რას ვიტყუები?
რამე გაურკვევლად დავწერე?
მე დავწერე რომ სიტყვა ზანგი, ისევე როგორც მისი თარგმანი ევროპულ, ან გინდაც სლავურ ენებზე, ნეგრო, გიგერი, ნეგრი, რომელიც აღნიშნავს აფრიკული წარმოშობის შავკანიან ინდივიდუალს, ასოცირდებოდა ისტორიულად მონობასთან.
და რომ რუსთაველმა ზანგი ახსენა იმ პერსონაჟზე, რომელიც თინათინის მონა იყო სტატუსით. არსად არ მითქვია რომ სიტყვა ზანგი ნიშნავს მონას. აქ ასოციაციზე გავამახვილე ყურადღება და ისტორიულ ფაქტზე, რომ ევროპა/ამერიკაში თუ ვინმე ზანგი იყო, 99%ით ის მონა იყო მეოცე საუკუნემდე.
"შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.
ჯობია მეგობარო უფრო დაკვირვებით წაიკითხო თუ რა დავწერე, ან წინადადებიდან აზრის გამოტანაზე ივარჯიშო, სანამ ტყუილში დამადანაშაულებ.
რასობრივი ტვირთის მატარებელი ტერმინის "ზანგის" მაგივრად, ჯობია რომ დემოგრაფიული ტერმინი "შავკანიანი" ვიხმაროთ, რად უნდა განიხილებოდეს ეს საერთოდ? თუ ამბობთ ზანგი ლიტერატურულიაო, მანახე სადმე ლიტერატურა, ანდაც სერიოზული მედია ან კომენტარი, სადაც ობამა არის მოხსენიებული როგორც "ზანგი პრეზიდენტი".
This post has been edited by kaiser Soze on 6 Nov 2020, 01:37