რუსული საჰაერო ხიდი ყაზახეთის მიმართულებით გამართულად მუშაობს.
უკვე მეორე დღეა უწყვეტად ხორციელდება ჯარების და აღჭურვილობის გადასროლა ულიანოვსკის, ჩკალოვკის და ივანოვოს აეროდრომებიდან.
საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადა უკვე ყაზახეთის ტერიტორიაზეა და მუშაობს.
პროცესშია 331-ე სადესანტო-საპარაშუტო პოლკის და 31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის გადასროლა. ასევე, ოპერაციაში მონაწილეობას იღებს სპეცდანიშნულების მე-3 ბრიგადა და მე-15 მოტომსროლელი სამშვიდობო ბრიგადა.

ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა გადაწყვიტეს ოპერაციას შეუერთდნენ. ტაჯიკეთის პარლამენტმა ოპერაციაში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ყირგიზეთის გადაწყვეტილებით ოპერაციაში მისი კონტინგენტი 150 ჯარისკაცით შემოიფარგლება.
დღეს ტერორისტებმა სცადეს ყაზახეთის სასაზღვრო ჯარების აკადემიაზე თავდასხმა. მოკლულია აკადემიის ხელმძღვანელი.
ტერორისტების მოგერიება მოხერხდა.
დაჭრილია აკადემიის რამდენიმე კურსანტი.
მთლიანად ღამის განმავლობაში განადგურებულ იქნა 26 ტერორისტი. შეტაკებაში დაიღუპა 18 სამხედრო.
ამ ყველაფერში ერთი სასიამოვნო ამბავიც არის. მთავრობის განკარგულებით ყაზახეთში დაიხურა ყველა მეჩეთი.
This post has been edited by DoggyDowe on 7 Jan 2022, 11:11
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)