ცერცვა.haus of cards მაინც არ გაქვს ნანახი? ყველა ხმაზე მიდის ბაქთი, ერთმა ხმამ, მიღებულმა საპირისპირო ბანაკიდან შეიძლება გაიყვანოს ან ჩაშალოს ინიციატივა. იმას არ ვამბობ რომ ბამბანერკებით და ფულიანი ქეისებით დადიან, მაგრამ ხელი-ხელს ბანს პრინციპი მანდაც არის. გარდა ამისა, არის ირიბი მექამიზმებიც, ლობიზმი, პიარი და ა.შ. რავიცი, ჩემი აზრით ორჯერ ორია რომ უამრავი გავლენის მექანიზმია პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე.
პეტრუჩიბიჯო, შენ კონსერვატორი ხარ თუ გირჩი?

მოდი აგიხსნი კიდევ ერთხელ, ტექ-ის შესახებ, ჩემი შეხედულებაა, ფინანსებშიც და ტექშიც მიმუშავია და ასე თუ ისე ვიცნობ ორივეს. ტექის მეორე ტალღა 2004 დან წამოვიდა, ფბ და ა.შ. როდესაც 2000 ის ბაბლი ჩამოიშალა, დრო დასჭირდა ამ სფეროს რომ გონზე მოსულიყო. მაგრამ 2007-ს კრიზისამდე, მიუხედავად იმისა რომ ალაგ-ალაგ იყო მილიარდიანი ვალუეიშენები, ისეთი დიდი არაფერი ხდებოდა. მერე მოხდა კრიზისი, ამას მოყვა ევროპაში კრიზისი და დაიწყო ფულის ბეჭდვა და interest rate-ებიც ნულამდე დავიდა. მაგ დროს ბანკში ვმუშაობდი და 2009 დან ისე გაორმაგდა აქციების კურსები რომ ჩვენი კორპორატიული კლიენტების უმრავლესობას არც უყიდია, მიუკარებელი ესსეტ კლასი გახდა. უძრავმა ქონებამაც სახელი გაიფუჭა მაგ დროს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ კორპორაცებზე, მილიარდები რომ აქვთ საპენსიო დანაზოგები და არ იციან სად წაიღონ. ეგენი ასე ოპორტუნისტულად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, მოდი აქციები ვიყიდოთ, 60% დაეცა და იაფია, ათასი კონტროლის მექანიზმია და ვერ შვრებიან სანამ ისევ არ აიწია.
დაიწყეს ახალი ესეტ კლასის ძიება და privat equity-ს სახით კი იპოვეს. თან ეს ყველაფერი კარგად დაემთხვა ტექების მეორე ტალღას და privat equity-დან მასიურად წავიდა ინვესტორების ფული ტექში. ვალუეიშენებმა დაიწყო გაბერვა. მერე უკვე აქციებმაც აიწია, უძრავი ქონების ბაზარმაც გაიღვიძა და ეს მთელი დაბეჭდილი ფული წავიდა ყველა, უკვე ისედაც ძვირად შეფასებულ asset-ებში და სადაც არ გაიხედავ ყველგან საპნის ბუშტი მაგიტომ არის. ფული კიდევ სულ იბეჭდება და იბეჭდება.
ახლა პრობლემა რატომ არის ეს შენთვის და ჩემთვის. ეს დაბეჭდილი ფული საშუალო კლასამდე თითქმის არ დადის. ადრე თუ იყო საშუალო ხელფასი სიტყვაზე 50 ათასი, ახლა არის 60 ათასი, მაგრამ რეალურად იგივეა, ყველაფერი გაძვირდა. ადრე თუ ჩვეულებრივ ხელოსანს შეეძლო ბინა ან სახლი ეყიდა, ახლა გჭირდება წლები, უზარმაზარი შემოსავალი და ზევიდან კიდევ დიდი კრედიტი, რომ უძრავი ქონება იყიდო. ხელოსანი აწი მაგას ვეღარ გაწვდება, და ზოგადად უკვე ბევრი სხვაც. შესაბამისად ზიან ფულზე და არ იციან სად წაიღონ, აქციები - ძვირი, უძრავი ქონება - ძვირი, ოქრო - ძვირი. და ვინ ყიდულობს ამ ყველაფერს? ვინც დაბეჭდილი ფულს პირველ რიგში იღებს და შემდეგ აქირავებს სიტყვაზე იგივე ბინებს საშუალო კლასზე. შესაბამისად ამათ რჩებათ დაბეჭდილი ქაღალდი, რომელსაც წლიდან წლამდე ეკარგება ფასი, იმათ კიდევ მიწები, სახლები, რასაც ემატება ფასი.
ანუ: დაბეჭდილი ფული (ბეილაუთი თუ რაც გინდა დაუძახე, სინამდვილეში ქეინზიანისმია კუბში, პონზის სქემამდე მისული) და მასკის 200 მილიარდი ერთი პრობლემის ნაწილია.
This post has been edited by AgentCooper on 1 Sep 2020, 22:23