ჩინეთი და რუსეთი - საერთო ინტერესები საერთაშორისო პოლიტიკაშიექსპერტის აზრი, 2018
https://www.gfsis.org/files/library/opinion...opinion-geo.pdfგიორგი ბილანიშვილი
***
ტრამპი პუტინს: არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში
https://imedinews.ge/ge/msoflio/110107/tram...is-archevnebshi28 ივნისი 2019, 09:54
იაპონიის ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ Politico წერს.
"საინტერესო დისკუსია გვაქვს. მრავალი თემა არსებობს, რომელსაც განვიხილავთ, მათ შორის ვაჭრობა, განიარაღება, პროტექციონიზმი და სხვა საკითხები. ვფიქრობ, შეხვედრის შედეგები კარგი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.
მანვე მედიასთან იხუმრა და თქვა, რომ კრემლის ლიდერს აშშ-ის არჩევნებზე დაელაპარაკა. "არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში", - ასე გაეხუმრა ტრამპი პუტინს.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა.
იაპონიის ქალაქი ოსაკა G20-ის სამიტს მასპინძლობს. G20-ის სამიტი ყოველწლიურად გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ქალაქში იმართება. სახელმწიფოთა ლიდერები საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობენ.
სამიტი ოსაკაში 28-29 ივნისს გაიმართება.
***
ტრამპის და პუტინის შეხვედრა
https://www.youtube.com/watch?v=wD39Cglau2Eტრამპი და პუტინი ამერიკის წინააღმდეგ.ტრამპი პუტინის მხარეს. ეს დონალდ ტრამპის კრიტიკოსი ამერიკული მედიის დღევანდელი სათაურებია. არა ერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის ინტერესები ჰელსინკის სამიტზე სათანადოდ ვერ დაიცვა. სამიტის შედეგებს მკვეთრად უარყოფითად აფასებენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის რესპუბლიკელები.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპს უუნარო უწოდა.
***
„ხუთეულის“ შეხვედრა: ტრამპმა პუტინის იდეა მოიწონა
https://sputnik-georgia.com/world/20200316/...ea-moiwona.htmlპუტინის ინიციატივას მანამდე მხარი დაუჭირეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრ ქვეყნებში – საფრანგეთში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინის იდეას, ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი „ხუთეულის“ შეხვედრა, განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა.
Read more:
https://sputnik-georgia.com/world/20200316/...ea-moiwona.htmlმიმდინარე წლის იანვარში ვლადიმირ პუტინმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მეხუთე მსოფლიო ფორუმზე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და აშშ) შეხვედრის წინადადება წამოაყენა. ამასთან მან განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამის შეტყობინებებს უახლოეს მომავალში დაუგზავნიდა „ხუთეულის“ ლიდერებს. პუტინის ინიციატივას მანამდე მხარი დაუჭირეს საფრანგეთში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში.
„პრეზიდენტი ტრამპი მიესალმება პრეზიდენტ პუტინის იდეას – მოიწვიონ „ხუთეულის“ სამიტი და, ამასთან, მის ჩატარებას აშშ-ის ტერიტორიაზე სთავაზობს... თუმცა სამიტის ჩატარების არც ადგილი და არც დრო ჯერჯერობით ბოლომდე არ არის შეთანხმებული. ამასთან, მხარეებს შეხვედრის დღის წესრიგზე მსჯელობაც მოუწევთ, რაც მნიშვნელოვანი საკითხია“, — განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, ვაშინგტონის პოზიციის თანახმად, ბირთვული სახელმწიფოების „ხუთეულის“ ფორმატი ქმნის შესაძლებლობას, რომ შეხვედრაზე განხილული იყოს შეიარაღებაზე კონტროლის თემაც.
ჯონ სალივანს მიაჩნია, რომ ამ თემატიკის განხილვა შესაბამისობაში იქნებოდა სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებების არსთან, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში.
This post has been edited by Катеньки on 28 Dec 2020, 22:37
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.