დავბრუნდი.
ოპერატიული ვითარება ფრონტიდან
1) უკრაინელებმა აიღეს სოფელი სტარომარიევკა, თუმცა ოფიციალურად ჯერ უარყოფენ ამას, "მცოცავი ოკუპაციის" (ამ შემთხვევაში გათავისუფლების) ტაქტიკით. როცა 100% გააკონტროლებენ სიტუაციას, მერე აღიარებენ.
საქმე 93-ე მექანიზირებულმა ბრიგადამ შეასრულა, რომელმაც მდინარე კალმიუსზე გააკეთა პონტონური გადასასვლელი და გადასვა თავისი მოწინავე რაზმები მაგ სოფელში.
2) რუსებმა დაიწყეს კონტრშეტევა 1-ლი მოტომსროლელი ბრიგადის (ე.წ "სლავიანსკის ბრიგადა") ძალებით და არტილერიის გამოყენებით. ცდილობენ უკრაინელები აიძულონ რომ სოფელი დატოვონ საარტილერიო დარტყმების გამო. თუმცა ამ მომენტში სტარომარიევკას აკონტროლებენ უკრაინელები, ეუთოს მისიის დამკვირვებლები (OSCE) გამოიძახეს რუსებმა, მაგრამ ისინი არ შეუშვეს სოფელში უკრაინელებმა.
3) სოფელ სტარომარიევკაში 180 ადამიანი ცხოვრობს,
აქედან 37 რუსეთის მოქალაქეა, ამ ეტაპზე რუსების მთავარი პროპაგანდისტული ნარატივი და საინფორმაციო კამპანიის ფოკუსი ეს ფაქტორია. ე.წ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელი დენის პუშილინი აცხადებს, რომ უკრაინამ მძევლად აიყვანა რუსეთის მოქალაქეები.
4) უკრაინელების ქმედებები ფასს უგდებს რუსეთის პასპორტს. უკრაინა რეგულარულად ბომბავს რუსეთის მოქალაქეებს, თუმცა პასუხს ვერ სცემს რუსეთის ფედერაცია თავისი მოქალაქეების დასაცავად, ეს ცუდად აისახება რუსეთის პრეზიდენტის იმიჯზე და რუსეთზე, ამიტომ ძალიან ნეგატიურია მათთვის და მაგიტომ აკლავენ ახლა თავს სტარომარიევკის დაბრუნების მცდელობებს.
5) მიმდინარეობს საარტილერიო დუელები მთელს ფრონტზე.
უახლოეს დღეებში გაირკვევა, უღირთ უკრაინელებს ეს სოფელი იმად რომ საარტილერიო შეტევებში იჯდნენ და გამაგრდნენ თუ დატოვებენ მას. დღეს კიდევ ერთი უკრაინელი დაიღუპა მანდ. ეგ ადგილი დაბლობში მდებარეობს და გარშემო სულ რუსების პოზიციებია, ამიტომ რთული დასაცავია.
მეორეს მხრივ თუ უკრაინელები შეინარჩუნებენ, მაშინ სამომავლოდ კალმიუსზე ექნებათ გამზადებული პლაცდარმი, რომელზეც პონტონების ნაცვლად უკვე ხიდს აღადგენენ და ტელმანოვოსკენ შეტევის შემთხვევაში იმას გამოიყენებენ ტექნიკის გადასასროლად.
P.s
რაც შეეხება "ბაირაქტარებს", ისინი კარგ როლს შეასრულებენ სადაზვერვო უპილოტოების სახით, რათა სამიზნეები აღმოაჩინონ ამისთვის

დღევნადელი ვიდეოა.
"ბაირაქტარების" და მსგავსი სარაკეტო კომპლექსების ეფექტურობა ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ცალკეული "ბაირაქტარების" ნასროლი MAM-C/L, დიდი ალბათობით უკრაინელები უფრო სადაზვერვო დატვირთვას მისცემენ მომავალში, როცა "ბაირაქტარებიც" მეტი იქნება და ასეთი რაკეტებიც. ჯერ ადრეა ომისთვის.
არსებობს ვერსია რომ გუშინდელი "ბაირაქტარიც" დაზვერვის მისიით დაფრინავდა და ამიტომ მინიმალურად იყო შეიარაღებული. უკანა გზაზე ცოტა შეუგდო შესაშინებლად პაწა ბომბი, რუსებმა გაიგეს გასაგები. "Не подготовились"