datodavita რუსული თუ იცი გეტყვი ერთ საიტს.
http://ogasoda.ru/talking/ კრაიზეც აქვს გაკვეთილები უდეკაზეც და უნიტეზეც(მეზარება ინგლისურად აკრეფა ). ეხლა დაჟე ოგრეზეც დაიწყო გაკვეთილების დადება. საკუთარი ენჯინი უნდა დავწეროვო

მოკლედ დასაწყისისთვის გეყოფა კრაის გაკვეთილები. თუ უდეკას და უნიტს ნახავ მანდ საერთოდ წელიდაწნახევარის მასალა დევს, დამიჯერე ბევრ რამეს გასწავლის. რუსულიც თუ არ გესმის და მაშინ რა გითხრა აბა. პროგრამირება მაინც სასწავლი გექნება და იქნებ ვინმე მასწავლებელი ნახო C++,C#,lua-ზე. ისე კი უბრალოდ გართობა გამოვა. უბრალო სცენებს ააწყობ და ირბენ ერთი გორაკიდან მეორეზე. დამიჯერე დაიწყე უადვილესიდან არ გინდა რამე განსაკუთრებულზე ფიქრი. გაიხსენე "დენდის"

თამაშები და unity-ში გააკეთე თუნდაც ის ტანკები რო იყო კუბიკოვანი. ასე ნელნელა აითვისებ საბაზისო ცოდნას და მერე ნელნელა გადადი cryengin-ზე. მე პირადად ბოდიში შენთან რო ვერ შევძელი დაკავშირება. სამწუხაროდ დრო მაქვს ძალიან შეზღუდული სამსახურის გამო. ჩემი პროექტიც დროებით შეჩერდა რადგანაც ფიზიკურად დრო აღარ მრჩება. გატყობ რომ ძალიან მონდომებული ხარ და გული მწყდება რომ ვერ გეხმარები. მაგრამ შენით ეცადე რამე. კონკრეტული კითხვები რო გაგიჩნდება დაგვისვი აქ და გიპასუხებთ.
ისე ეს კრაის საერთო თემაა. მე გირჩევ რამე საავტორო თემა გახსნა მაგალითად "ჩემი პირველი პროექტი კრაიზე" შექმნის ეტაპები და სურათები დადე და კონკრეტულ პრობლემებზე მიიღებ პასუხებს. რიავი მე მაგალითად ასე გავაკეთებდი შენს ადგილზე. ქართულენოვანი მასალაც შეიქმნებოდა და ხალხსაც დააინტერესებდი.