მთლად სწორი მიდგომა არ არის. პირველ შემთხვევაში უკეთესია კომენტარების გარეშე გადამისამართება index... გვერდზე.
რაც შეეხება ყველაფრის გაფილტვრას და გასწორებას, არ არის გამორიცხული რომ თავად შეუქმნა ხვრელი საიტს. ამიტომ Hacking Attempt გარკვეულ ზღვარს იქით უფრო გამართლებულია. მომხმარებელმაც უნდა ინებოს კეთილი და შეხედოს რატომ გამოხტა შეტყობინება, ხოლო, თუ მომხმარებელი არ არის და სწორედ ჰაკერია (და ამიტომაც ვწერ ამ კომენტარს) მაშინ, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია და ნაკლები შესაძლებლობა განმეორებით ცდისთვის.
თუ შეეცდები რომ ჰაკერის ურლ-ები ასწორო გაგშიფრავს რას როგორ ასწორებ და არის დიდი შანსი რომ გიპოვნოს ხვრელი სკრიპტში. შეიძლება იმაზე გაცილებით ჭკვიანი იყო, და დარწმუნებულიც ვარ რომ იქნები, მაგრამ იმისთვის ხვრელის ძებნა პრიმიტიული ცდების თანმიმდევრობაა და დამერწმულე დიდი შანსია რომ იპოვოს, რადგან შენთვის ყველაფრის გათვლა შეუძლებელია.
მსგავს რაღაცაზე დავა მქონდა ერთერთი ცმს-ის ავტორებთან.
კერძოდ ცმს ბლოკავდა გუგლის ბოტს.
google.com searchვწერდი რომ არასწორია მეთქი ყველაფრის ბლოკვა ელემენტარულ შეცდომაზე მეთქი. იმათ რათქმაუნდა ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ და კარგად რომ შევუჭამე ტვინი, მოკლედ მომიგეს შენი სკრიპტი სწორად აკეთებს რომ ბლოკავს, შეცდომა გუგლს მოსდის და მან უნდა გაასწოროსო.
ვიფიქრე ესენი ვერ არიან დალაგებული მეთქი, მეტი საქმე არ აქვს ახლა გუგლს რომ ჩემი საიტის გულისთვის ბოტის ალგორითმი შეცვალოს მეთქი. გასაკვირი ის მოხდა რომ რამდენიმე კვირაში ალგორითმმა თავად დააფიქსირა რომ შეცდომა მეორდებოდა (ჭკვიანი ხალხის დაწერილია და იმიტომ) და შეწყვიტა იმ რექვესტების გამოგზავნა რომელის საეჭვო ფრაგმენტს შეიცავდა.
ამდენი იმიტომ დავწერე რომ არ არის აუცილებელი ყველაფრის ფილტვრა და გასწორება, ზოგჯერ და უფრო ხშირად უმჯობესია არასწორი ზაპროსების დაბლოკვა და იპ ბანიც კი. დამიჯერე შეცდომის შემთხვევაში, ვისაც შეეშალა მოგწერს შემეშალაო. და ვინც გოთვერნობს ღირსეულად დაიბლოკება. რომ განახა (ბაზაში ინახება ყველა დაბლოკილი) რა ზაპროსები მოდის მიხვდები რა "უფსკრულის" პირას აღმოჩნდება სკრიპტი, მათი გასწორება რო ეცადა.