Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
->
საერთაშორისო პოლიტიკა
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(99)
« პირველი
...
94
95
[96]
97
98
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აშშ ფეხზე დგას - გამოსვლები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Biutiful
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
Biutiful
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 46929
წევრი No.: 198903
რეგისტრ.: 2-March 15
#56400592
· 9 Jun 2020, 14:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
ალექს ჯონსს სერიოზულად არ (ვერ) მოვუსმენ. მეცინება. გარკვეული სიმპათია მაქვს და ღიმილს იწვევს
ზუსტად ასე ვარ. მაგას სერიოზულად ვინც უსმენს ჩვეულებრივი გიჟია.
პ.ს. - ტაკერის ვიდეოებს მხოლოდ მაშინ ვდებ როცა ფაქტებზე საუბრობს.
--------------------
ლაუტერო მარტინესს ყვითელი ეკუთვნოდა როცა ის სარეკლამო ბანერებს გადაახტა და ფანებთან გავარდა გოლის შემდეგ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11517
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#56400604
· 9 Jun 2020, 14:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Ar-Pharazôn)
აი ეგ ეხლა იაზვობის გარეშე ხომ შეგიძლია დაწერო? 'ბოდვები' და ეგეთებით არ გელაპარაკები მე და არ გინდა ეგეთი რიტორიკული მეთოდები, ასე ვთქვათ
ისეთი ტექსტით მომმართე გეგონება ვამართლებდე ფლოიდის მოკვლას
ვინც მაგას აპრავებს იგივე ხალხია ვინც რურუასთვის იარაღის ჩადებას აპრავებს მისი წარსულის გამო (ორივე მტერია ცივილიზაციის და თავისუფლების)
QUOTE
(Ar-Pharazôn)
ცხრა მთას იქით არსებულ საქმეებზე ვლაპარაკობთ, რომლებსაც პირდაპირი შეხება არ აქვთ ჩვენ ცხოვრებასთან , ამიტომ არაა საჭირო ამის გამო იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა
ამერიკაში რაც ხდება იმას ყველაფერთან აქვს შეხება და ყველაფერზე იქონიებს გავლენას, მათ შორის ჩვენზეც
QUOTE
(Ar-Pharazôn)
მოიცა, საშუალოსტატისტიკური რუსი პოლიციელი ვერ ანსხვავებს მუსულმანს ქართველისგან - მაგის გამო უნდა გაგებით მოვიკიდო ჩემს შესაძლო დისკრიმინაციას რუსეთის ქალაქებში? თუ რუსი რომ ბინას ჩემზე არ აქირავებს რადგან კავკასიელი ვარ, ვთქვა რომ ამ რუს ადამიანს სამართლიანი დამოკიდებულება აქვს ჩემი ერის მიმართ-თქო?
სამართლიანია არა
სხვანაირად უნდა დასვა საკითხი
თუ შენი ხალხი (იგულისხმება ის რაიმე ჯგუფი რომელთანაც თავს აიდენტიფიცირებ), იქცევა ცუდად (მაღალია კრიმინალი, მათ შორის ერთმანეთის მიმართ) პოლიციის გაუქმება არ უნდა მოითხოვო, უნდა შეცვალო ის პოლიტიკოსები რომლებიც მაგ დღეში გამყოფებენ და უნდა შეცვალო შენი კულტურა რომელიც მაგ ქცევებს ახალისებს (ამის საპირისპიროს შვებიან შავები)
QUOTE
(Ar-Pharazôn)
მე არ უნდა ვიყო პასუხისმგებელი იმის გამო და არ უნდა ვფერხდებოდე იმის გამო რომ ჩემი ფენოტიპის მქონე ადამიანებს შორის მეტი კრიმინალია.
ანალოგიურად არ შეიძლება ყველა თეთრკანიანის გინება და საკუთრების ლეწვა
რასისტებშიც უნდა გამოვლინდნენ ინდივიდები და არა ჯგუფები, ისევე როგორც კრიმინალებში
QUOTE
(Ar-Pharazôn)
მე არ ვამბობ რომ თავად არ ვარ რასისტი. სადმე რიგში რომ ვდგავარ და ჩემს უკან რომ ბოშა ან რამე სხვა მუქი ქალი იდგეს, მე ბევრად უფრო 'ნა ჩეკუ' ვიქნები რამე არ მომპაროს, მაგრამ არ მგონია რომ ეს ბოლომდე სამართლიანი შეგრძნება იყოს (თუნდაც იყოს დაფუძნებული მართებულ ალბათობაზე რომ ამ ქალმა უფრო შეიძლება ამომაცალის ჯიბიდან რამე ვიდრე ჩვეულებრივმა ქართველმა ქალმა) - რადგან ეს ქალი შესაძლოა აბსოლუტურად პატიოსანი ადამიანი იყოს
ევრისტიკული მეთოდები არის ევოლუციის შედეგი, როცა არ გაქვს საშუალება საფუძვლიანად გააანალიზო სიტუაცია და სწრაფად გაქვს სამოქმედო მაგისთვის არსებობს
ამიტომ თუ პირობითად 10 არაბიდან 9 ტერორისტია ბუნებრივია რა რეაქციაც გაგიჩნდება, არაფერ შუაში არაა მანდ რასიზმი
QUOTE
(Ar-Pharazôn)
რომელი უფრო დიდი ბოროტებაა აშშ-ში - ეგ რთული კითხვაა. გააჩნია ვის მოვიაზრებთ მარცხნივ და მარჯვნივ. woke მემარცხენეები და alt-right-ი ერთნაირი ბარბაროსული, ორუჯრედიანი და ბანდიტური აზროვნების იდეები მგონია
ერთი ნაგავია ორივე დაჯგუფება თავიანთი ქმედებებით
ოღონდ ამ შემთხვევაში მე მემარცხენეები უფრო საშიშ ძალად მიმაჩნია
კორკოტებს და მარშებს არ ჰყავთ ინტელექტუალი მხარდამჭერები, ყველამ იცის რომ დეგენერატი მოძალადეები არიან
აი მარცხნივ მყოფი რადიკალები ხშირად უნივერსიტეტებში ლექტორები არიან და + ზოგადად ძალაუფლებაც უფრო დიდი აქვთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lockhead
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Lockhead
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5786
წევრი No.: 187248
რეგისტრ.: 8-June 14
#56400646
· 9 Jun 2020, 14:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://www.youtube.com/watch?v=Hf9BTncUZqY
ამის შეეშინდათ ისევ?
* * *
https://www.youtube.com/watch?v=SUd-YqwBXgs
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 20663
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03
#56400666
· 9 Jun 2020, 14:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
QUOTE
თუ შენი ხალხი (იგულისხმება ის რაიმე ჯგუფი რომელთანაც თავს აიდენტიფიცირებ), იქცევა ცუდად (მაღალია კრიმინალი, მათ შორის ერთმანეთის მიმართ) პოლიციის გაუქმება არ უნდა მოითხოვო, უნდა შეცვალო ის პოლიტიკოსები რომლებიც მაგ დღეში გამყოფებენ და უნდა შეცვალო შენი კულტურა რომელიც მაგ ქცევებს ახალისებს (ამის საპირისპიროს შვებიან შავები)
მაგრამ აწყობს თეთრს მაგ სტატუს კვოს დარღვევა?
შექმნა რუსმა 1950-1990 წლებში ისეთი პირობები, სადაც ქართველს (ან კავკასიელს) მასიურად ქონდა იმის სტიმული რომ მეტი ესწავლა, აემაღლებინა კომუნალური კულტურა და ა.შ. როგორც მაგალითად პრიბალტიკელები არიან? არა - დოტაციებით გვაცხოვრებდა, მეტს ვჭამდით, ვიდრე ვაწარმოებდით, როგორც ეხლა ჩეჩნეთს ქრთამავს.
ვიცი, რომ ეს რუსეთის მოვალეობა არ არის, მაგრამ რეალურად ეგ გადაწყვეტდა ამ პრობლემას იმ გადმოსახედიდანაც (რუსების) და ჩვენიდანაც. როდესაც დოტაცია მოდის, არაა იმხელა სტიმული რომ შეიცვალო
რუსეთი, როგორც სახელმწიფო და ტიტულარული ერი რუსეთისა, არაფერს აკეთებს რომ 'პარაზიტი კავკასიელების' განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას. იგივე ხდება აშშ-ში. და კი ბატონო - დემოკრატები ალბათ უფრო დამნაშავეები არიან. ისინი ლაპარაკობენ რეპარაციებზე, პოლიციის დაფინანსების შემცირება/გაუქმებაზე და არა განათლების ამაღლებაზე შავ უბნებში და ქომიუნითიებში, და ამით რეალურად პოპულიზმის ტალღას იყენებენ, ვიდრე რეალური ცვლილებისთვის აკეთებენ რამეს
QUOTE
ანალოგიურად არ შეიძლება ყველა თეთრკანიანის გინება და საკუთრების ლეწვა
რასისტებშიც უნდა გამოვლინდნენ ინდივიდები და არა ჯგუფები, ისევე როგორც კრიმინალებში
რა თქმა უნდა,
თუმცა, მაგალითისთვის, იმ სერბს შეიძლება არაფერი დაუშავებია, მაგრამ მისი ცოლი რომ ასე ზიზღით ლაპარაკობს სხვა რასებზე, მე ავტომატურად (ლოგიკური არაა ეს შეგრძნება, ვაღიარებ და არც სამართლიანი) მგონია რომ ოჯახში აქვთ ასეთი დამოკიდებულება. თავად ის ფაქტი რომ სერბები არიან (რუსეთუმეობით და რასისტობით ცნობილი ერი) არიან - არ ხდის ფაქტს უფრო დადებითს ჩემს თვალში (ესეც ერთგვარი რასიზმია, რა თქმა უნდა)
მარადიორობას და ვანდალიზმს ნორმალური ადამიანი არ შეხედავს ღიმილით და სიხარულით, ან რამე მხარდაჭერით. თუმცა იმ მონათვაჭრების ძეგლები (თუნდაც კონფედერატი გენერლების) გადასაგდებია, ჩემი აზრით
QUOTE
კორკოტებს და მარშებს არ ჰყავთ ინტელექტუალი მხარდამჭერები, ყველამ იცის რომ დეგენერატი მოძალადეები არიან
მაგაშია საქმე, იცის რო?
დემოკრატია ორლესული ხმალია. ნაციონალ-სოციალისტებმა რომ დემოკრატიულად ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება (და გააუქმეს დემოკრატია), ისე შეიძლება მოხდეს ყველგან, სწორედ დემოკრატიის მეშვეობით. პოპულიზმი ოხერია და ხალხის უმეტესობა (რომელსაც შეუძლია ინტელექტუალი იყოს, მაგრამ უმეტესწილად ეზარება არასაყოფაცხოვრებო საკითხების სრულფასოვანი გაანალიზება) შეიძლება ისე აყვეს ამ პოპულიზმს რომ კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა
QUOTE
აი მარცხნივ მყოფი რადიკალები ხშირად უნივერსიტეტებში ლექტორები არიან და + ზოგადად ძალაუფლებაც უფრო დიდი აქვთ
დროებითი მგონია ეგ ამბავი
სიყალბეები ადრე თუ გვიან ტყდება და ირღვევა. ის ორმაგი სტანდარტები, ტაბუდადებული საგნები, რომლებზეც აკადემიაში არ საუბობენ და ა.შ. ამოხეთქვას ადრე თუ გვიან და შეიცვლება ეგ.
თუმცა კიბოა ნამდვილად
This post has been edited by
Ar-Pharazôn
on 9 Jun 2020, 14:41
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gochino80
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
gochino80
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 26591
წევრი No.: 65291
რეგისტრ.: 22-June 08
#56400717
· 9 Jun 2020, 14:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://twitter.com/hashtag/BlackLivesMattters?src=hash
ახალი ვიდეოა ფლოიდის დაჭერის, ფეხზე ძლ8ვს დგასცდახა5აფრად არ ჯდება პოლიციის მანქანაში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
პეტრუჩი
JP !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 23050
წევრი No.: 101080
რეგისტრ.: 28-September 09
#56400813
· 9 Jun 2020, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
კითხვები მაქვს, პერ კაპიტას ასე ხშირად რატომ ხმარობ მიუხედავად იმისა რომ ბევრმა აგიხსენით რამდებად არასწორია ეგ მსჯელობა
1-არ ეთანხმები იმ ახსნას? მაგალითად იმას რომ როცა არაპროპორციულად მეტ დანაშაულს Ჩადიზარ პერ კაპიტა, მეტადაც მოგხვდება. მთლიან მოსახლეობაზე კი არ უნდა დაითვალო პერ კაპიტა პოლიციის ურთიერთობა როგორც Შენ აკეთებ, არამედ პერ კრიმინალ.
2-სხვა არგუმენტი უბრალოდ არ გაქვს რომ რასიზმი დააბრალო პოლიციას?
3-ვინც სერიოზულად გეკამათება ვის დაუწერია ოდესმე რომ რომელიმე განეიტრალებული კრიმინალის მოკვლა გამართლებადია?
4- პოლიცია Თეთრებსაც კლავს. გუგლის და ვაშ პოსტის დახმარების გარეშე can you please name me one?
ალტ რაითს და ვოუქ ლეფთს რომ ახსენებ ერთ წინადადებაში ორი რამ უნდა გაითვალისწინო.
ალტ რაითს ტელევიზიაში არცერთი პოლიტიკოსი არ აპრავებს და არ ამბობს რომ რასიზმი სწორია, Თეთრი არიული რასა და ბლა ბლა ბლა. მათი Ძალა, გავლენა (გინდა სოციალური, გინდა პოლიტიკური, გინდა რაოდენობა ხალხის) არის უფრო ნაკლები ვიდრე რადიკალი ვოუქ ლეფთისტების.
ვოუქ ლეფთს საერთოდ დიდი ფრაქცია აქვს დემოკრატებში + მედიაში + აკადემიაში.
Შენთვის Შეიძლება ვოუქ რადიკალ ლეფთიზმი დროებითთან ასოცირდება აკადემიაში, მარა როცა ეს 60 წელია გრძელდება, Ძნელია დროებითი ეძახო.
--------------------
Dream Theater
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11517
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#56400901
· 9 Jun 2020, 15:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
მაგრამ აწყობს თეთრს მაგ სტატუს კვოს დარღვევა?
არათU აწყობს
თეთრმა დაანგრია
თეთრმა დაიწყო მონობის წინააღმდეგ ომი და თეთრებმა იომეს, თეთრებმა აირჩიეს ობამა 2ჯერ ზედიზედ
ამერიკა არის ყველაზე ნაკლებად რასისტული ქვეყანა
ერთ კონკრეტულ პარტიას არ აწყობს
QUOTE
არაფერს აკეთებს რომ 'პარაზიტი კავკასიელების' განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას. იგივე ხდება აშშ-ში. და კი ბატონო - დემოკრატები ალბათ უფრო დამნაშავეები არიან. ისინი ლაპარაკობენ რეპარაციებზე, პოლიციის დაფინანსების შემცირება/გაუქმებაზე და არა განათლების ამაღლებაზე შავ უბნებში და ქომიუნითიებში, და ამით რეალურად პოპულიზმის ტალღას იყენებენ, ვიდრე რეალური ცვლილებისთვის აკეთებენ რამეს
ის ნაწილი რომ გამოკვალოთ რომ სხვადასხვა ქვეყანა ვართ და რუსებმა დაგვიპყრეს
სხვა მხრივ ჩვენ დიდად განსხვავდებით იმ შავკანიანების კულტურისგან?
დამნაშავე ყოველთვის სხვაა, ვირჩევთ პოლიტიკოსებს რომლებიც უფრო მეტის ჭამას გვპირდებიან
გვევასება ტაშფანდური
გვახასიათებდა "ბესპრიძელი" (თან ძირითადად მდიდრებს) _ "მხარი რა პონტში გამკარი" "სიგარეტი რატო არ გაქვს" და ა.შ.
ჩვენში უნდა შევცვალოთ ეგ კულტურა ჩვენითვე
QUOTE
თუმცა იმ მონათვაჭრების ძეგლები (თუნდაც კონფედერატი გენერლების) გადასაგდებია, ჩემი აზრით
ნუ მე დიდ პრობლემად სტალინის ძეგლსაც არ ვთვლი მიუხედავად იმისა რო კომუნისტების ატანა არ მაქვს
რობერტ ლის რაც შეეხება, მანდ არაა ეგეთი მარტივი თემა
QUOTE
მაგაშია საქმე, იცის რო?
დემოკრატია ორლესული ხმალია. ნაციონალ-სოციალისტებმა რომ დემოკრატიულად ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება (და გააუქმეს დემოკრატია), ისე შეიძლება მოხდეს ყველგან, სწორედ დემოკრატიის მეშვეობით. პოპულიზმი ოხერია და ხალხის უმეტესობა (რომელსაც შეუძლია ინტელექტუალი იყოს, მაგრამ უმეტესწილად ეზარება არასაყოფაცხოვრებო საკითხების სრულფასოვანი გაანალიზება) შეიძლება ისე აყვეს ამ პოპულიზმს რომ კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა
კონტექსტი სხვადასხვაა, არცერთი სახელიანი რესპი/კონსერვატორი არ უდგას რადიკალებს გვერდში, ნაციზმი დისკრედიტირებულია ბოლო დონემდე (რაც სწორია)
აი მეორე მხარეს ჩეგევარას მაიკებით და საბჭოთა სიმბოლიკით დარბიან + უნივერსიტეტებში თეორიებს ქმნიან რო მათემატიკა რასისტულია
QUOTE
დროებითი მგონია ეგ ამბავი
ყველა ამბავი დროებითია, მთავარია დედა არ უტიროს და არ დააქციოს ქვეყანა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kanian_U
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kanian_U
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11516
წევრი No.: 118391
რეგისტრ.: 14-July 10
#56400913
· 9 Jun 2020, 15:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kanian_U @ 7 Jun 2020, 17:19 )
Reddit ის ერთ ერთი დამფუძნებელი კომპანიიდან წავიდან და მოითხოვს რომ მის ადგილას შავი დანიშნონ
https://www.google.com/amp/s/www.theverge.c...n-resigns-board
არ დამთავრდება ეს ყველაფერი კარგად
მაიკლ ბი ჯორდანი (შავი პანტერა) მოუწოდებს ჰოლივუდს მეტი შავი მსახიობი დაიქირაონ
https://www.unilad.co.uk/film-and-tv/michae...kCZdxzWiez5HgvM
FRIENDS ის შემქმნელი აღიარებს რომ თავის დროზე მრავალფეროვნებაზე (diversity) არ უფიქრია და ბოდიშს იხდის
https://vt.co/entertainment/film-tv/friends...iY8JCesgGuwgkfI
გუგლი აღარ გამოიყენებს სიტყვებს "შავი სია" და "თეთრი სია"
https://9gag.com/gag/aBmwzzz?fbclid=IwAR3kY...KrYqlalt_cCYBEo
იუთუბერი კულტურის მითვისებაში დაადანაშაულეს და ბოდიში მოახდევინეს მხოლოდ იმიტომ რომ დრედებით პოზირებდა
https://www.unilad.co.uk/life/youtuber-apol...f_enni0y0anXzLU
მინეაპოლისის პოლიციის დაფინანსების შემცირებას მხარი დაუჭირეს
https://coffeeordie.com/defunding-police/?f...AMdOxKu4tvxJB0o
QUOTE
Their goal is to disband the MPD through the budget process and replace them with community watch groups.
საბოლოო მიზანი კი დეპარტამენტის დაშლა და საზოგადოებრივი სამეთვალყურეო ჯგუფების(?) შემოღებაა.
თან ეს ყველაფერი ვოლზე შემხვდა, არც მიძებნია
საგიჟეთია მოკლედ
This post has been edited by
kanian_U
on 9 Jun 2020, 15:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 20663
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03
#56400956
· 9 Jun 2020, 15:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პეტრუჩი
QUOTE
არ ეთანხმები იმ ახსნას? მაგალითად იმას რომ როცა არაპროპორციულად მეტ დანაშაულს Ჩადიზარ პერ კაპიტა, მეტადაც მოგხვდება. მთლიან მოსახლეობაზე კი არ უნდა დაითვალო პერ კაპიტა პოლიციის ურთიერთობა როგორც Შენ აკეთებ, არამედ პერ კრიმინალ
ჰოდა ეგ მსჯელობა სწორედაც მიზეზ-შედეგობრივად მცდარი მგონია, საბოლოო ჯამში. რატოა მეტი პერ კრიმინალ? შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ დღევნადელი მდიდარი (და განათლებული, და პრივილეგირებული) ამერიკელების სრული უმრავლეობას (მათ შორის ბარაკ ჰუსეინ ობამას) 400 წლის წინ 'მეიფლაუერზე' და სხვა გემებზე გადმოსახლებული პირველი კოლონისტების, ძირითადად ანგლო-საქსური სისხლი აქვს?
აფრო-ამერიკელების გათანაბრების პირველი რეალური მცდელობა რეკონსტრუქციის ეპოქაში მოხდა - სამოქალაქო ომის შემდეგ, მაგრამ რატომ ჩავარდა რეკონსტრუქცია , ამაზე კონკრეტულად ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია: ნაწილობრივ, კი ბატონო, მონადყოფილი და თავისუფლებაში დაბადებული, თუმცა დაბალი კვალიფიკაციის ჩრდილოელი შავების გამო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედაც ის რასისტული რეაქცია რაც შავების უეცარ გათანაბრებას მოყვა ამ პერიოდში. ბოლოს, სადღაც 1880 წლისთვის დაასკვნენს რომ შავ ადამიანს არ აქვს უნარი რომ გააკეთოს თეთრი კაცის საქმე და 1960-მდე გაგრძელდა მერე რაც გაგრძელდა.
ქართველი კანონიერი ქურდების პარალელი რომ მოვიყვანე - შენი აზრი მაინტერესებს მაგაზე. რახან ქართველი რუსს გონია ქურდი და ავაზაკი, ანუ პერ კრიმინალ მსჯელობს და შესაბამისად პერ კაპიტა მეტ ქართელს და კავკასიელს ჩხრიკავს, ან უფრო უხეშად ექევა, ამის გამო მე უნდა დავიჩაგრო სამართალდამცავი ორგანოების (და ჩვეულებრივი ხალხის) მიერ რუსეთში? სამართლიანია მათი დამოკიდებულება?
QWertWQ
-მ თქვა რომ სხვანაირად უნდა დასვა საკითხი და უნდა ეცადო რომ შენი ერის შიდა პრობლემაზე იმუშაო რომ ასეთი განზოგადების საბაბი არ მიეცეთო, მაგრამ რა იცის იმ პოლიციელმა, მე პროფესორი ვარ, ჩემი ერის შინაგან კულტურაზე მშრომელი თუ მართლა ავაზაკი, როდესაც მაჩოქებს , ან კლუბში არ მიშვებს იმიტომ რომ კავკასიელი ვარ? ჩემი გაჩხრეკვის უფლება აქვს, მაგრამ მარტო იმიტომ რომ მჩხრიკავს რომ კავკასიელი (ან შავი) ვარ - აბსოლუტურად უსამართლოა.
ტერორისტების მაგალითიც არაა მართებული. თვითმფრინავში რომ ავდივარ, იქ თეთრსაც, შავსაც და არაბსაც ყველას ახდევინებენ ფეხზე და ჩხრიკავენ. როდესაც დაზვერვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აკვირდება და უთვალთვალებს, იქ არ არჩევენ იმას ვინ ჩეჩენია, აჭარელი თუ საერთოდ არამუსულმანი, აქვთ თავისი სამხილები, ინფორმაცია და მოსმენას ახორციელებენ, აი პოლიცია რუსეთში და პოლიცია ამერიკაში არაპროპორციულად ბევრ შავს (და კავკასიელს - რუსეთის შემთხვევაში) აჩერებს, აყოვნებს და ხშირად უიარაღოს ესვრის - ეგ უკვე საზოგადოებაში არსებული რასიზმის ძალოვან უწყებაში გადასვლის პრობლემაა. ეგაა სისტემური რასიზმის უმთავრესი წყარო
QUOTE
სხვა არგუმენტი უბრალოდ არ გაქვს რომ რასიზმი დააბრალო პოლიციას?
იუარაღო ხალხის დახოცვა არაა მცირე არგუმენტი. მეორეს ერთი - მე კონკრეტულად პოლიციას არ ვაბრალებ. მთლიანად თეთრ ხალხს ვაბრალებ მიკროაგრესიებს, არა-ევროპელების მიმართ ცნობიერ და ქვეცნობიერ ზიზღს, ზევიდან ყურებას და ეჭვებს რომ ყველა და ყველაფერი არაევროპული ბოროტების, ირაციონალიზმის და ბარბაროსობის წყაროა. ეს იდეები, სხვათა შორის, ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს (ნაწილობრივ, თუმცა ბერძნები ევროპელ და აზიელ უცხოელებს ერთნაირად 'ბარბაროსებად' აღიქვამდნენ)
QUOTE
ვინც სერიოზულად გეკამათება ვის დაუწერია ოდესმე რომ რომელიმე განეიტრალებული კრიმინალის მოკვლა გამართლებადია?
არა
მაგრამ ფლოიდის პორნოების ამოქექვა და კრიმინალური წარსულის გახსენება ბოლომდე მართებული არ არის, ჩემი აზრით. კონკრეტულად შენზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ წინა გვერდებზე ვიღაცამ დაპოსტა. პორნოში მონაწილეობისთვის არავინაა მოსაკლავი და ადრე დაყაჩაღებისთვის რომ მოეკლათ - არ იქნებოდა ამის მეასედი რეაქციაც კი.
QUOTE
პოლიცია Თეთრებსაც კლავს. გუგლის და ვაშ პოსტის დახმარების გარეშე can you please name me one?
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6080222/
Victims were majority white (52%) but disproportionately black (32%) with a fatality rate 2.8 times higher among blacks than whites. Most victims were reported to be armed (83%); however, black victims were more likely to be unarmed (14.8%) than white (9.4%) or Hispanic (5.8%) victims
არავინ ამბობს რომ სითეთრე ყველა კარს აღებს ამერიკაში და ბოლომდე დაცული ხარ. მაგრამ შავისთვის (და რაც მთავარია პატიოსანი, ნაკითხი და ჭკვიანი, მაგრამ ღარიბი შავისთვისაც, მათ შორის) რომ უფრო რთული პირობებია - მაგაშია საქმე. და ის, თუ რამდენად სამართლიანია ასეთი პრეჯუდისები შავების მიმართ არაა ჩემი აზრით საკმარისი მიზეზი იმისთვის რომ უიარაღო შავების მკვლელობის საქმეები უფრო ხშირად იქნას თაროზე შემოდებული და მათი ჩამდენი პოლიციელებს არ ქონდეთ ნაკლები პასუხისგების შეგრძნება
QUOTE
ალტ რაითს ტელევიზიაში არცერთი პოლიტიკოსი არ აპრავებს
არც ერთ ალტ რაითის წარმომადგენილი (მაილო იანოპულოსისნაირები და სარგონ ოფ აქადისნაირების ჩათვლით) არ აღიარებს რომ ალტ-რაითია. ვარგ ვიკერნესი არასოდეს ღიად არ იტყვის რომ ალტ-რაითია, რადგან ალტ-რაითი არაა მონოლითური, ცენტრალიზებული მოძრაობაა. ეს არის ნატივისტური, რასისტული, ანტისემიტური და ა.შ. იდეების რეაქცია, რომელიც ნაწილობრივ პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ სამართლიანი გულყრით იზიდავს ხალხს, და მეორეს მხრივ - მათი ხელმოცარულობის გამო აძლევს მათ გარკვეულ ცხოვრების აზრს (ამით ის ისლამურ ტერორისტულ ორგანიზაციებსაც ემსგავსება , და სწორედაც რომ უოქ ესჯეიდაბლიუიებს) არც რუსეთის და ოლგინოს ტროლების ქარხანა, ანაც დუგინის იდეოლოგები არ აღიარებენ რომ კავშირები აქვთ ალტ-რაიტთან, მაგრამ რუსეთიდან რომ უზარმაზარი თანხები იხარჯება რომ დასავლეთის ქვეყნებში აზრთა სხვადასხვაობა (ბუნებრივად ისედაც მძაფრი) გამძაფრდეს - ეს ცნობილი და აპრობირებული მეთოდია.
რუსეთს დიდად არ ადარდებს არც ევროპის რასობრივი სისუფთავე თუ რასობრივი სამართალი, არც პოლიტკორექტულობა და არც ფემინიზმ/ანტიფემინიზმი. რუსეთს უნდა რომ მეტი ქაოსი შემოვიდეს დისკუსიაში, და ფაქტების მიმართ რწმენა შეირყეს ჩვეულებრივ ხალხში, რადგან ფაქტების მიმართ თუ რწმენა შეირყა, ძალაუფლების გამკრიტიკებლებს ნაკლები ხმა ექნებათ.
ასე რომ, დემოკრატებში და აკადემიაში დიდ ფრაქციაზე ნაკლები ზურგი არ ყავს ამ ჩვენს ალტ-რაიტს, და ამიტომაც ნაკლებად საშიშ ძალად არ მეჩვენებიან.
QUOTE
Შენთვის Შეიძლება ვოუქ რადიკალ ლეფთიზმი დროებითთან ასოცირდება აკადემიაში, მარა როცა ეს 60 წელია გრძელდება, Ძნელია დროებითი ეძახო
60 წელი ძაან გადამეტებაა. ასე ექსტრიმში, თავისი სეიფ სპეისებით და newspeak-ით სადღაც 2010 წლის მერე არიან. მისწავლია ამერიკულ უნიებში (აშშ-ში არა, მაგრამ ევროპაში) 2005-2008 წლებში და გარკვეული პოლიტკორექტულობის მიუხედავად, იყო ჯერ კიდევ სივრცე კორექტული, მაგრამ თავისუფალი იდეების გაცვლა-გამოცვლისთვის.
* * *
QWertWQ
QUOTE
ის ნაწილი რომ გამოკვალოთ რომ სხვადასხვა ქვეყანა ვართ და რუსებმა დაგვიპყრეს
კოლონიურმა ძალამ დაგვიპყრო - კი ბატონო.
ის ქართველები, ვინც რუსეთში ცხოვრობენ (მოქალაქეობა აქვთ იქაური და ლეგალურად თანასწორები არიან სლავებთან, მაგრამ მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენენ) - იმიტომ არ ცხოვრობენ რუსეთში რომ ერთ დღეს ქართველების ჯგუფმა გადაწყვიტა რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში ეცხოვრათ. იმიტომ დასახლდნენ იქ, რომ მოსკოვი და პეტერბურგი იყვნენ კოლონიური იმპერიის მეტროპოლია, რომელიც მეოცე საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში, არ აძლევდა საშუალებას იგივე ქართველს ან კავკასიელს ეს იმპერია დაეტოვებინა.
მაგ აფრიკელ შავებს სხვა სამშობლო არ აქვთ, მანდ (სადაც ნაძალადევად მიიყვანეს) ჩამოუყალიბდათ განსხვავებული თვითშეგნება. გენეტიკურადაც არ არიან აფრიკელების იდენტურები (მრავალი დასავლეთ აფრიკული ეთნოსის ნაჯვარი 80-90% + 10% ანგლო-შოტლანდიურ-ირლანდიური გენები)
QUOTE
სხვა მხრივ ჩვენ დიდად განსხვავდებით იმ შავკანიანების კულტურისგან?
დამნაშავე ყოველთვის სხვაა, ვირჩევთ პოლიტიკოსებს რომლებიც უფრო მეტის ჭამას გვპირდებიან
გვევასება ტაშფანდური
გვახასიათებდა "ბესპრიძელი" (თან ძირითადად მდიდრებს) _ "მხარი რა პონტში გამკარი" "სიგარეტი რატო არ გაქვს" და ა.შ.
ჩვენში უნდა შევცვალოთ ეგ კულტურა ჩვენითვე
კი ბატონო,
მაგრამ არ ნიშნავს რომ უნდა ავიტანოთ ვინმეს მიერ ჩვენი მოდგმის ზიზღი, ან ირაციონალური შიში/უპატივცემულობა. ჟირინოვსკის შეიძლება ჩაგრავდნენ ახალგაზრდობაში კავკასიელები და სამართლიანი ბოღმა აქვს ჩვენს მიმართ, მაგრამ არ ნიშნავს რომ პროტესტი არ უნდა გამოვხატო მისი (და მისი თანამოაზრეების) შოვინისტური აზრების წინააღმდეგ.
მე ჩემს წილ პასუხისგებლობას ავიღებ და 'თეთრმა კოლონიზატორმა' აიღოს თავისი წილი. დემოკრატებთან დაკავშირებით - გეთანხმები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
QWertWQ
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11517
წევრი No.: 127585
რეგისტრ.: 17-February 11
#56401019
· 9 Jun 2020, 16:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
თქვა რომ სხვანაირად უნდა დასვა საკითხი და უნდა ეცადო რომ შენი ერის შიდა პრობლემაზე იმუშაო რომ ასეთი განზოგადების საბაბი არ მიეცეთო, მაგრამ რა იცის იმ პოლიციელმა, მე პროფესორი ვარ, ჩემი ერის შინაგან კულტურაზე მშრომელი თუ მართლა ავაზაკი, როდესაც მაჩოქებს , ან კლუბში არ მიშვებს იმიტომ რომ კავკასიელი ვარ?
კლუბში კაცებს უფრო ბლოკავენ თუ ქალებს?
კაცებს რა თქმა უნდა
რატო? სექსისტი მფლობელები ყავთ?
ნებისმიერი მსჯელობა რაც გაქვს შევი ვს თეთრზე შეგიძლია გადაიტანო კაცი ვს ქალზე და მიიღებ შენივე მსჯელობით რომ ამერიკის პოლიცია სექსისტურია და კაცების მიმართ ავლენს დისკრიმინაციას
QUOTE
მაგრამ შავისთვის (და რაც მთავარია პატიოსანი, ნაკითხი და ჭკვიანი, მაგრამ ღარიბი შავისთვისაც, მათ შორის) რომ უფრო რთული პირობებია - მაგაშია საქმე.
შავების კულტურა უწყობს მაგას ხელს და მათივე არჩევანი
ქართველები მიშა-ბიძინას რომ ვერ გავცდით ეგ არაა გარე სამყაროს ბრალი, ჩვენი პრობლემაა
QUOTE
მაილო იანოპულოსისნაირები
აი ეს დეგენერატი რადიკალი მემარჯვენე გგონია სერიოზულად?
QUOTE
რუსეთს დიდად არ ადარდებს არც ევროპის რასობრივი სისუფთავე თუ რასობრივი სამართალი, არც პოლიტკორექტულობა და არც ფემინიზმ/ანტიფემინიზმი. რუსეთს უნდა რომ მეტი ქაოსი შემოვიდეს დისკუსიაში, და ფაქტების მიმართ რწმენა შეირყეს ჩვეულებრივ ხალხში, რადგან ფაქტების მიმართ თუ რწმენა შეირყა, ძალაუფლების გამკრიტიკებლებს ნაკლები ხმა ექნებათ.
ასე რომ, დემოკრატებში და აკადემიაში დიდ ფრაქციაზე ნაკლები ზურგი არ ყავს ამ ჩვენს ალტ-რაიტს, და ამიტომაც ნაკლებად საშიშ ძალად არ მეჩვენებიან.
როგორ ფიქრობ რუსული დაფინანსების პოვნა ადეკვაურად ძიების პირობებში სად უფრო შესაძლებელი იქნება
ჯგუფში რომელიც ფიქრობს რომ თეთრი რასა უპირატესია და შავები უნდა გაყაროს კაცმა აფრიკაში
თუ ჯგუფში რომლის წარმომადგენლებიც ღიად და აქტიურად ილაშქრებენ ყველა ამერიკულ იდეაზე (პიროვნული თავისუფლება, საკუთრების უფლება, სუსტი მთავრობა , იარაღების ქონის უფლება და რაც მთავარია თვითონ ამერიკის კონსტიტუცია)
იური ბეზმენოვი იყო ესეთი ტიპი
იუთიბზე ადვილად იპოვი და ნახავ მაგის ლექციებს 80-იან წლებში
* * *
QUOTE
(Ar-Pharazôn)
მაგრამ არ ნიშნავს რომ უნდა ავიტანოთ ვინმეს მიერ ჩვენი მოდგმის ზიზღი, ან ირაციონალური შიში/უპატივცემულობა. ჟირინოვსკის შეიძლება ჩაგრავდნენ ახალგაზრდობაში კავკასიელები და სამართლიანი ბოღმა აქვს ჩვენს მიმართ, მაგრამ არ ნიშნავს რომ პროტესტი არ უნდა გამოვხატო მისი (და მისი თანამოაზრეების) შოვინისტური აზრების წინააღმდეგ.
ცხადია არ უნდა ავიტანოთ
რასიზმი არავინ არ უნდა აიტანოს არც შოვინიზმი
ოღონდ ეგ არაა მთლად სწორი შედარება
რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია და რუსი მოსახლეობის 80% ამართლებს აგვისტოს ომს (ჩვენების ეთნიკური წმენდა სადაც მოხდა), 80% მე არ მომიგონია ერთ-ერთ კვლევაში იდო
თეთრები კიდე შავების მტრები არ არიან ამერიკაში, მეტიც, იომეს და მონათმფლობელები დახოცეს, + ობამა აირჩიეს ორჯერ ზუსტადაც თეთრებმა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hellsurvivor
Breaking The Law
ჯგუფი: Members
hellsurvivor
Breaking The Law
ჯგუფი: Members
წერილები: 9057
წევრი No.: 31885
რეგისტრ.: 23-March 07
#56401062
· 9 Jun 2020, 16:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://mobile.twitter.com/pantomath__/stat...322912776515584
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 20663
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03
#56401125
· 9 Jun 2020, 16:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QWertWQ
QUOTE
კლუბში კაცებს უფრო ბლოკავენ თუ ქალებს?
QUOTE
ნებისმიერი მსჯელობა რაც გაქვს შევი ვს თეთრზე შეგიძლია გადაიტანო კაცი ვს ქალზე და მიიღებ შენივე მსჯელობით რომ ამერიკის პოლიცია სექსისტურია და კაცების მიმართ ავლენს დისკრიმინაციას
თუ იმიტომ მბლოკავენ, რომ მთვრალი და არაადეკვატური ვარ, - მაგას ავიტან, რადგან ის რომ მთვრალი გამოვცხადდი კლუბის შესასვლელთან - ჩემი პასუხისმგებლობაა ინდივიდუალურად და არავინ დამაძალა მანამდე დამელია. მაგრამ იმიტომ რომ დამბლოკავენ, რომ ვიღაცას არ მოვწონვარ და მაბრალებს სიმთვრალეს/კაიფში ყოფნას, როცა არ ვარ არც მთვრალი და არც კაიფში - ეგ უკვე სხვა საკითხია. ჩემი კანის ფერი, ან თუნდაც ჩემი აქცენტი და ლექსიკა არაა ბოლომდე ჩემი გადაწყვეტილებების შედეგი და იმის გამო თუ არ შემიშვებენ კლუბში რომ ან სხვანაირად გამოვიყურები, ან რბილი ლ-თი ვლაპარაკობ - ეგ უკვე დისკრიმინაციაა
კაცები ბუნებრივად არიან უფრო აგრესიული და რისკიანები, ამიტომაც ჩადიან მეტ დანაშაულს და შესაბამისად მეტი კრიმინალია კაცი. ეს ბუნებრივია და განპირობებულია ჰორმონებით, მაგრამ ის რომ შავები მეტ დანაშაულს ჩადიან განპირობებულია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობებით და ეკონომიკური მდგომარეობით (და კი ბატონო - ტოქსიკური კულტურით როგორც აფრიკელ ამერიკელებთან დამოკიდებულებაში, ასევე თავად ამ კულტურაში). ის რომ შავი კაცი ჩადის დანაშაულს უფრო ხშირად - ეს ბუნებრივი არ არის და ადამიანი შექმნილი პირობების შედეგია.
QUOTE
როგორ ფიქრობ რუსული დაფინანსების პოვნა ადეკვაურად ძიების პირობებში სად უფრო შესაძლებელი იქნება
ჯგუფში რომელიც ფიქრობს რომ თეთრი რასა უპირატესია და შავები უნდა გაყაროს კაცმა აფრიკაში
თუ ჯგუფში რომლის წარმომადგენლებიც ღიად და აქტიურად ილაშქრებენ ყველა ამერიკულ იდეაზე (პიროვნული თავისუფლება, საკუთრების უფლება, სუსტი მთავრობა , იარაღების ქონის უფლება და რაც მთავარია თვითონ ამერიკის კონსტიტუცია)
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
სწორედ ნაციონალისტურ, რასისტულ და ნატივისტურ რუს ბოტებს მიაქვთ ტვიტერი.
რუსეთს ის მხარე აწყობს, რომელიც უფრო ნაკლებად მონოლითური და ჩამოყალიბებულია (ამ შემთხვევაში ალტ-რაიტი). ალტ რაიტი იმაზე ვერ შეთანხმებულა ვინაა 'თეთრი' და ვინ არა. ზოგი ალტ-რაიტი მაგალითად ქართველებს თეთრებად თვლის (მაგალითად ტარანტის წარწერები იარაღზე), მაგრამ ზოგი რიჩარდ სპენსერს აძახებდა (ის კუპრიანოვა რომ ყავდა ცოლად) - მაგ ქართული სისხლის (მეოთხედი ქართველი ვარო, იძახდა ის ქალი) ქალთან რომ სისხლის აღრევას ახდენ რაის თეთრი ნაციონალისტი და ეთნოსახელმწიფოს იდეოლოგი შენ ხარო?
რუსეთს არ ადარდებს არანაირი იდეოლოგია, ამ შემთხვევაში. რუსეთისთვის მთავარი არის უმაღლესი 1%-ის (პუტინი და მისი მეგობრები და მათი მეგობრები) კეთილდღეობა, 99%-ს რომ შიმშილით არ გაძვრეს სული და ქონდეს პური და სანახაობა, ხოლო დასავლეთს საკმარისი პრობლემები და ქაოსი შიგნით, რომ საკმარისი ყურადღება არ მიაქციოს აღმოსავლეთში რას აკეთებს რუსეთი.
QUOTE
რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია და რუსი მოსახლეობის 80% ამართლებს აგვისტოს ომს (ჩვენების ეთნიკური წმენდა სადაც მოხდა), 80% მე არ მომიგონია ერთ-ერთ კვლევაში იდო
თეთრები კიდე შავების მტრები არ არიან ამერიკაში, მეტიც, იომეს და მონათმფლობელები დახოცეს, + ობამა აირჩიეს ორჯერ ზუსტადაც თეთრებმა
სხვაობა ისაა, რომ ამერიკელი თეთრები ბევრად self-aware არიან რასიზმთან დაკავშირებით და ცდილობენ რამე შეცვალონ. მათ უმეტესობაში არსებულ რასიზმში მხოლოდ ქვეცნობიერი მიკროაგრესიები და ხანდახან ნეპოტიზმის ელემენტები დარჩა. რუსული რასიზმ/შოვინიზმი იმდენად პირველყოფილი და ყოველდღიურია, რომ კიდევ ბევრი აქვთ მაგ დონემდე მისაღწევი.
თუმცა, რა თქმა უნდა, პარალელები ვერ იქნება იდენტური. ამერიკაში რასაა უპირველესი, რუსეთში - ეროვნება (თუმცა რუსებსაც თავისი რასის ერების მიმართ სიმპატია უფრო აქვთ, ვიდრე მაგალითად კავკასიელების და ცენტრალური აზიელების მიმართ)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SNYPI
ნუ განიკითხავ, ცოდვაა, ამენ!
ჯგუფი: Members
SNYPI
ნუ განიკითხავ, ცოდვაა, ამენ!
ჯგუფი: Members
წერილები: 24014
წევრი No.: 59591
რეგისტრ.: 28-April 08
#56401126
· 9 Jun 2020, 16:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მაიკლ ბი ჯორდანი (შავი პანტერა) მოუწოდებს ჰოლივუდს მეტი შავი მსახიობი დაიქირაონ
https://www.unilad.co.uk/film-and-tv/michae...kCZdxzWiez5HgvM
FRIENDS ის შემქმნელი აღიარებს რომ თავის დროზე მრავალფეროვნებაზე (diversity) არ უფიქრია და ბოდიშს იხდის
https://vt.co/entertainment/film-tv/friends...iY8JCesgGuwgkfI
გუგლი აღარ გამოიყენებს სიტყვებს "შავი სია" და "თეთრი სია"
https://9gag.com/gag/aBmwzzz?fbclid=IwAR3kY...KrYqlalt_cCYBEo
იუთუბერი კულტურის მითვისებაში დაადანაშაულეს და ბოდიში მოახდევინეს მხოლოდ იმიტომ რომ დრედებით პოზირებდა
https://www.unilad.co.uk/life/youtuber-apol...f_enni0y0anXzLU
მინეაპოლისის პოლიციის დაფინანსების შემცირებას მხარი დაუჭირეს
https://coffeeordie.com/defunding-police/?f...AMdOxKu4tvxJB0o
მდაა, ესე თუ გააგრძელა ამერიკამ
მართლაც რომ ჩაესვენება მისი სიძლიერე
ეს უკვე არც დემოკრატია აღარ არის და არც ადამიანის უფლებები
არც თავისუფლება..
--------------------
In modern war... you will die like a dog for no good reason.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gochino80
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
gochino80
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 26591
წევრი No.: 65291
რეგისტრ.: 22-June 08
#56401136
· 9 Jun 2020, 16:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(SNYPI @ 9 Jun 2020, 16:39 )
QUOTE
მაიკლ ბი ჯორდანი (შავი პანტერა) მოუწოდებს ჰოლივუდს მეტი შავი მსახიობი დაიქირაონ
https://www.unilad.co.uk/film-and-tv/michae...kCZdxzWiez5HgvM
FRIENDS ის შემქმნელი აღიარებს რომ თავის დროზე მრავალფეროვნებაზე (diversity) არ უფიქრია და ბოდიშს იხდის
https://vt.co/entertainment/film-tv/friends...iY8JCesgGuwgkfI
გუგლი აღარ გამოიყენებს სიტყვებს "შავი სია" და "თეთრი სია"
https://9gag.com/gag/aBmwzzz?fbclid=IwAR3kY...KrYqlalt_cCYBEo
იუთუბერი კულტურის მითვისებაში დაადანაშაულეს და ბოდიში მოახდევინეს მხოლოდ იმიტომ რომ დრედებით პოზირებდა
https://www.unilad.co.uk/life/youtuber-apol...f_enni0y0anXzLU
მინეაპოლისის პოლიციის დაფინანსების შემცირებას მხარი დაუჭირეს
https://coffeeordie.com/defunding-police/?f...AMdOxKu4tvxJB0o
მდაა, ესე თუ გააგრძელა ამერიკამ
მართლაც რომ ჩაესვენება მისი სიძლიერე
ეს უკვე არც დემოკრატია აღარ არის და არც ადამიანის უფლებები
არც თავისუფლება..
თეთრ სახლს როდის შეძეღებავენ და გადაარქმევენ სახელს? ისე ბალანსზე თუ მიდგა საქმე, ნბაში გუნდებშიც დაიცვან მაშინ უმეტესობა შავკანიანო რომაა
This post has been edited by
gochino80
on 9 Jun 2020, 16:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RedShark
Super Crazy Member +
ჯგუფი: co-Moderators
RedShark
Super Crazy Member +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 19997
წევრი No.: 196278
რეგისტრ.: 9-January 15
#56401159
· 9 Jun 2020, 16:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(SNYPI @ 9 Jun 2020, 16:39 )
QUOTE
მაიკლ ბი ჯორდანი (შავი პანტერა) მოუწოდებს ჰოლივუდს მეტი შავი მსახიობი დაიქირაონ
https://www.unilad.co.uk/film-and-tv/michae...kCZdxzWiez5HgvM
FRIENDS ის შემქმნელი აღიარებს რომ თავის დროზე მრავალფეროვნებაზე (diversity) არ უფიქრია და ბოდიშს იხდის
https://vt.co/entertainment/film-tv/friends...iY8JCesgGuwgkfI
გუგლი აღარ გამოიყენებს სიტყვებს "შავი სია" და "თეთრი სია"
https://9gag.com/gag/aBmwzzz?fbclid=IwAR3kY...KrYqlalt_cCYBEo
იუთუბერი კულტურის მითვისებაში დაადანაშაულეს და ბოდიში მოახდევინეს მხოლოდ იმიტომ რომ დრედებით პოზირებდა
https://www.unilad.co.uk/life/youtuber-apol...f_enni0y0anXzLU
მინეაპოლისის პოლიციის დაფინანსების შემცირებას მხარი დაუჭირეს
https://coffeeordie.com/defunding-police/?f...AMdOxKu4tvxJB0o
მდაა, ესე თუ გააგრძელა ამერიკამ
მართლაც რომ ჩაესვენება მისი სიძლიერე
ეს უკვე არც დემოკრატია აღარ არის და არც ადამიანის უფლებები
არც თავისუფლება..
ჩაესვენოს, არ არის ეგ პრობლემა.
მთავარია ვინ ამოესვენება მის ადგილას
იმედია ისევ ბრიტები
--------------------
Пизда! Создание природы
Она же символ бытия
Из нее лезут все народы
Как будто пчёлы из улья...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საერთაშორისო პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(99)
« პირველი
...
94
95
[96]
97
98
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0632 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.