ყველა სპეცსამსახურს უყვარს ეგეთი ხალხი, იდეა ისაა რომ დამყოლები არიან და ადვილად ზომბირდებიან. ეს არის ვერტიკალური მართვის მთავარი პრობლემა. ამ სისტემამ რომ იმუშაოს თეორიულად მაღლა უნდა ადიოდნენ ზვიგენები, სტალინის და ბერიას დროს ალბათ ეგრეც იყო, მაგრამ შენ თუ ზვიგენად ნიშნავ ხალხს, იმიტომ რომ მამამისის დას შმურთე ადრე ან უბრალოდ ნათესავია. მაშინ ვერტიკალური მმართველობა ასეთ შედეგებს მოიტანს, რადგან პირობითი გელა ან ამ შემთხვევაში ვასია, ვინც უშუალოდ თხრის და საქმეს აკეთებს - არაკომპეტენტურია. მისი უფროსი კი ვერ ხვდება ამას რადგან კაბინეტში ზის და ჰენესის წრუპავს.
დარწმუნებული ვარ ვერტიკალური სისტემა იმ სახით როგორც რუსეთში და მის შემოგარენშია არსად აღარ არსებობს. რადგან არასტაბილურია და პერსონალიებზეა დამოკიდებული.
რა არის გასაკეთებელი მაგას ამბობს გელა ანუ ვინც უნდა გააკეთოს და იმ გელას ყავს ორი მაკონტროლებელი და არა უფროსი. რომლებიც ერთმანეთსაც აკონტროლებენ. მოკლედ ყველა მენეჯერი პენსიაზე და ეჯაილზე უნდა გადავიდეს ფსბ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ

ლავრენტი პავლოვიჩი ალბათ საფლავში ბრუნავს.
ეგენი მიხედავენ თავს და თუ არც კიდე მაგაზე ვუდარდი.
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ ბიძინა როგორც უშიშროების მოყვარული კაცი უსმენს ამ დანიშნულ ზვიგენებს და მართლა ზვიგენები გონია. მათი აზრები კი ბევრ ინფორმაციასთან მყოფი კაცის დასკვნები.
არადა ქართულ უშიშროებას ქონდა და ჯერ კიდევ აქვს დიდი პოტენციალი. კგბს სკოლა გავლილი აქვთ და სი აი ეი -იც გაატარებთ. მაგათი ნაზავი კი ძალიან მაღალი დონე უნდა იყოს. მარა ეჰჰ ისევ დანიშნულ ხალხთან მივდივართ.
პოკერში არსებობს პიტერის პრინციპი, ანუ შენ თუ ლიმიტებს მუდმივად გაზრდი მიაღწევ ისეთ ლიმიტს სადაც წააგებ. მიაღწევ შენი არაკომპეტენტურობის ზღვარს. ეს მაშინ როცა ყველა კიბე აიარე და დამსახურებულად ახვედი იმ ლიმიტზე. ამ პრინციპს თუ ცხოვრებაში გადავიტანთ მივხვდებით რომ ყველა მმართველი არაკომპეტენტურია, ახლა წარმოიდგინეთ რამდენად არაკომპეტენტური იქნება საიდანღაც აღებული და დადებული კაცი? მანდაა პრობლემა. სისტემა არის ძველი და ეს ყველაფერში და ყველა დარგში სჩანს.
ჰორიზონტალურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს და დღეს ეს უკვე შესაძლებელია ტექნიკურად. მარა სანამ ჩვენ ამეებს ვისწავლით ვირი ხეზე ავა. ასე რომ ნწუ ნწუ ნწუ ეს რა მომხდარა და მოხდა რო? იანდექსზე რა წერია? მეილ რუ შეამოწმეთ? გარიკ ხარლამოვმა რა თქვა? სანამ ესენი გვეცოდინება
კაგებეს უკანა ეზო ვიქნებით სულ. აი ის ტიპები სანამ ნავალნის ჩააცმევდნენ ტრუსიკს, დოზები ვისზეც დატესტეს აი ეგ ხალხია დღევანდელი საქართველო.
მე კიდე აქ რაღაცეებს ვბოდიალობ.
GeoPoker.ge - პირველი ქართულენოვანი რესურსი პოკერზე.
fb.com/PokerforGeo - LIVE ტრენინგი ტეხასურ ჰოლდემში, 200 ლარამდე სასტარტო კაპიტალი.