შე ჩემნაირო შენა...

აქ ეხლა ძველები ვინც არიან იციან რომ მე თავიდან VB-ზე ვიყავი შეყვარებული ისე რომ რასაც უფრო მეტს მიძახოდნენ ნაგავიაო
მით უფრო ვინტერესდებოდი....
მერე გამიჩნდა პრობლემა თანხებთან დაკავშირებით
ხო და ერთ-ერთმა ფორუმელმა (მაქსიმუსმა) მირჩიე მესწავლა php
რომ შევხედე თავიდან ძაან ბულკი მომეჩვენა (VBA-ზე გაზრდილ კაცს)
მაგრამ რაც უფრო ღრმად შევდიოდი მით უფრო რთულდებოდა მაგრამ სინტაქსი იმდენად მარტივი იყო რომ ლოგიკის სირთულეს ვაფშე ვერ ვამჩნევდი
მერე თავი გურუ რომ მეგონა აღმოჩნდა რომ თურმე გაგებაში არ ვარ php-ის
ძალიან ბევრი დაფარული ფუნქცია ქონდა რომლის გარტყმაშიც არ ვიყავი დ ამან კიდე უფრო დამაინტერესა
მოკლედ დღეს დღეობით რაც უფრო შორს მივდივარ უფრო საინტერესო ხდება
თან ის ასწორებს რომ C-ის კვალი დასდევს და მაქსიმალურად მარტივად ხდება ყველაფერი
და მიუხედვად იმისა რომ ჯავა ბევრად სჯობს ამ უკანასკნელს
მაინც php მირჩევნია
არა იმიტომ რომ უფრო მარტივია ან მე კარგად არ ვიცი ჯავა
არამედ უბრალოდ ვერ ვიტან როცა სერვერი და კლიენტი ერთმანეთშია არეული
მირჩევნია სერვერი იყოს სერვერი და კლიენტი იყოს კლიენტი
ანუ გაყოფილი იყოს რა...
რავი დღეს დღეობით ალბათ იმიტომ რომ რამდენიმე წელია უკვე php-ზე ვარ
VB სართოდ მავიწყდება ნელ ნელა
თუმცა რომ ვუკვირდები
სინტაქსის სიმარტივით არცერთი ჩამოუვარდება მეორეს.....
არ ვიცი
შეიძლება ჯავას რომ დავამუღამებ იმაზეც იგივე ვთქვა მაგრამ
დღეს ასე ვფიქრობ...