PCI HDD-ები ვნახე, მაგრამ მინდა პატარა და იაფი იყოს.
ჩემთვის უცნობი პრინციპია

გავარჩევ.
PCI-ზე შეერთებული დივაისების პოვნა უკვე შეგვიძლია. ახლა მასტერ პარტიშენის სტრუქტურას ვადგენ. მინდა თქვენც მიიღოთ მონაწილეობა და შემისწოროთ, თუ რამე მეშლება.
-----
გვაქვს ორი პარტიშენი - Master და User.
მასტერი არის პარტიშენი, რომელსაც პროგრამები და მომხმარებლები ვერ ეხებიან. მხოლოდ ინსტალერს შეუძლია მაგ პარტიშენზე მოქმედება.
ინსტალერი არის სისტემის ნაწილი და მოთავსებულია Master/System საქაღალდეში.
აქვე არის კერნელის ვერსიები, დრაივერების დეტექტორი, და ბუთსექტორიც კი გამოჩნდება.
Drivers საქაღალდეში არის თითოეული ტიპის დრაივის საქაღალდე და მასში ერთადერთი ინტერფეისი, რომელსაც პროგრამა გამოიყენებს. სამაგიეროდ იქ ეყრება დრაივერები როგორც მოდულები და რა დრაივსაც DeviceDetector აირჩევს ჩართვისას, Interface იმ მოდულს ჩატვირთავს.
Modules საქაღალდე შედგება ობიექტებისგან, თავისი ვერსიებით, რომლებსაც პროგრამები გამოიყენებენ. სტანდარტული dll ებისგან ის განსხვავებაა, რომ ჩატვირთვისას არ მიელინკება პროგრამას, არამედ ოპერატიულში რაღაც ფეიჯზე იჯდება და პროგრამა მიიდგამს როგროც ReadOnley. ყველა პროგრამას შეეძლება ერთი მოდულის გამოყენება, რომელიც ოპერატიულში მხოლოდ თავის მოცულობას იკავებს. როცა აღარავის დასჭირდება გარბაჟისკაცი მოაცილებს

Programs -ში გამშვები ფაილები დევს მხოლოდ. პროგრამის დანარჩენი ნაწილი(იმიჯები, ენები და ა.შ.) Resources-ში იქნება. საერთო მოდულები კი როგორც მოგახსენეთ ისე.
-----
User პარტიშენი შედგება:
Homes-მომხმარებლების დოკუმენტები და ა.შ. სავარაუდოდ ტემპებიც Homes-ში იქნება.
Development ზრდილობის გულისთვის დავამატე ამ დროისთვის.
აქეთა მხარეს ყველაფერი რომ წაიშალოს, სისტემა მაინც იმუშავებს. აი ეს არის დანაწევრების დადებითი მხარე. კიდე ის, რომ Master ნაწილი ინდექსირებული იქნება სულ და უსწრაფესად იმუშავებს.
იმ ჩემ ნათქვამ PCI ან თუნდაც USB დრაივში ჩავსვამთ Master მხარეს სტანდარტული დრაივერებით ზედმეტი პროგრამების და მოდულების გარეშე. წესით 32 MB-ს არ უნდა გადააჭარბოს.
64 bit შეთავსებადობაზეც ვფიქრობ ასევე.
This post has been edited by Cpp on 24 Jul 2009, 10:00
მიმაგრებული სურათი