არ მომწონს დიდად ტრამპი, რა თქმა უნდა popular votes ს ისევ სერიოზულად წააგებს მაგრამ არ მგონია რომ დელეგატებმა ბაიდენს დაუჭირონ მხარი. ანუ ისევ ტრამპი გაიმარჯვებს და სწორიც იქნება ამ ეტაპზე. იმიტომ რომ ეს სისტემაც ხომ მაგისთვის არის მოგონილი თავიდანვე რომ მაქსიმალურად გადააზღვიონ პრეზიდენტის არჩევა და მარტო ხალხის ასარჩევი არ იყოს. დემებიდან არჩეული დელეგატებიც მიხვდებიან რომ მომდევნო 4 წელი ამერიკა უნდა იყოს რედნექური, კლასიკური ამერიკა. აბა ილხანა ომარას და კორტესის ამერიკელობა რა ვთქვი.

მიუხედავად იმისა რომ ამერიკა მულტიეთნიკური ქვეყანა და საერთოდ მულტიეთნიკურობის პირმშოა, იმდენი მიგრანტია უკვე ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის მანძილზე შესული რომ თუ არ მოხარშა, მოინელა და არ გაამერიკელა ესენი პირიქით ამოტრიალდება და ნამდვილად დაკარგავს ამერიკულობას ამ მოზღვავებული უკიდეგანო ლიბერალიზმის პირობებში. ეს პერიოდი საჭიროა იმისთვის რომ ცოტა ლაგამი ამოედოს და დატორმუზდეს, შენელდეს ეს მოძრაობა, სანამ ამერიკა მოასწრებს გაასწოროს თავისი იდენტობა, კლასიკური შლეიფი და საბაზისო კონსერვატორული ღირებულებები. თავისი სახე არ უნდა დაკარგოს. და მგონია რომ ამას ხვდებიან დელეგატებიც.
ძალიან დიდი დრო და სივრცე ჰქონდა ლიბერალიზმს უკანასკნელი 30 წელი და საჭიროა კონსერვატორული იდეოლოგია წამოეწიოს და გარკვეულ წილად გააზავოს
მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად არ ვარ ტრამპის მეხოტბე))
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin