სალამი მეგობრებო
ასეთი კითხვა მაქვს. მაქვს საიტი რომელიც დავწერე მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ვიწყებდი php-ს სწავლას. ეხლა წარმოიდგინეთ რა იქნება ეგ საიტი

ხოდა მონაცემთა ბაზის სტრუქტურაც ჩემით მაქვს გაკეთებული.
ეხლა მინდა გადავიტანო ეს ძველი საიტი wordpress-ზე.
დავწერე სკრიპტი რომელსაც ჩანაწერები მოაქვს ძველი მონაცემთა ბაზიდან და სვამს wordpress-ის ბაზაში.
ყველაფერი ხდება შემდეგნაირად: მოაქვს ( ძველი ბაზიდან ) 50 ჩანაწერი, სვამს wordpress-ში, და შემდეგ როდესაც ამ ყველაფერს დაასრულებს, ეს ყოველივე მეორდება.
დაახლოვებით ასეთი სკრიპტია
$a = mysql_query("SELECT posts FROM some_base WHERE mark = 0 LIMIT 50");
while ($b = mysql_fetch_array($a)) {
$c = mysql_query("INSERT INTO wp_posts (bla, bla, bla) VALUES (bla, bla, bla)");
(ეს ყველაფერი მუშაობს)
if ($c == true) {
//refresh page
if ($insert_five == true) {
if ($num_rows > 0) {
header('Location:
http://localhost/main/base.php'); }
else {
echo "Done!!!";
}
}
//end nrefresh page
}
}
პრობლემა არის ის რომ ( ნუ პრობლემაც არ არის მაგრამ მაინტერესებს რატომ ხდება ეს ) როდესაც ამ ფაილს ვუშვებ ( base.php ) მიდის პროცესი რაღაც გარკვეული პერიოდი, მაგრამ მერე ან ჩერდება ან აბრუნებს localhost doesn't work ნუ მერე ვარეფრეშებ გვერდს და აგრძელებს ისევ გადატანას, მაგრამ რატომ ჩერდება ამას ვერ ვგებულობ.
იდეაში დაასრულა პროცესი დარეფრეშდა დაიწყო პროცესი, დაასრულა დარეფრეშდა და დაიწყო ისევ.
რაში უნდა იყოს პრობლემა? ან რა მაქვს არასწორად ხომ ვერ მეტყვით?
მადლობა წინასწარ!!!