თუ გინდათ იგივე სასიამოვნო პროცესს მოესწროთ 36 შემოხაზეთ <3
არგენტინული გერჩის განახლება:
რეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ დანიშნულმა ეკონომიკის მინისტრმა, ლუის კაპუტომ 10 მყისიერი ეკონომიკური ზომა შეიმუშავა ქვეყნის უკიდურესად მწვავე კრიზისთან საბრძოლველად.
პრეზიდენტის განკარგულებით:
⭕საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების კონტრაქტები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წინასაარჩევნოდ დაასაქმა, არ გახანგრძილვდება. ამით დასრულდება „საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასაქმების ჩვეული პოლიტიკური პრაქტიკა“.
⭕ერთი წლით შეჩერდება ყველა სამთავრობო რეკლამა და დაიზოგება თანხები. გადასახადების გადამხდელთა ფულით აღარ დაფინანსდება მედია „რომელიც მხოლოდ არაკომპეტენტური ხელისუფლების საქებრად შეიქმნა“.
⭕18 სამინისტროდან გაუქმდა 9, დეპარტამენტების რაოდენობა კი 106-დან 52-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების განახევრებას, ხოლო მენეჯერული პოზიციების 34%-ით შემცირებას.
⭕მინიმუმამდე შემცირდა რეგიონებისათვის განკუთვნილი ფულადი ტრანსფერები. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს თანხები ძირითადად პოლიტიკური ლოიალურობის ყიდვას ხმარდებოდა.
⭕გაუქმდა საჯარო შესყიდვები და ტენდერები. სახელმწიფო აღარ გამოაცხადებს ტენდერებს და შეწყვეტს ყველა არსებულ პროექტს, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო პროექტები ყოველთვის იყო კორუფციის წყარო, რაც საბოლოოდ დასრულდება.
⭕შემცირდა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სექტორების სუბსიდირება.
⭕გაუქმდა საქონლის იმპორტის შემზღუდველი სალიცენზიო სისტემა. კომპანიებს აღარ მოუწევთ ოპერაციების განხორციელებამდე ნებართვის აღება.
⭕შენარჩუნდა შრომის ხელშეწყობის სოციალური გეგმები და გაძლიერდა სოციალური პოლიტიკა, თუმცა სოციალური დახმარების გამანაწილებელი ყველა ორგანიზაცია ჩაიხსნა.
⭕გაორმაგდა ბავშვთა მხარდაჭერისა და საკვების დაფინანსების პროგრამების ხარჯები. ადამიანები შუამავალი ორგანიზაციების გარეშე, პირდაპირ მიიღებენ დახმარებას.
⭕ორჯერ გაუფასურდა პესოს ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით, რაც მოხდა უცხოური ვალუტის შესყიდვისა და არასასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტის გადასახადის ზრდასთან ერთად. მინისტრმა დააკონკრეტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაუქმდება ექპორტის ყველა გადასახადი.
This post has been edited by superhardware on 20 Dec 2023, 13:22
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)