d2d4
დედამიწელი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3020
წევრი No.: 216311
რეგისტრ.: 26-March 16
|
#62720464 · 11 Sep 2026, 17:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს 11 სექტემბერია, დიდი ტრაგედიის დღე, ეს ტერორისტული აქტი საყოველთაოდ ცნობილია, მე მინდა რომ მის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვეთ სიღრმეში. 9 სექტემბერს ანუ 2 დღით ადრე ალქაიდამ ააფეთქა ახმად შახ მასური, (იგივე პანჯირის ლომი) ის იყო ეთნიკურად ტაჯიკი, რომელიც ებრძოდა საბჭოთა ჯარებს, შემდეგ კი საბჭოელების დატოვებული რეჟიმიც ჩამოაგდო, თალიბებთან დაპირისპირებაში იყო და ააფეთქეს (ნუ ეგ სხვა, დიდი თემაა) ყველაფერი ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიის დროს დაიწყო, როდესაც პაკისტანი შედიოდა ინდოეთის შემადგენლობაში ხოლო ინდოეთი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია იყო. ავღანეთი აღმოჩნდა რუსეთის იმპერიას და ბრიტანეთის იმპერიას შორის ბუფერი, არცერთს არ უნდოდა მისი დაპყრობა, რადგან ძვირი დაჯდებოდა, მათ სურდათ მათი სატელიტი მართველობა ყოფილიყო ავღანეთში. რაც შეეხება ავღანეთს, ეთნიკური ავღანელი არ არსებობს, უმეტესობაში არიან პუშტუნები, ხოლო უმცრესობებში არიან ტაჯიკები, უზბეკები, თურქმენები და ჰაზარელები, კიდევ რამენიმე პატარა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს რომლებიც პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ. ბევრჯერ ეცადნენ ბრიტანელები ავღანეთის სრულად დაპყრობას მაგრამ სრულად ვერ იპყრობდნენ, რადგან ავღანელები გადადიოდნენ პარტიზანულ ომზე, ადიოდნენ მაღალმთიან უღელტეხილებში, სადაც ბრიტანული ლოჯისტიკა მოუქნელი ხდებოდა. ერთხელ კი ქაბულიდან ჯალალაბადისკენ მიმავალ გზაზე სრულაიდ 4500 ჯარიკაცი ამოხოცეს ავღანელებმა, პლიუს 12000 სამოქალაქო პირი რომლებიც იყვნენ მომსახურე პერსონალი და ზოგი კი ოჯახის წევრი. მხოლოდ ერთი პირი გადარჩა, სამხედრო ექიმი უილიამ ბრაიდონი. ამ ყველაფრის შემდეგ ბრიტანელებმა პოლიტიკურ ეშმაკობას მიმართეს, გაავლეს დიურანდის ხაზი, რის შედეგადაც პუშტუნებით დასახლებული ტერიტორია ორად გაიყო, ნახევარი დარჩა ავღანეთის ტერიტორიაზე, ნახევარი კი პაკისტანს მიაწერეს. როდესაც ბრიტანეთის იმპერია დაიშალა, პაკისტანი გამოეყო ინდოეთს, პაკისტანს კი მემკვიდრეობით ერგო დიურანტის ხაზის შედეგად მიღებული პუშტუნებით დასახლებული ტერიტორია. (სხვათა შორის ამ ახლაც კი მიმდინარეობს პუშტუნების დეპორტაცია ავღანეთში, ადამიანების 3-4 თაობა დაიბადა და გაიზარდა აწ უკვე პაკისტანში და მათ ავღანეთში ადეპორტებენ, საშინელ პირობებში ხდება ეს დეპორტაციის პროცესი) ეს იყო ჩადებული ნაღმი, რომელიც მუდამ დაძაბულობას ქმნიდა. მოკლედ ამ პირობებში შეხვდა ავღანეთი 20 საუკუნეს, არავის არ სურდა მათი განვითარება. 20 იან წლებში საბჭოთა კავშირს თხოვდა ჯარების შეყვანას და დახმარებას ამანულა ხანი, რომელსაც გადატრიალება ემუქრებოდა პაკისტანიდან მართული პროცესების შედეგად, რადგან ის მკვეთრად პროგრესული მართველი იყო, სურდა სეკულარიზმი, ჰიჯაბების გაუქმება და ასე შემდეგ, საბჭოთა კავშირს არ ქონდა მაგ დროს მაგის რესურსი რომ დიდი ჯარები გაეგზავნა, გააგზავნა პატარა დანაყოფი რომელმაც ვერაფერი გააკეთა, ამანულა ხანი კი ევროპაში გაიქცა. შემდეგ ხდებოდა გადატრიალებები ხშირად, 79 ში კი ჩატარდა ოპერაცია შტორმი, აიღეს კომუნისტი ამინის სასახლე, მოხდა მისი ლიკვიდაცია და დასვეს თავის სატელიტი ქარმალი. ამას არ შეეგუა აშშ, ჩინეთი და პაკისტანი, დაიწყეს ამბოხებული პუშტუნების შეიარაღება და გადამზადება, ფულს იხდიდა აშშ, ტექნიკას აწვდიდა ჩინეთი, ლოგისტიკა და სამხედრო ინსტრუქტორები პაკისტანმა იტვირთა. პლიუს სამხრეთ დასავლეთ ფრონტზე ირანიც ეხმარებოდა აჯანყებულებს. მოკლედ დიდი 10 წლიანი დაპირისპირება მიმდინარეობდა ხეობებში და უღელტეხილებზე, ბოლოს საბჭოთა კავშირი გავიდა, დატოვა სატელიტი მართველი რომელიც მალევე დაამხეს. შემდეგ მოხდა სამოქალაქო ომები. თალიბანი, ალქაიდა, ბილ ლადენი და ათასი უბედურება აღმოცენდა ამ პროცესებზე. "He may be a son of a bitch, but he is our son of a bitch" ეს გამოთქმა მიესადაგებოდა კარტერის და რეიგანის პოლიტიკას, რომლებიც ყველა ნაძირალას და კაციჭამიას უჭერდნენ მხარს ოღონდ კი ანტიკომუნისტი ყოფილიყო, დაჟე ფუნდამენტალისტ ისლამისტ ტერორისტებს, ისეთებს როგორიც ოსამა ბინ ლადენია. ჩემი აზრით ასეთი პრეისტორია და მიზეზ შედეგობრივი კავშირების შედეგად დადგა 9/11
--------------------
Я свободный художник и холодный философ
|