ახლა ვუსმინე ბაიდენის გამოსვლას, სადაც თავის ეკონომიკურ გეგმაზე ისაუბრა.
მცირე ანალიზს შემოგთავაზებთ.
ბაიდენმა წარმოადგინა 2 ტრილიონიანი პროგრამა, რომლითაც აპირებს,
ამერიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება მოახდინოს და ჩინეთს გაუწიოს კონკურენცია.
ამ გეგმაში საუბარია რკინიგზის განახლებაზეც, მაგრამ ერთი სიტყვაც არაა ნახსენები სწრაფმავალ რკინიგზაზე (High-speed rail) .
ამ დროს კი ჩინეთს იმაზე გრძელი სწრაფმავალი რკინიზგის ქსელი აქვს, ვიდრე მთელს დანარჩენ მსოფლიო ერთად.
ჰოდა სწრაფმავალი რკინიგზის გარეშე ეგ რანაირად უნდა მოახერხონ? წარმოუდგენელია.
თან ეს 2 ტრილიონი მთლიანად ინფრასტრუქტურაზე არ იხარჯება.
მწვანე ენერგიის ელ-სადგურების მოწყობაც ამ ფულით უნდა დაფინანსდეს (ენერგეტიკა) და ახალი სამეცნიერო კვლევებიც.
ეს თანხა ახლოსაც არაა იმასთან, რაც ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევას სჭირდება.
ჩინეთმა მხოლოდ 2016-2020 წლებში და მხოლოდ ტრანსპორტირების სფეროში დახარჯა 2.2 ტრილიონი დოლარი.
China to invest 2.2 trillion dollars in transport by 2020
https://news.cgtn.com/news/3d516a4d7a636a4d/share_p.htmlჩინეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება არის 4.9 ტრილიონი დოლარი.
Getting to know China's new infrastructure projects
https://news.cgtn.com/news/2020-05-06/Getti...9khq/index.htmlშემდეგი 5-7 წლის მანძილზე ჩინეთს დაგეგმილი აქვს ახალი 24,515 ინფრასტრუქტურული პროექტი,
რომელთა საერთო ღირებულებაც არის 43 ტრილიონი იუანი ანუ 6.5 ტრილიონი დოლარი.
Infrastructure investment will play a key role in China’s economic recovery
https://www.financeasia.com/article/infrast...recovery/4653722020-2025 წლებში მხოლოდ high-tech ინფრასტრუქტურაში დებს ჩინეთი 1.4 ტრილიონ დოლარს.
high-tech ინფრასტრუქტურა გულისხმობს 5G ქსელს, დათაბაზებს, ელექტრო მანქანების დამტენებს
და მთელ იმ ბაზისს, რაც მომავლის ჭკვიან ქალაქებს (Smart city) სჭირდება.
China’s Got a New Plan to Overtake the U.S. in Tech
https://www.bloomberg.com/news/articles/202...e%20that%20willამ ტრილიონების გარდა, ცალკე რამდენს ხარჯავს ჩინეთი სამეცნიერო კვლევებსა
და ენერგეტიკაში განახლებადი ენერგიის ელექტრო-სადგურების მოწყობაზე, მაგის დათვლას არ დავიწყებ.
აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - ჩინეთში უფრო დაბალი ფასებია, ამერიკაში კი სიძვირეა.
მსყიდველობით უნარის პარიტეტით რომ გადავიანგარიშოთ, ჩინეთში დახარჯული 1 დოლარი უდრის ამერიკაში დახარჯულ 1.6 დოლარს.
შესაბამისად, ჩინეთ რომ, მაგალითად, 1.4 ტრილიონს დებს high-tech ინფრასტრუქტურაში,
ეგ ამერიკის ფასებით დაახლოებით უდრის 2.25 ტრილიონს.
ანუ ჩინეთი მხოლოდ ჭკვიანი ქალაქების მოსაწყობ ინფრასტრუქტურაში დებს იმაზე მეტ რესურსს,
ვიდრე აშშ ამ ჭკვიანი ქალაქების high-tech ინფრასტრუქტურაში, გზებში, ხიდებში, რკინიგზაში,
პორტებში, ელექტრო სადგურებსა და მეცნიერებაში ერთად
და ეს იმ ფონზე, როცა ჩინეთი ისედაც ბევრად უსწრებს ამერიკას ინფრასტრუქტურით.
გიკვირთ, საიდან აქვს ჩინეთს ამდენი ფული ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის? პასუხი მარტივია:
ჩინეთში არ არის მაღალი სოციალური ხარჯები, ამიტომ მთავრობას მეტი რესურსი რჩება განვითარებაში ინვესტირებისთვის.
ამერიკაში კი იმდენად გაიზარდა სოციალური ხარჯები, რომ მთავრობას ინფრასტრუქტურისთვის საჭირო თანხების გამოძებნა უჭირს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დასკვნა არის ერთადერთი:
აშშ-ს შანსი არა აქვს, რომ ამ ტემპით ჩინეთის ინფრასტრუქტურას კონკურენცია გაუწიოს.
ჩინეთი რომ უფრო მალე მოახდენს მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
This post has been edited by androabuladze on 2 Apr 2021, 01:10