
არასტანდარტული bootsector ის გამო ანტივირუსები იჭერენ. ნუ გეშინიათ, OS-ს ლინუქსზე ვწერ და დაბილდული ორობითი ფაილი თქვენ კომპს არაფერს ავნებს

ვეძებ

და ვერ ვპოულობ.
OS-ის დამთავრება არ არსებობს

ბირთვი უკვე დამთავრებულია, გატესტირება და დამატებითი ფუნქციები დარჩა.
დახმარება გვჭირდება მოდულებზე, დრაივერებზე და პროგრამებზე.
სიახლეები:
1. Thread-ები "საბოლოოდ" მორჩა! 7 თრედი ერთად გავუშვი, ყველა ერთიდაიგივე დრაივერს მიმართავდა და შედეგით აღფრთოვანებული ვარ. არც ქრაში მოსდის და სისწრაფეც გადასარევია.
2. გაკეთდა Vesa რეჟიმის დადგენა ყველა ვერსიაზე და მონაცემების ბლოკები systemCall-ებში ჩაემატა. უმარტივესად დაიწერა Vesa-ს დრაივერი. მალე ვიხილავთ 800x600 გაფართოების ეკრანზე 32 ბიტ ფერებით დამშვენებულ სისტემას. თუ ვინმე მსურველია C-ზე შეასრულოს ეს დრაივერი, 0-დან დავეხმარები და ერთად გავაკეთებთ.
3. პროექტის სტრუქტურა კიდევ ერთხელ შეიცვალა, რომელსაც კერნელის კოდის ცვლილებები არ მოჰყოლია.
4. მზადდება დოკუმენტაცია, როგორ მოვიწყოთ Zvini-ს პროექტი კომპზე, როგორ დავწეროთ მასზე პროგრამა, როგორ გამოვიყენით API.
5. საიტზე განთავსდა sectos - მეხსიერების დაფის პროექტი. რა არის sectos? ეს არის ჩვენი დაწერილი ოპერაციული სისტემების სერია, რომელიც შედგება მხოლოდ bootsector-ისგან, რომელიც გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. ამ პირველი გამოშვების მიზანია ეკრანზე გამოიტანოს მეხსიერების მეფინგი. მოყვება კოდიც და იმიჯიც. გადმოწერეთ, საინტერესოა.
http://imnadze.ge/zvini/releases.php6. ასევე გამოვიდა ასემბლერის ბიბლიოთეკის რილიზი და Source Browser-ი.
http://imnadze.ge/zvini/sourcecodes.php?path=/ აქ არის თითქმის მთელი ნამუშევარი და პროექტის სტრუქტურა.