რუსეთისგან S-400-ის სისტემის შეძენის გამო აშშ-მ თურქეთს სანქციები დაუწესა
https://on.ge/story/71757https://www.state.gov/the-united-states-san...der-caatsa-231/15 დეკემბერი, 04:33 მსოფლიო პოლიტიკა
რუსეთისგან S-400-ს საზენიტო-საჰარეო სისტემის შეძენის გამო, აშშ-მ თურქეთს, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიების ადმინისტრაციას (SSB) სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
სანქციები მოიცავს SSB-სთვის აშშ-ს ყველა საექსპორტო ლიცენზიასა და ნებართვაზე შეზღუდვას. ამასთან, SSB-ს პრეზიდენტსა და სხვა ოფიცრებს გაეყინებათ აქტივები და ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.
"შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განუმარტა თურქეთს მაღალ დონეზე, რომ S-400-ის სისტემის შესყიდვა საფრთხის ქვეშ დააყენებდა აშშ-ს სამხედრო ტექნიკასა და შემადგენლობას და რუსეთის თავდაცვის სექტორს არსებით კაპიტალს შესძენდა, ამასთან, რუსეთს საშუალებას აძლევდა წვდომა ჰქონოდა თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე", — აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ისინი მოუწოდებენ თურქეთს, S-400 სისტემის საკითხი დაუყოვნებლივ აშშ-ს სთან კონსულტაციებით მოაგვარონ.
მიიჩნევა, რომ S-400 ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემაა მსოფლიოში. მას ერთდროულად 80 ობიექტის განადგურება შეუძლია, როგორც დრონების, ისე თვითმფრინავებისა და რაკეტების.
S-400 ტიპის საზენიტო-საჰარეო სისტემის შესყიდვის გამო ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობა წლების წინ დაიძაბა. სისტემის შესაძენად თურქეთმა და რუსეთმა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმეს. მოსკოვმა სისტემის
მიწოდება 2019 წელს დაიწყო.
აშშ-ს უკმაყოფილო იყო იმით, რომ NATO-ში მისი მოკავშირე S-400-ს რუსეთისგან ყიდულობდა. ვაშინგტონი ანკარას სამომავლო სანქციებზე აფრთხილებდა. აშშ მოითხოვდა, რომ თურქეთს S-400-ზე უარი ეთქვა და ანალოგიური ამერიკული სისტემა Patriot ეყიდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი ამტკიცებდა, რომ რუსული სისტემა ალიანსის თავდაცვის ქსელთან შეუთავსებელია და შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ამერიკული გამანადგურებელი Lockheed Martin F-35, რომლის წარმოებაშიც თურქეთია ჩართული.
აშშ-ს გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა შეთანხმებაზე უარი არ თქვა და აღნიშნა, რომ S-400 ამერიკული F-35-სგან მოშორებით განლაგდება. თავის დროზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოგლუმ განაცხადა, რომ რუსეთზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ევროპულმა და ამერიკულმა მწარმოებლებმა პროდუქციის მიწოდებაზე უარი თქვეს, რადგან თურქეთის პირობები უარყვეს.
***
აშშ–მ რუსული საზენიტო სისტემების შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესა 
04:06; 15-12-2020

ორშაბათს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის სამხედრო წარმოების სახელმწიფო სამმართველოს (SSB) წინააღმდეგ
სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. მიზეზი რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების, С-400 “Триумф”–ის შეძენა გახდა.
შემზღუდავი ზომები შემოღებულია “ამერიკის მოწინააღმდეგეთა სანქციების გზით შეკავების შესახებ“ კანონის ფარგლებში
და ითვალისწინებს SSB–სთვის ნებისმიერი ამერიკული საქონლის და ტექნოლოგიის მიყიდვის აკრძალვას, თურქული
უწყებისთვის საბანკო კრედიტების და სესხების გაცემას.
ამავდროულად გამოცხადდა სამმართველოს უფროსის, ისმაილ დემირისა და მისი მოადგილეებისთვის აქტივების გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების შესახებ.
“ჩვენი გაფრთხილებების მიუხედავად თურქეთმა განაგრძო რუსული С-400 სისტემების შესყიდვა. ჩვენ არ ვაპირებთ თვალი
დავხუჭოთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან დადებულ მსხვილ გარიგებებზე“ – ასეთი კომენტარი გააკეთა სანქციების
შესახებ ტვიტერში სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

კონტრაქტი რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ ანკარამ 2017 წელს გააფორმა. 2019 წლის
ზაფხულში სისტემები უკვე თურქეთში ჩაიტანეს.
აშშ–ს ამ გადაწყვეტილების გამო გაღიზიანება არ დაუმალავს და თურქეთს მოთხოვა უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი დაერღვია,
სანაცვლოდ კი ამერიკული სისტემა Patriot შეესყიდა.
ვაშინგტონის მტკიცებით რუსული C-400 სისტემების არსებობა ინჯირლიკის ავიაბაზის უშუალო სიახლოვეს, სადაც აშშ–ს
სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებია განლაგებული, სერიოზულ საფრთხეს ქმნის აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.
მოგვიანებით ამ კონტრაქტის გამო აშშ–მ თურქეთი უახლესი გამანადგურებლების – F-35–ის დეტალების წარმოებისა და
მიწოდების პროგრამიდან გარიცხა.
გასულ კვირას რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ უახლოეს დღეებში ადმინისტრაცია თურქეთის
წინააღმდეგ სანქციებს გამოაცხადებდა.
სანქციების შემოღების შესახებ ოფიციალურ განცხადებამდე თურქეთის პრეზიდენტი, ერდოგანი აცხადებდა, რომ უკმაყოფილოა აშშ–ს ქმედებებით.
“აშშ–სან, რომელიც ნატოში ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ მხარდაჭერას ველით ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჩვენს ბრძოლაში
და არა სანქციებს“– განაცხადა მან.
This post has been edited by Катеньки on 15 Dec 2020, 18:55
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.