გამოფრინდაო 5 საათი უნდა გზასო
უმსხვილესი ჩინური ინგლისურენოვანი სახელმწიფო მედია სააგენტოს GlobalTimes-ის მთავარი რედაქტორის ჰუ სიჯინის განცხადებით, ჩინეთმა უკვე ჩამოაყალიბა ტაივანზე პელოსის ვიზიტის შემთხვევაში ასამოქმედებელი კონტრზომების სერია, მათ შორის სამხედრო მოქმედებების გეგმები.
პარალელურად, ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტაივანს გადაწყვეტილი აქვს დაიცვას სახელმწიფო, თუ კი ჩინეთი გადაწყვეტს თავდასხმას პელოსის ვიზიტიდან გამომდინარე.
ამავდროულად, თეთრი სახლის ბოლო განცხადებიდან ვიგებთ, რომ განსხვავებით წინა განცხადებიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ ვერ ამჩნევს ჩინეთის ტაივანზე შეჭრის შესაძლო რისკებს, ამ ეტაპზე აშშ თვლის, რომ მოსალოდნელია ჩინეთის მიერ სამხედრო სახის პროვიკაციები, რომელსაც შესაბამისი პასუხი გაეცემა.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით 18:30 საათზე( შესაძლოა შეიცვალოს) ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია დაეშვება ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში. სპიკერის თვითმფრინავს ტაივანის საჰაერო სივრცეში, ტაივანის საჰაერო ძალებთან ერთად დააზღვევს ამერიკული F-16-ებისა და F-15-ების ორი არასრული ესკადრილია, ხოლო უშუალოდ ვიზიტის უსაფრთხოებისათვის პენტაგონმა 100-მდე სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი გამოყო, რომელთაც ევალებათ ტაივანზე ვიზიტისას ამერიკული დელეგაციის კონტროლი და მათი უსაფრთხოების დაცვა.
რამდენიმე წუთის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პელოსის ტაივანზე ვიზიტის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა:
"ჩინეთსა და აშშ-ს, სხვადასხვა არხებით ჰქონდათ მჭიდრო კომუნიკაცია.ვიმედოვნებთ, რომ შეერთებულ შტატებს ესმის საკითხის სერიოზულობა და მისი მგრძნობიარეობა ჩინეთისათვის".
"თუ კი პელოსის ვიზიტი შედგება, ჩინეთი მიიღებს გადამწყვეტ ზომებს. ჩინეთის კონტრზომები გამართლებული და აუცილებელი იქნება აშშ-ის მიერ ჩინეთის განმეორებითი და სერიოზული გაფრთხილებების უგულვებელყოფის პირობებში. ჩინეთი მოიქცევა ისე, როგორც სუვერენული სახელწმიფოს უსაფრთხოებას ესაჭიროება".
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პელოსის ვიზიტის მარშრუტს და თუ ის ტაივანში გაემგზავრება, აღნიშნული მოქმედება ტაივანისთვის მოიტანს დამანგრეველ შედეგებს"
P.S. რამდენიმე წუთის წინ, ნენსი პელოსის ბორტი აფრინდა მალაიზიიდან და სავარაუდოდ მიფრინავს ტაივანში, ფრენის განგრძლივობა 5-5,3 საათი.
* * *



ვნახოთ აბა რამხელა ყვერები აბიათ