არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს და შევავსოთ საინფორმაციო სივრცე ბოლო სიახლეებით.
(გამიკვირდა, ამ თემაზე პოსტი რომ არ დევს

)
სკანდალი: ბაიდენს უწესრიგოდ აქვს შენახულ-გაფანტული სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტები!
როგორც პრესა წერს, ბაიდენის ადვოკატები, მისი ბიუროს დალაგებისას,
წააწყდნენ დოკუმენტებს, რომელსაც ადევს გრიფი - საიდუმლო.
მათ ეს დოკუმენტები არქივს გადასცეს, არქივის უფროსობამ კი, როგორც კანონი მოითხოვს,
ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს შეატყობინა.
საინტერესოა, რომ ეს ამბები გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
თუმცა არჩევნების გამო საზოგადოებას არ გაუმხილეს, შედეგებზე გავლენა რომ არ ჰქონოდა...
ბაიდენის საშინაო არქივის შემოწმებები გრძელდება, ასევე გრძელდება საიდუმლო დოკუმენტების პოვნა.
ყრია ყველგან: სახლში, გარაჟში, ბიუროში...
ნაპოვნი მასალა ეხება უკრაინას, ირანსა და დიდ ბრიტანეთს.
რესპუბლიკელები ხარობენ.
ისინი აცხადებენ, რომ დაწვრილებით შეისწავლიან ამ თემას და ბონუსად დაამატებენ:
ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას,
მთავრობის მუშაობას კორონას თემაზე,
ლტოლვილთა კრიზისს მექსიკის საზღვართან,
საგადასახადო სამსახურებიდან პირადი ინფორმაციების საჯაროდ გამოტანის პრობლემას,
ჰანტერ ბაიდენის მოღვაწეობას უკრაინაში.
ანუ საარჩევნო ბრძოლა უკვე იწყება.
ბაიდენი ხელახლა აპირებდა კენჭის ყრას.
მალე ვნახავთ შეუშლის თუ არა ხელს ეს სკანდალი.