის ანტარქტიდის.
კონსესუსი
QUOTE
და აბესალომი რომ ეთერი გახდეს, ამით არაფერი იცვლება მსოფლიოში. ვისთვის კაცობა ბიოლოგიური ფაქტია, ვისთვის ფსიქოლოგიური იდენტობა. და ეგ ფუჭი კამათია აბსოლიტურად. ტერმინების განსხვაებულ განმარტებაზე დავდივართ, როგორც ბევრი კამათისას. ილიამაც არ იკითხა "კაცია, ადამიანიო?"
მაგრამ როდესაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო კლიმატის ცვლილებას აიგნორებს, ის მსოფლიო განწირულია.
ცდები
აბესალომი რომ მაძალებს ეთერი ვეძახო იცვლება
იცვლება ის რომ ჩემი არსებული მატერიალური რეალობა უნდა ვუარყო ფსიქიატრიული დაავადების მქონე ადამიანის გამო
იცვლება ის რომ ერთ ადამიანს აქვს უფლება დააძალოს და დაავალდებულოს მეორე რა სიტყვები გამოიყენოს, ლექსიკონი განუწესოს რა სიტყვები იხმაროს.
განწირულია დედამიწა იმიტომ რომ ამერიკას კლიმატის რელიგიის არ სჯერა. და დედამიწა გადარჩება როცა სოციალისტი ### გახდება ამერიკის პრეზიდენტი და ქვეყანას პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით მიწაში ჩადებს ხომ?
ისე ამ ამერიკისგან რა გინდათ? არ ცხოვრობთ ამერიკაში და სრული ტრანსფორმაცია გინდათ ამ ქვეყნის, იმ იდეალების გაუქმება რამაც ქვეყანად აქცია. ამერიკელებს არ აქვთ მსგავის მიდგომა ევროპაზე. არ ვიცი მე რომელი ამერიკელი ითხოვს ევროპაში ამერიკული ტრადიციების დამკვიდრებას, იარაღის ლიბერალიზაციას და ა.შ.
რატომ გინდათ ამ ბოლო ბასტიონის დანგრევა მაგას ვერ ვხვდები ვერანაირად.
პოლიტიკოსებს რაც შეეხება კიდევ, რა ვალი აქვს ამერიკას ნეტა ასეთი ევროპელების, ორი მსოფლიო ომი ამერიკის ხარჯზე მოიგეს, 60 წელია მაგათ უსინდისო ტრაკს ინახავს და კიდევ აქეთ ეწუწუნებიან.
QUOTE
იარაღზე კიდევ თუ თვლი რომ შენ გინდა ავტომატის ხმარება, და ეგ შენი უფლებაა. უბრალოდ გინდა ეგ ჰობი გქონდეს. მაშინ რა გიშლის სიტყვაზე, ბაზუკა რომ იხმარო? ან სხვა რამე, უფრო ლეტალური? ტანკი გყავდეს გარაჟში? ჰობიც ხო შეიძლება გქონდეს ეგეთი. თუ შენი ჰობი უქმნის საზოგადოებას საფრთხეს, აგეკრძალება. შენც გეთ ოვერ ით, და სხვას იპოვი.
ვის ვუქმნი საფრთხეს თუ მაქვს ავტომატი?
სანამ არ გაარჩევ კანონმორჩილ მოქალაქეს და დამნაშავეს, სანამ შეგვყრი ერთ კალათაში მანამდე ვერანაირად ვერ იქნება ეს კამათი საფუძვლიანი იარაღზე. წაართვი იარაღი დამნაშავეს.
ტანკი, ბაზუკა და ჩვეულებრივი ყოველდღიური იარაღი რომელიც გამოიყენება თავდაცვისთვის (როგორც ეხლა მოხდა რაიოთების დროს) და შეგიძლია გამოიყენო რომ მარტივი წინააღმდეგობა გაუწიო მთავრობას არის სხვადასხვა.
მითუმეტეს თუ ტანკს და ბაზუკას მიკრძალავ, ავტომატურ იარაღს მიკრძალავ და ასე ცოტას მიტოვებ, კიდევ უნდა დავთმოთ? ავტომატურები დავთმეთ უკვე, გეყოთ
no buddy, you get over it that my right is my right. And my rights are way more important than your social visions.
მაშინ მითხარი ავტომობილი ასაკრძალია თუ არა? საფრთხეა, ფაქტია ათასობით ადამიანი კვდება ავარიაში ზღვა რეგულაციების და წესების მიუხედავად.
QUOTE
ეგ კი არა, გვაცადე და ათ წელში მანქანითაც აგეკრძალება მოძრაობა ქალაქებში. როგორც პაბებში აგეკრძალა სიგარეტის მოწევა.
იმიტომ რომ იმათ უფლებებს ლახავ, ვინც ამ დაბინძურებულ ჰაერს ისუნთქავენ და ფილტვის დაავადებებით იტანჯებიან.
მაგაზე იგივეს გიპასუხებ რაც ადრე
აი ზუსტად მაგიტომ აქვს ამერიკაში ხალხს იარაღი რომ შენი ხედვის პოლიტიკოსებმა ბოლომდე ვერ გაატრაკონ ამერიკაში
პოპულაციის კონტროლზეც გადახვალ მალე, ბევრი ადამიანი იბადება და დედამიწას საფრთხეს უქმნიანო.
ნამდვილად გაქვს გადახრა ტოტალიტარიზმისკენ, თან ამას კეთილი მიზნებისთვის აკეთებ რაც ნიშნავს რომ საკუთარ თავთან არ გაქვს პრობლემა სხვის ცხოვრებას დედა უტირო კონკრეტული ხედვებისთვის. ნუ ეს ყველაფერი ლეფთ ვინგის დამახასიათებელი ნიშანია ზოგადად.
ჩვენ ყველანი ვართ ცხვრები, ლეფთ ვინგ იდეოლოგები კი ჩვენი მწყემსები და ლიდერები.
This post has been edited by
პეტრუჩი
on 11 Jul 2020, 07:17
--------------------
Dream Theater
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Amotors
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Amotors
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1387
წევრი No.: 106076
რეგისტრ.: 28-November 09
#56534554
· 11 Jul 2020, 07:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Braking:
პრეზიდენტ ტრამპმა როჯერ სტოუნი შეიწყალა
--------------------
"All I have in this world is my balls and my word - and I don't break them for no one."
"Noah was a conspiracy theorist also until it started to rain."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Biutiful
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
Biutiful
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 46919
წევრი No.: 198903
რეგისტრ.: 2-March 15
#56534582
· 11 Jul 2020, 08:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აი ბოზის შვილი ვიყო გამოვყლევდი ისეთები წერა
ჩვეულებრივი ფაშისტის ნაწერია, კლიმატის ცვლილების ნაცვლად ჩასვი სხვა რამე რაც მოდის თანხვედრაში ჰიტლერთან და წააკითხე ვინმეს, თუ ვინმემ იეჭვოს და გითხრას ჰიტლერის ნათქვამი არააო მაფურთხეთ სახეში
ვიცნობ ფეხბურთის განყოფილებიდან და დიდ პატივს ვცემ
დიდი იმედი მაქვს ტროლაობს
თუ არა და უნდა იმუშაოს თავის თავზე და ისწავლოს სხვისი უფლებების პატივის ცემა. ისეთების, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11517
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#56535057
· 11 Jul 2020, 12:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Biutiful)
იცნობ ფეხბურთის განყოფილებიდან და დიდ პატივს ვცემ
მე კალათბბურთის განყიდან ვიცი მაგის პოსტები და საერთოდ არ მიკვირს რასაც წერს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16523
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#56536251
· 11 Jul 2020, 17:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Biutiful
QUOTE
ჩვეულებრივი ფაშისტის ნაწერია, კლიმატის ცვლილების ნაცვლად ჩასვი სხვა რამე რაც მოდის თანხვედრაში ჰიტლერთან და წააკითხე ვინმეს, თუ ვინმემ იეჭვოს და გითხრას ჰიტლერის ნათქვამი არააო მაფურთხეთ სახეში
სად ნახე, აქ ფაშიზმი, ათუ? კომუნისტისო მაინც გეთქვა.
QUOTE
თუ არა და უნდა იმუშაოს თავის თავზე და ისწავლოს სხვისი უფლებების პატივის ცემა. ისეთების, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ
განსხვავებულად მოფიქრალებს, სიტყვაზე კონსერვატებს, თქვათ შენ, პეტრუჩის, ქვერთის და სხვებს ამ თემაში, არც ვაკნინებ და მათ აზრსაც პატივს ვცემ. ეხლა ჩემი პოზიცია, რომ გლობალური გათბობის უარყოფა, ისეთივე დანაშაულია, როგორც სიტყვაზე ჰოლოკოსტის უარყოფა (რაც დასჯადია ევროპოკავშირში), არის ჩემი პოზიცია, რომლის გამოხატვის უფლება მაქვს თქვენს მიერვე აღიარებული სიტყვის თავისუფლების პრინციპით. ცოტა უფრო ვრცლად დავწერ ქვემოთ კლიმატის ცვლილებაზე.
პეტრუჩი
QUOTE
ისე ამ ამერიკისგან რა გინდათ? არ ცხოვრობთ ამერიკაში და სრული ტრანსფორმაცია გინდათ ამ ქვეყნის, იმ იდეალების გაუქმება რამაც ქვეყანად აქცია. ამერიკელებს არ აქვთ მსგავის მიდგომა ევროპაზე. არ ვიცი მე რომელი ამერიკელი ითხოვს ევროპაში ამერიკული ტრადიციების დამკვიდრებას, იარაღის ლიბერალიზაციას და ა.შ.
შევეშვები ამერიკას - თქვენი შიდა საქმეები თქვენი შიდა საქმეებია. გინდათ გქონდეთ ავტომატური იარაღი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. სოციალური ბადის წინააღმდეგი ხართ, რადგან არ გინდათ ამის დაფინანსება - თქვენი საქმეა. მე ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც სოციალური ბადეცაა და იარაღის შეძენა/შენახვაც დანაშაულია.
მაგრამ, სიმართლე რომ გითხრა, ამერიკოფილი ვარ, და გული მტკივა როცა მსგავს განხეთქილებას ვხედავ ამერიკის საზოგადოებაში, რომელიც უკვე ზღვარს გადასულ ძალადობაში გადადის, და რომ დღეს ამერიკის პრეზიდენტი უფრო აღვივებს ამ განხეთქილებას, იმის მაგივრად რომ შერიგების გზები გამონახოს.
ასევე გული მწყდება რომ ამერიკა ესე მოუმზადებელი შეხვდა კორონა ვირუსის გამოწვევას, და ამდენი იზარალა გინდ ჰუმანური, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც სხვა დიდი სახელმწიფოები გაცილებით ადვილად გაუმკლავდნენ ამ პრობლემას. ერთადერთი დადებითი აქ არის ეკონომიკური რესპონსი, რომელიც ფედის და ჯეი პაუელის დამსახურებაა პირველ რიგში. მათმა გააკეთეს ყველაფერი რომ ჯანდაცვის და ჰუმანიტარული კრიზისი არ გადაზრდილიყო ფინანსურ კრიზისში.
მაგრამ ის რომ ამერიკას ყავს პრეზიდენტი, რომელიც აწვება იზოლაციის პოლიტიკას, როდესაც მსოფლიოს სჭირდება გლობალური კოორდინაცია ამერიკის ლიდერობით, რომ გადაჭრას გლობალური პრობლემები, უკვე ჩემი, როგორც მსოფლიო მოქალაქის, საქმეა.
ზოგადად გვაქვს ორი ტიპის საკითხი - მეცნიერული საკითხები, რომლებიც ეყრდნობა ობიექტურ ფაქტებს და ამ ფაქტების ანალიზის სტანდარტიზირებულ მეთოდებს. რაც იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს. და ღირებულებით საკითხები (value judgments) სადაც სწორი პასუხი არ არსებობს, სწორედ ეს უკანასკნელია პოლიტიკის ნაწილი.
მაგალითად რა უფრო ღირებულია - ტრადიციული ოჯახური ღირებულებები, თუ ინდივიდის უფლება რომ მოახდინოს საკუთარი სექსულობის ისე რეალიზაცია, როგორც მას უნდა, თუ ის სხვის უფლებებს არ შელახავს. ეს არის კლასიკური value judgment და კონსერვატულ/ლიბერალური დილემა. ამაზე სწორი პასუხი არ არსებობს. ამაზე არსებობს პოლიტიკური პასუხი. მაგალითად ტერი გილიამის ცნობილი ფილმის "12 მაიმუნის" გმირი, რომელსაც ბრედ პიტი თამშობს, ფიქრობს რომ ცხოველების ცხოვრება უფრო ფასეულია ვიდრე ადამიანების, ამიტომ ადამიანების განადგურების გეგმა აქვს - და მის პოზიციას მეცნიერული თვალსაზრისით ვერ შეედავები. რადგნა ეს არის value judgment. ეთიკური პრობლემების უმეტესობა ამ კატეგორიაში შედის.
მაგრამ ეხლა შევხედოთ კლიმატის ცვლილებას. ეს არის მარტივი მეცნიერული დებულება, რომელიც არ შეიცავს value judgment-ს, ის ამბობს რომ ჩვენს ხელთ არსებული ობიექტური ფაქტების ანალიზის საფუძველზე მივდივართ იმ დასკვნამდე რომ ადამიანის აქტიობის შედეგად გამოწვეული ატმოსფერული გათბობა გამოიწვევს შეუქცევად ცვლილებებს გარემო ბუნებაში, რაც დედამიწის დიდ ნაწილს უვარგისს გახდის ადამიანისთვის საცხოვრებლად და გამოიწვევს სოციო ეკონომიკურ დისრაპციას უპრეცედენტო მასშტაბით. არანაირი ღირებულებითი განსჯა, მარტივი მიზეზ შედეგობრივი კავშირი, დამყარებული სტეიტ-ოფ-ზე-არტ კვლევით ტექნოლოგიებზე.
ეს ისეთივე ფაქტია, როგორიც სიტყვაზე რომ მზედე მანძილი არის 152 მილიონი კილომეტრი, ან რომ ატომის გაყოფას მოჰყვება გამა ფოტონების გამოყოფა, და შედეგად წარმოიქმნება უზარმაზარი დამანგრეველი ენერგია. სამეცნიერო კონსენსუსი არის 97% ზე მეტი ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე. მაგრამ შენ ამას რელიგიას უწოდებ (ტიპური ვალუ ჯაჯმენთ ტერიტორია), აი ეგ უკვე სახიფათოა.
სიტყვაზე აქ უზერი თბილისელი რომ უარყოფს დედამიწა რომ მრგვალია, ამ ფაქტს არა აქვს სოციალური შედეგი. ამიტომ სოციალური უტილიტარიზმის კუთხით არ არის საჭირო რომ მას აუკრძალო ამის უარყოფა. ღმერთიც დელუზიაა, მაგრამ არ გამოვდივარ რელიგიის აკრძალვის მოთხოვნით. რელიგიას საკმაოდ ბევრისთვის მოაქვს საჭირო სულიერი ბალანსი. აქ საქმე გვაქვს სამეცნიერო ფაქტის უარყოფასთან მაგალითად კონსერვატორი პოლიტიკოსისგან, რომელიც არ არის თავად მეცნიერი, და ამ ფაქტის უარყოფას აქვს პოტენციალი ძლიერ ავნოს საზოგადოებას, რადგან გაახანგრძლივებს დანაშაულებრივ უმოქმედობას. ამიტომ ეს დანაშაულია, ჩემი აზრით.
კლიმატის ცვლიელება პირველია იმ გლობალური პრობლემებისგან, რომელსაც საერთაშორისო თანმეგობრობის თანამშრომლობა სჭირდება.
გაეროს რომ ლანძღავ, შეხედე ისტორიას მსოფლიო ომის შემდეგ და ნახავ რომ მსოფლიოში უპრეცედენტო მშვიდობაა - ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი. ომის იდეა ორ განვითარებულ სახელმწიფოს შორის დღეს უკვე აბსურდია. ომები დღეს ლოკალურ და ტერიტორიულ კონფლიქტის ხასიათს ატარებენ, ან შიდა დაპირისპირების სახეს პოლიტ და რელიგიურ ჯგუფებს შორის. დღეს უფრო მეტი კვდება სუიციდით, ვიდრე ომებში. ისტორიულად ეგ არის ანომალია. ასე რომ ეს შენი გაერო მუშაობს და თან საკმაოდ კარგად.
თუ გინდა მართლაც კლიმატის ცვლილებაზე დავა, სამეცნიერო კუთხით, ეს თემა რომ არ გავაოფოთ მეტი, მეცნიერებაში გავხსნი თემას ამაზე, და იქ შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტები და მათი ინტერპრეტაციები.
აგერ ევროპა აღიარებს კლიმატის ცვლილებას პოლიტიკურ დონეზე. დღეს ყველა ევროპული მეტროპოლისი კრძალავს 2030 წლისთვის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას. შენი აზრით ეს ტოტალიტარიანიზმია? თუ მცდელობა რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთ გარემოსთან თანაცხოვრება, ისე რომ არ გაჩაღდეს რესურსებისთვის სასტიკი ბრძოლები.
პოპულაციის კონტროლს კი რათქმაუნდა ვემხრობი, თუ ამისი მეცნიერულად დასაბუთებული საჭიროება გახდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bazuka
TWIN<>OO
ჯგუფი: Members
bazuka
TWIN<>OO
ჯგუფი: Members
წერილები: 23383
წევრი No.: 8135
რეგისტრ.: 9-January 05
#56536344
· 11 Jul 2020, 17:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Amotors @ 11 Jul 2020, 07:29 )
Braking:
პრეზიდენტ ტრამპმა როჯერ სტოუნი შეიწყალა
აქაც კი სუფთა რუსული მოქმედება “ друзьям всё, врагам закон.”
მოგიდღანთ სამართლიანობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Deutschland..
Mia San Mia
ჯგუფი: Members
Deutschland..
Mia San Mia
ჯგუფი: Members
წერილები: 39853
წევრი No.: 238577
რეგისტრ.: 3-December 17
#56536401
· 11 Jul 2020, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
მაგრამ ის რომ ამერიკას ყავს პრეზიდენტი, რომელიც აწვება იზოლაციის პოლიტიკას, როდესაც მსოფლიოს სჭირდება გლობალური კოორდინაცია ამერიკის ლიდერობით, რომ გადაჭრას გლობალური პრობლემები, უკვე ჩემი, როგორც მსოფლიო მოქალაქის, საქმეა.
ბოდიშის მოხდით, თუ ამერიკის უმრავლესობას არ სურს ეგ, რომ მისი ქვეყანა რაღაცის ან რამის წინამძღოლი იყო და იზოლაციონიზმს ირჩევს, (მაგალითად ტრამპის არჩევა) თქვენ რა უფლებით იწუნებთ მის არჩევანს, რას ნიშნავს თქვენ გინდათ.
იუზერმა პეტრუჩმა კარგად დაწერა, რატომ ცდილობთ იმ სისტემის შეცვლას სადაც არ ცხოვრობთ ? და იმ იდეალების ჩამოშლას რისი მიმდევარი ეგ ქვეყანაა ?
--------------------
Jede institution dieses Reiches steht unter dem Befehl der obersten politischen Führung und alle institutionen dieses Reiches sind von schwaren einigen dem will und Entschlüs diese Deutschland zu vertreten und wenn notwendig zu verteidigen bis zum letzten Atemzug.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16523
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#56536418
· 11 Jul 2020, 17:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Deutschland..
QUOTE
ბოდიშის მოხდით, თუ ამერიკის უმრავლესობას არ სურს ეგ, რომ მისი ქვეყანა რაღაცის ან რამის წინამძღოლი იყო და იზოლაციონიზმს ირჩევს, (მაგალითად ტრამპის არჩევა) თქვენ რა უფლებით იწუნებთ მის არჩევანს, რას ნიშნავს თქვენ გინდათ.
მაშინ რად ვხსნით საერთოდ ქართულ ფორუმზე ამერიკის არჩევნზებზე თემას, თუ აზრის გამოთქმის უფლებაც არა გვაქვს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 23050
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09
#56536433
· 11 Jul 2020, 18:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
ფედი, პაუელი, ტრამპი და ყველა პოლიტიკოსი ვინც ფულს ბეჭდავს და ხალხს აძლევს ამოსალპობია ციხეში. ამ ხალხმა გაყიდა ამერიკა კი არ იხსნა. Ძალიან გადარდებს მომავალი Შვილების მარა ინ Შვილებს რას ვეუბნებით როცა იმაზე მეტს ხარჯავს უსა ვიდრე აქვს? Თან ეს უარესდება და ოპოზიცია კიდევ უფრო უარესს აპირებს?
როცა ეს ბუშტი გასკდება და ქვეყანას დედა ეტირება ვალების გამო, არცერთი მათგანი არ იქნება ეკრანზე. აი ბილ კლინტონი რომ არ იყო ეკრანზე როცა სახლების ბუშტი გასკდა და კაპიტალიზმს დაბრალდა კრიზისი.
კორონავირუსს Შეეძლო უკეთ Შეხვედროდა მარა ბიუროკრატიამ ამერიკაში Თავისი ქნა. ფდამ და სი დი სიმ უღალატა ქვეყანას. კორონავირუსი კი იმაზე უარესი კრიზისია დღეს ვიდრე უნდა ყოფილიყო რადგან Შათდაუნი 6+ კვირა გაგრძელდა. Თუმცა იმ სიკვდილიანობას რაც ამას მოჰყვება არავინ დაითვლის.
ამერიკის პრეზიდენტი ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია. რასაც მიჰქარავას იმაზე ასხით. რადიკალ მემარცხენე ნახევრას ტერორისტებს რომ კისერს არ უდრეკს და ბოდიშებს არ უხდის, მითუმეტეს ტყუილი ნარატივის გამო, ეგ მაგის პრობლემა არაა.
არა ბიჭო ამერიკა რასისტია დღეს და რადიკალური ცვლილებებია საჭირო Თურმე.
ყველა ვინც Თქვენს რადიკალურ მემარცხენე ნარატივს არ მისდევს ქვეყანას არ ხლეჩს. Თქვენ გადმოდით აბა აქეთ ცოტათი. ყოველ 10 წელში რაიმე ულტრა ლეფთ ვინგობა უნდა მოიგონოთ Თორემ ქვეყანას ყოფენ.
კარგით რა.
ორი სერიოზული პრობლემაა, რომელსახ ტექნიკურად არიდებ Თავს და არ სცემ პასუხს.
1- რა ქნას ამერიკამ როცა ქვეყნები Ღალატობენ. Ღალატობს ევროპა Ჩინეთთან, რუსეთთან, ნატოსთან მიმართებაში? როდემდე უდრიკოს კისერი?
იზოლაციონიზმი არაა Თქვენ Თქვენ პრობლემებს მიხედეთ. ეგაა ის რომ ერთ დღეს უნდა დასრულდეს ამერიკელი გადამხდელის ხარჯზე ევროპის უტრაკო ტრაკების დაცვა, ყველამ Თავისი წვლილი გაიღოს და დახმარება Თუა საჭირო დამატებით მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
ის არა, ამერიკა მილიარდებს ყრიდეს Ერთი ქვეყნის დაცვაში ვოვას წინააღმდეგ და ეს ქვეყანა ვოვას ###ზე დაჯდომაზე ოცნებობდეს.
გააკეთე კომენტარი ევროპის ქმედებაზე ვოვასთან, Ჩინეთთან და ნატოსთან მიმართებაში, ამათი ბრალი არაა რომ დღეს ამერიკა ემდურის მეგობრობაში?
2- კლიმატი როგორც ყველაფერი იმსახურებს კამათს და სკეპტიციზმს. ბევრი ლინკი და მაგალითია წინა პოსტებში Ჩემსაში როგორ არ გამართლდა დუმსდეი პროგნოზები, როგორ არ იქცევიან ისე როგორც სხვა უნდა მოიქცეს კლიმატის მამები.
ამიხსენი რატომ არ გამართლა ის პროგნოზები? რატომ უნდა დაგიჯეროთ იმ ხალხს ვინც სულ ცდებით? რა პირველია Თუ ბოლო ეს Თქვენი პროგნოზები რომ Რესურსი Თავდება, გლობალური დათბობაა და ა.Შ.
ფეარმონგერინგით გინდათ სხვისი ფული, ქონება და Თავისუფლება.
ნურას უკაცრავად.
ასე რომ, ამიხსენი ჯერ სათითაოდ წინა გამაზული პროგნოზი, რატომ არ ასრულდა და მერე ვილაპარაკოთ მაღალფარდოვანი სიტყვებით მე რა უნდა ვქნა რომ შენ ნახევარი დედამიწის იქეთ კარგად იგრძნო Თავი.
ევროპელი ლიდერები რას მიკეთებენ ამ დროს ამერიკის გარდა რომ ინდოეთს, Ჩინეთს არ აკრიტიკებენ? მაგაზე რას ვშვრებით? მაკრონმა და მერკელმა რაო?
კი, კონკრეტული ნივთის მოხმარების აკრძალვა აბსტრაქტული რელიგიური მიზნების გამო არის ტოტალიტარისტული ქმედება. არავის საქმე არაა მე ᲚაბროჯინიᲗ ვივლი, მერსედესᲘთ Თუ ლადათი.
მითუმეტეს საწვავზე მომუშავე მანქანები წლიდან წლამდე უკეთესი ხდება.
არაა Შორს როცა ლევაკი ინტელექტუალები განაცხადებენ რომ ბევრი ადამიანია დედამიწაზე. აგერ კორტესი უკვე აწვება მაგას. ეგ კორტესი ბერნი სანდერსის მარჯვენა ხელია, იმ კაცის Შენ რომ ამერიკა გინდა Ჩააბარო. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ლიდერ პოზიციაზე იქნება.
მეცნიერები ჰქვიათ მაგათაც კი, ოღონდ ფულზე და Ძალაუფლებაზე გაყიდულები არიან.
როგორც მაიკლ მური და ალ გორი. სოციალისტი მილიონერი და კლიმატზე მრუნველი ალ გორი, ფრაივერთ ჯეტი და 20-ჯერ მეტი ენერგიის მოხმარება.
პს
ამერიკოფობი ხარ ფილი კი არა.
ამერიკის არც კოსნტიტუცია იცი, არც იდეა და არც ბოდიში და ისტორია.
არ არსებობს ამერიკოფილი იყო ადამიანი და სოციალისტს უჭერდე მხარს, ურთიერთგამომრიცხავი პრინციპებია ტოტალიტარიზმი და ამერიკანიზმი.
Შენ ისევე როგორც ბერნის, არ გევასება და Შეიძლება გეზიზღება კიდეც ამერიკის იდეა.
გინდა ევროპული Ჩმორი ბიუროკრატიული ნაგვის ტომარა იყოს ოკეანის იქეთ, მარა მაიკლ მური, სპაიკ ლი, სნნ, სანდერსი, ნიუ იორკერები ბედნიერები იქნებიან და Შენც ამოისუნთქებდი.
ამერიკის იდეა და ნებისმიერი რამ რასაც Შენ ქადაგებ არის ურთიერთგამომრიცხავი. ამერიკის იდეა არის რომ მთავრობა ნაგავია და არა ის რომ მთავრობა მწყემსია.
This post has been edited by
პეტრუჩი
on 11 Jul 2020, 18:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Deutschland..
Mia San Mia
ჯგუფი: Members
Deutschland..
Mia San Mia
ჯგუფი: Members
წერილები: 39853
წევრი No.: 238577
რეგისტრ.: 3-December 17
#56536457
· 11 Jul 2020, 18:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
მაშინ რად ვხსნით საერთოდ ქართულ ფორუმზე ამერიკის არჩევნზებზე თემას, თუ აზრის გამოთქმის უფლებაც არა გვაქვს?
განხილვა და აზრის დაფიქსირება ყველაფერზე შეიძლება, უბრალოდ არა ამერიკაში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც მაგ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, ადგეს და აკრიტიკოს ის სისტემა, ის არჩევანი რომელსაც ამ ქვეყნის მოსახლეობა აკეთებს, ის პრინციპები რაზეც ის დგას და თოვდეს რაღაცის წინამძროლობას ლიდერობას ცოტა მეუცნაურება.
ხო და კიდევ ერთი საკითხი, ამერიკა ევროპისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ფენომენია და სულ სხვა კულტურული სამყაროა და ამერიკა ევროპა ვერასოდეს გახდება.
This post has been edited by
Deutschland..
on 11 Jul 2020, 18:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++
ჯგუფი: Moderators
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34170
წევრი No.: 22418
რეგისტრ.: 13-August 06
#56536487
· 11 Jul 2020, 18:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
ფაშიზმია რასაც წერ, კომუნიზმი არაა ეგ
ესეიგი შენ არ უნდა შეგეზღუდოს აზრი და სხვას კი? თუ ის არ ემთხვევა შენსას ან აგრესიულია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16523
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#56537067
· 11 Jul 2020, 20:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
IOSKAMAN
QUOTE
ფაშიზმია რასაც წერ, კომუნიზმი არაა ეგ
როგორაა ფაშიზმი?
ფაშიზმის ფუნდამენტალური იდეაა რასობრივ იდენტობაზე დაფუძნებული მკაცრად ექსკლუზიური საზოგადოება, როდესაც მე პირიქით, რასობრივ, გენდერულ, სექსუალურ, რელიგიურ და სოციალურ ინკლუზიურობას ვემხრობი ორივე ხელით.
აზრს არავის ვუზღუდავ, მაგრამ მეცნიერულ საკითხზე არა-ინიცირებულის მიერ რაღაცის მტკიცება აზრი არაა. ეს არის ყალბი ინფორმაცია რომელსაც აქვს ნეგატიური შედეგები. როგორც დავწერე, კლიმატის ცვლილება რა არის პოლიტიკური საკითხი, ეგ არის რეალური ატომოსფერული პროცესი.
მარტივი ანალოგია. ობიექტური (მეცნიერული) ჭეშმარიტებაა, რომ თუ ადამიანს დასვა სკამზე და 2000 ვოლტ ელექტრო ენრეგიას შეუყვან სხეულში, ის მოკვდება. ამაზე არ შეიძლება ორი აზრი გქონდეს. არ შეიძლება რომ თქვა - 2000 ვოლტს თუ შეუყვან ადამიანს სხეულში, ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებასო. ამ ფაქტის უარყოფას თუ ნეგატიური შედეგი აქვს საზოგადოებისთვის - მაგალითად ხალხი დაგიჯერებს და დიდი ძაბვის კაბელებს დამცავი ხელთათმნის გარეშე მოკიდებს ხელს - დადგება შენი პასუხისმგებლობის საკითხი. რადგან, ვიმეორებ, ეგ არის მეცნიერული ფაქტი და არ გაქვს ამაზე აზრის ქონის უფლება, რადგან შენი აზრი რეალობას ფეხებზე კიდია.
მაგრამ არის მეორე, ეთიკური, კითხვა. რამდენად მიზანშეწონილია რომ ადამიანი დავსვათ სკამზე და შევუყვანოთ 2000 ვოლტი ენერგია? აი აქ უკვე გაქვს აზრის ქონის უფლება. შეგიძლია ამტკიცო რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს მიზანშეწონილია, შეგიძლია ამტკიცო რომ ეს არაჰუმანური და ამორალურია, თუნდაც ის ადამიანი უკანასკნელი დამნაშავე იყოს. ეს არის პოლიტიკური საკითხი, ვალუ ჯაჯმენტი. არაა აქ ერთმნიშვნელოვანი და ობიექტური პასუხი. განსხვავებულ პოლიტიკურ აზრს არავის არ ვუკრძალავ - თუ რათქმაუნდა ეს არ გადადის სიძულვილის პროპაგანდაში.
კლიმატის ცვლილების უარყოფა არის პირველი კატეგორიის საკითხი.
მოკლევადიანი ეკონომიკური კეთილდღეობა ჯობია თუ რესურურსების კლიმატის დაცვაში ჩადება გრძელვადიანი სტაბილურობისთვის, არის მეორე კატეგორიის საკითხი. ეს არის ეთიკური დილემა, რის წინაშეც ვდგავართ.
მაგრამ პრობლემა ისაა რომ რადიკალი კონსერვატორები მეცნიერულ ფაქტს არ აღიარებენ, ამიტომ ეთიკური დილემის არსებობას საწყისშივე გამორიცხავენ. ეგ კიდევ რეალური პრობლემის დანაშაულებრივი იგნორია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++
ჯგუფი: Moderators
IOSKAMAN
Super Crazy Megrel ++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34170
წევრი No.: 22418
რეგისტრ.: 13-August 06
#56537088
· 11 Jul 2020, 20:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
ფაშიზმის ფუნდამენტალური იდეაა რასობრივ იდენტობაზე დაფუძნებული მკაცრად ექსკლუზიური საზოგადოება,
ნაციზმი არ იყო ეგ?
QUOTE
როდესაც მე პირიქით, რასობრივ, გენდერულ, სექსუალურ, რელიგიურ და სოციალურ ინკლუზიურობას ვემხრობი ორივე ხელით.
და აძალებ სხვასაც, რომ მისაღები იყოს.
აი ეგაა ფაშიზმი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 23050
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09
#56537154
· 11 Jul 2020, 20:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
მაგრამ პრობლემა ისაა რომ რადიკალი კონსერვატორები მეცნიერულ ფაქტს არ აღიარებენ, ამიტომ ეთიკური დილემის არსებობას საწყისშივე გამორიცხავენ. ეგ კიდევ რეალური პრობლემის დანაშაულებრივი იგნორია.
კითხვებს ნუ არიდებ თავს
ამიხსენი კლიმატის დუმსდეი პროგნოზები რატომ გაცუდდა კუილივით და ევროპის ქვეყნები რატომ ღალატობენ ამერიკას. რატომ ერჩი მარტო დღევანდელ ამერიკას და არაფერს ამბობ ინდოეთზე, ჩინეთზე?
მეცნიერებას არ აღიარებს რადიკალი კონსერვატორი მარა შენნაირი განათლებული პროგრესული ლიბერალი: აღიარებს რომ აბესალომი გახდება ეთერი, სოციალიზმი კარგია და პროგრესია საზოგადოებაში.
მატერიალისტურ აშკარა ფუნდამენტურ რეალობაზე უარს ამბობ და შენს რელიგიას ვინც არ მისდევს იმას ეძახი ანტი მეცნიერს
კიდევ ერთხელ, გლობალური დათბობის და რესურსების მამების გაცუებული პროგნოზები გამიპრავე თუ შეიძლება, ლინკები წინა პოსტებშია.
მარა ვერ გააპრავებ, ისევ გადმომძახებ პოდიუმიდან რომ მეცნიერება კონსესუსამდე მივიდა და მე უნდა გავხდე ცხვარი, მწყემსებმა ასე თქვეს და მივდსიო მათ. ეგრეა ეს საკითხი
QUOTE
ფაშიზმის ფუნდამენტალური იდეაა რასობრივ იდენტობაზე დაფუძნებული
ეს იყო ნაციონალური სოციალიზმი, ანუ ნაციზმი. ეს იყო ჰიტლერის იდეა და არა ფაშიზმის იდეა რომელიც ჰიტლერამდე ადრე გაჩნდა.
რასაც შენ აკეთებ რომ სხვა აძალებ მონაწიელობა მიიღოს შენს პროექტებში, შენს იდეებში, შენს დაკრულზე იცეკვოს მოკლედ და კონკრეტულად ზუსტადაც რომ ფაშისტური ტოტალიტარიზმია
This post has been edited by
პეტრუჩი
on 11 Jul 2020, 20:45
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საერთაშორისო პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(99)
« პირველი
...
85
86
[87]
88
89
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0680 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.