lasha1997დავაბრუნებინებ იმ ფულს ვინც არასწორად აიღოო, მაგალითად ჰარვარდს და დიდ კომპანიებსო
როგორ აპირებს ეგ არ უთქვამს
არც ის იგულისხმა რომ ვალებს დააბრუნებინებდა
ეგ ფული რაც კრედიტებად არის გაცემული ჩათვალე ნაჩუქარია, კომპანიები ლობირებას მოახერხებენ და ვალებს ჩამოიწერენ, აგერ მე და აგერ შენ
Amotorsმაშინ რა სხვაობაა თუ ტრამპი პასტა ფურცლით ჭრის ემიგრაციის პრობლემას მის მიდგომას და ობამას მიდგომას შორის როცა დაკას მოაწერა ხელი?
ფაქტია პრეზიდენტები გვერდს უვლიან კონგრესს და ბრძანებით ცდილობენ კანონის შეცვლას
ეხლა რაც შეეხება ემიგრაციას.
გრინ კარტიანების ემიგრაცია არის ამერიკის ქაოსი. იმიტომ რომ დაახლოებით მილიონი გრინ კარტიდან 140.000 მოდის "დამსახურების" მიხედვით, 65% არის ჯაჭვური მიგრაცია ოჯახის წევრებით და ნათესავებით (არა მხოლოდ მეუღლე და შვილები არამედ ფართო ნათესაობაზეა აქ ლაპარაკი), სადღაც 7% არის ლტოლვილებზე, 5% არის ლატარია (რომელიც ტოტალური მარაზმია ჩემი აზრით) და დანარჩენი არის "სხვა".
დღეს განაცხადა რომ გრინ კარტების გაჩერებას აპირებს მხოლოდ, ოღონდ დეტალებს ხვალ გეტყვითო.
დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ჯერ ამის უფლება არ აქვს მიუხედავად იმისა რომ მე მინდა ავსტრალიის, კანადის და ევროპის მოდელზე გადავიდეს ამერიკა სადაც 65% ხდება გაცემა დამსახურების მიხედვით და არა პირიქით.
მარა მაშინ რა გამოდის? ობამა დაკას დაწერთ პასტა ფურცლით, ტრამპი გრინ კარტის კანონს, ბერნი მედიქეარ ფორ ოლს და ა.შ.
ეს გენაცვალე არაა ამერიკის პოლიტ წყობა.
როგორც დაკას არ უწერია დიდი დღე და როგორც კი სუფრიმ ქორთში ავა გააუქმებენ, ეგრევე არ უწერია ამ ტრამპის ბრძანებს დიდი დღე და სუფრიმ ქორთამდე გააუქმებს რომელიმე მოსამართლე. (მართალიც იქნება !)
დავამატებ კითხვას. აი იმ 140.000 კაცმა რა დააშავა ვისაც დამსახურების მიხედვით აქვს შეტანილი? რამდენი ჩემი მეგობარი ექიმი ელოდება იცი ეხლა მწვანეს და საბუთები აქვთ პროცესის რეჟიმში? აი ამ ხალხმა რა დააშავა? მაგ ტვიტის მერე ხალხს თმა გაუჭაღარავდა, ეგრე არაა !
თუ დამსახურების მიხედვით დატოვებს მწვანე ბარათების გაცემას და სხვა რამეს შეუტევს, მისი ბრძანების შინაარსს ექნება რაღაც გამართლება. მარა იმ გზას რითიც აკეთებს არ აქვს არანაირი გამართლება, ეს არის კანონი, კანონი არის კონგრესის მოვალეობა. ობამას თუ ვაგინებდი როცა ამბობდა კონგრესს ვერ დავუცდიო იგივე ნაირად არის საგინებელი ესეც

პს
ბრაიტბარტის მკითხველს ისევე ვერ გექნება ნორმალური ინფორმაცია როგორც სნნ-ს მკითხველს არ აქვს
This post has been edited by პეტრუჩი on 22 Apr 2020, 03:20