ამერიკა ცხადია ზესახელმწიფოა.
ცალსახად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მთელს მსოფლიოში.
ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი, უფრო მეტია ვიდრე მომდევნო 9 ადგილზე მყოფი სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტები ჯამში, რომ შევკრიბოთ.
ბირთვული იარაღის გარეშე, კონვენციურ ომში, ტექნოლოგიების, ნავთობ რეზერვებზე დიდი წვდომის და სატრანსპორტო მობილობის შედეგად
აშშ არმია უფრო ძლიერია ვიდრე: რუსეთი+ჩინეთი+ინდოეთი+დიდი ბრიტანეთი ერთად აღებული.
ეკონომიკურად, დაახლოებით 2030 წლამდე შეინარჩუნებს ცალსახა პირველ ადგილს, შემდეგ ჩინეთი გადაასწრებს მშპ-თი.
ამერიკა, რასაც კარგავს არის ერთპოლარული მსოფლიოს ცალსახა მმართველობა, ეს ზესახელმწიფოობაზე გაცილებით მეტი იყო, ამერიკის ინტერესებს
ვერაფერი ვერ უპირისპირდებოდა ვერც ერთ რეგიონში, ნელ-ნელა ეს ასე აღარ იქნება.
ამერიკა, მომდევნო ათწლეულებში ვეღარ იქნება ერთპოლარული მსოფლიოს ლიდერი, მაგრამ როგორც ასეთი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ისე რომ
მეორე სახელმწიფო (ჩინეთი) მასთან ვერ მოვა, აუცილებლად იქნება.
მარტო შეიარაღებაში არ არის საქმე, ემიგრაცია + მაღალი შობადობა (ყველაზე მეტი განვითარებულ ქვეყნებში) მკვეთრად ზრდის ამერიკის მოსახლეობას,
რაც მიბმულია ეკონომიკურ აქტივობასთან, ცოცხალ ძალასთან და სამეცნიერო პოტენციალთან.
2050 წელს აშშ მოსახლეობა იქნება 380-400მლნ.
2100 წელს აშშ მოსახლეობა იქნება 450-500მლნ.
იმავე 2100 წელს ჩინეთის მოსახლეობა შემცირდება 1 მლრდ-მდე, რუსეთის მოსახლეობა შემცირდება - 110-120 მლნ-მდე.
ასეთ პირობებში, ჩინეთსაც კი აღარ ექნება აშშ-სთან შედარებით ტოტალური უპირატესობა მოსახლეობაში, "მხოლოდ" 2-ჯერ დიდი სახელმწიფო იქნება,
მაშინ როდესაც იგივე აშშ რუსეთზე 4-ჯერ ან შეიძლება 5-ჯერ უფრო დიდი სახელმწიფო იყოს.
21-ე საუკუნის მეორე ნახევრისკენ მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრი აზიისკენ გადაიხრება მკვეთრად, ჩინეთი და ინდოეთი ეკონომიკური ზესახელმწიფოები იქნებიან, წინ წამოიწევს ნიგერია და რამდენიმე აფრიკული სახელმწიფოს მოსახლეობა მიუახლოვდება 200 მილიონს.
საუკუნის ბოლოს ამერიკა სამხედრო თვალსაზრისით მეორე იქნება მსოფლიოში (ჩინეთის შემდეგ), მაგრამ რეალური ძალა თითქმის თანაბარი ექნებათ.
ეკონომიკური თვალსაზრით აშშ ან მეორე ან მესამე იქნება (ჩინეთი-ინდოეთის შემდეგ)
რუსეთის და ევროკავშირის კრახის უმთავრესი მიზეზი შემცირებადი მოსახლეობა და ეკონომიკური სტაგნაცია იქნება.
ადამიანები, რომლებიც წელს დაიბადნენ, მთელს ცხოვრებას ამერიკის ზესახელმწიფოობის პირობებში გაატარებენ. ალბათ სკოლის ბოლომდე, ჯერ კიდევ
ერთპოლარული მმართველობით. შუა ხნის ასაკში მოწმე იქნებიან აშშ ვს. ჩინეთი "ცივი ომის" და სხვადასხვა ეკონომიკური-ტექნოლოგიური დაპირისპირებების, სადაც ნელ-ნელა ჩინეთი ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს, შეიძლება 30%-ით უფრო მეტი ეკონომიკაც ჰქონდეს ჩინეთს. ღრმა მოხუცებულობის პერიოდში ჩინეთი აშკარა ლიდერი იქნება, აშშ-ინდოეთი მეორე ადგილობისთვის იბრძოლებენ.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 16 Aug 2021, 22:37
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)