დღეს კოალიციის ძალებმა დატოვეს ნინევიას სამხედრო ბაზა, გუშინ - ქირქუქის ზონაში მდებარე კ-1 ბაზა. ორივე ერაყის არმიამ გადაიბარა.
კ-1 ის სამხედრო ობიექტი იყო, რომლის დაბომბას 26 დეკემბერს ერთი კონტრაქტორი ემსხვერპლა, რასაც "ქათაიბ ჰეზბოლას" წინააღმდეგ დარტყმები და შემდგომი ესკალაცია მოჰყვა აშშ-ირანს შორის.
მცირე ხნის წინ ამერიკელებმა დაცალეს კიდევ ორი ბაზა, სირიის საზღვართან მდებარე ალ-ყაიმი და ჩრდილოეთში განლაგებული ყაიარა. ასევე მალე მოსალოდნელია მათი წასვლა ჰაბანიას და მოსულის ბაზებიდან.
იანვრის მოვლენების დროს ერაყის ხელისუფლების მიერ წაყენებული მოთხოვნა ამერიკელთა ხუთიათასკაციანი სამხედრო კონტიგენტის ევაკუაციის შესახებ თანდათან სრულდება, თუმცა კოალიცის სარდლობა გასვლის ოფიციალურ მიზეზად ეპიდემიას ასახელებს.