სირიაში ახლა ისეთი ქაოსია, რომ მსგავსი რაოდენობის მსხვერპლი იდლიბი-ალეპოს ზონაში 2020 წ.თებერვალში არ ყოფილა. თუ მაშინ დღეში საშუალოდ 150 ადამიანი იღუპებოდა, მხოლოდ გუშინ 240 მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. სოჰრ-ი ზოგ მათგანს აღწერს:
Seven civilians were killed in Lattakia after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
24 civilians were killed in Al-Shair Village in Lattakia, after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
38 civilians were killed in Al-Mukhtariya Village in Lattakia, after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
Seven civilians were killed in Al-Hafa Village in Lattakia, after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
Two young men were killed in Tartous after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
Al-Sheikh Shaaban Mansour and his son were killed in Salhab in Hama after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
22 civilians were killed in Qarfis Village in after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
34 members of the General Security and the Ministry of Defence were killed in attacks by armed groups in Jabaleh in Lattakia.
42 members of armed groups were killed in clashes with the General Security Administration in Jabaleh in Lattakia.
60 people were killed including ten women and five children in Baniyas City, after they were shot dead by members of the Ministry of Defence and the Internal Security Forces.
მოვლენები ვითარდება ლიბიის და ერაყის სცენარით, სადაც ყველაზე მასშტაბური სისხლისღვრა მუამარის და სადამის დამხობის შემდეგ დაიწყო. საეჭვოა, რომ აქ ასადის ლოალისტები თამაშობდნენ საკვანძო როლს. ისინი ისე მიმოიფანტნენ, რომ არც გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართავთ დეკემბერში და არც ლატაკიის პროვინციაში ჰთშ-ს შენაერთების შესვლისთვის შეუშლიათ ხელი. ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ზოგი გაიქცა, ნაწილი ციხეშია, ზოგი მიწაში ჩააწვინეს, დარჩენილებმა კი მოტივაცია დაკარგეს, რადგან ასადთა დინასტია უკვე ისტორიის ნაწილია. სხვა საქმეა, როგორი დამოკიდებულება აქვს ალავიტების მიმართ დამასკოში მისულ დაჯგუფებას - ეგზეკუციებმა და ხოცვა-ჟლეტამ სისტემატიური ხასიათი მიიღო, რაც უკვე შეიარაღებულ წინააღმდეგობაში გადაიზარდა. ისრაელის გამოცემა
ynet-ის წყაროც ადასტურებს, რომ მომხდარი უკავშირდება არა ასადს, არამედ ჰთშ-ს ტერორს.
ალ-შარაას ქმედებები ისრაელმაც კი დაგმო, რომელიც როგორც წესი არ მალავს ხოლმე თავის კმაყოფილებას სამეზობლოში მიმდინარე შინაომების გამო. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა მისი ჯიჰადისტური ბიოგრაფია გაიხსენა: "al-Julani took off his galabiya, put on a suit, and presented a moderate facade. Now, he has removed the mask, revealing his true face: a jihadist terrorist from the Al-Qaeda school, committing atrocities against the Alawite civilian population."
საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან სამი თვის მანძილზე "ჰაიათმა" ვერ გადადგა ნაბიჯები ქურთებთან დაახლოების საქმეში,
ვერ მიაღწია რაიმე წარმატებას პროთურქული "ნაციონალური არმიის" დაშლის და მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მიმართულებით,
ვერ შესძლო სამხრეთთან ურთიერთობების დალაგება, პირიქით, ზოგან გაუცხოებულმა დრუზებმა ისრაელის დროშა აღმართეს,
ისე იქცევა, თითქოს ისრაელის ჯარის მხრიდან სირიის მიწების მცოცავი დაპყრობა სინამდვილეში სადღაც სხვა კონტინენტზე ხდება,
ალავიტებთან ურთიერთობა სისხლიანი ვენდეტის დონეზე დაიყვანა იმდენად, რომ ამ რელიგიური სექტის სასულიერო პირთა საბჭომ გაეროს მიმართა დაცვის თხოვნით.
როგორც ჩანს, ეს ის მაგალითია, როცა ცალკე აღებული შეიარაღებული დაჯგუფების წარმატებული ლიდერობა სულაც არ ნიშნავს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის შესაფერისი უნარ-კომპეტენციის ქონას.