#57551274 · 22 Feb 2021, 13:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ძალიან მარტივი მიზეზების გამო. გლობალიზაციამ და ინფორმაციის გავრცელების დაჩქარებამ აჩვენა, რომ ამერიკა არაფრით არ არის ვინმეზე მორალურად უკეთესი, ხოლო ამერიკის მიერ თავსმოხვეულმა ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა მოდელმა უამრავი ადამიანის გაღატაკება და სოციალური უთანასწორობის ზრდა გამოიწვია.
დიდი გავლენა აქვს იმასაც, რომ ამერიკა ერთს ქადაგებს, მაგრამ მეორეს აკეთებს. მაგალითად ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე საუბრით ტვინი შეჭამეს, მაგრამ როცა საქმე ერდოღანის ან ბოლსონარუს მსგავს მსხვილ დიქტატორებს ეხება, იქ ძალიან, ძალიან პასიურები არიან... შორს რომ არ წავიდეთ, ინფორმაციის გავრცელების დაჩქარებამ ამერიკის თვალთმაქცობა და ის, რომ ამერიკას არანაირი მორალური უპირატესობა არ აქვს სხვა ქვეყნების დიდ ნაწილთან შედარებით, გამოააშკარავა. |
გლობალიზაციამ და ინფორმაციის გავრცელების დაჩქარებამ აჩვენა, რომ ინტერნეტის საშუალებით მასების გამოთაყვანება კიდევ უფრო ადვილად და ეფექტურად შეიძლება, ვიდრე ტრადიციული პროპაგანდისტული საშუალებებით. დღეს დედამიწის მოსახლეობა გაცილებით მეტად არის დეზინფორმირებული და მეტი სისულელის სჯერა, ვიდრე ეს ინტერნეტის ერამდე იყო.
პროპაგანდაში, მაგალითად რუსებმა გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ვიდრე იმავე ამერიკელებმა. ადამიანი ასეა მოწყობილი, სკანდალური იდიოტობის უფრო სჯერა, ვიდრე უინტერესო სიმართლის.
ამერიკის იმიჯის დეგრადაცია ხდება დიდი ხანია, დაიწყო მისი ეკონომიკური უპირატესობის გაქარწყლებით და დააჩქარა ინტერნეტის მის წინააღმდეგ შემოტრიალებამ. ამას გარდა, თვითონ ამერიკაშიც დაქლიავდა ბევრი პროპაგანდისგან, ევროპაში რაც სჭირდათ მანამდე, ამათაც გადაედოთ. გამომდინარე შედეგებით.
This post has been edited by griankali on 22 Feb 2021, 13:40
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
|