#60109527 · 17 Feb 2023, 15:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ ჰიჯაბის ტარების საკითხზე ის მსჯელობას გამართავდა, ცვლილება არ მომხდარა. მეტიც, მედია წერს, რომ რამდენიმე ბიზნეს-ობიექტი კაფეების და რესტორნების ჩათვლით დაიხურა ამ კანონდარღვევის გამო.
მაგალითად, გავრცელდა ვიდეო, სადაც პირი თეირანის ერთ-ერთ აფთიაქში შენიშვნას აძლევს ფარმაცევტს თავშალის ტარების აუცილებლობაზე, რაზეც მისგან უხეშ პასუხს იღებს. გუშინ კი პრესაში დაიწერა, რომ ამ აფთიაქმა მუშაობა შეაჩერა, მისი მფლობელი ქალის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა!
ურმიას უნივერსიტეტში დაახლოებით 50 სტუდენტ გოგონას უარი უთხრეს შეშვებაზე ჰიჯაბის წესის მიმართ "უპატივცემულო დამოკიდებულების" გამო. ანალოგიური გაფრთხილება მისცეს თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
თუმცა პროტესტები გრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე ჭერქვეშ. ამ დღევანდელი დღით დათარიღებულ ვიდეოზე თეირანში ინჟინერთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატი ქალი ყველას თვალწინ ჰიჯაბს სცენაზე ისვრის.
სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 500 ადამიანი იქნა მოკლული, მათ შორის 71 არასრულწლოვანი, 20 ათასზე მეტი - დაკავებული. დადასტურებულია სამი დაპატიმრებულის ჩამოხრჩობის ფაქტი, მათგან ერთი პირის სიკვდილით დასჯა "ბასიჯის" წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მოხდა.
--------------------
مرگ بر ااشغالگران خونین روسیه واسرائیل
|