მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ატარებს International PHP Conference.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ისეთი დიდი და გავლენიანი კომპანიები, როგორიცაა Facebook, Oracle, Zend, Aisec, Elva Project.
გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კუთხით:
• წარსდგეთ, როგორც სპიკერი და ისაუბროთ PHP , მონაცემთა ბაზებთან ან WEB ტექნოლოგიების ნებისმიერ სხვა Open Source პროდუქტთან დაკავშირებით საინტერესო თემაზე.
• კომპანიის შემთხვევაში მიიღოთ მონაწილეობა EXPO-ში, წარმოადგინოთ თქვენი კომპანია, პროექტები და საზოგადოებისათვის საინტერესო ღონისძიებები
• დაესწროთ კონფერენციას
აღნიშნული ტიპის ღონისძიებას, ჩვენს ქვეყანაში პრეცენდენტი არ გააჩნია. ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიების ჩატარება და სხვადასხვა ფიზიკური პირის და ორგანიზაციის ჩართვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობის მიღება ღონისძიებაში იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.
კონფერენცია ტარდება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით.
T.andghuladze@ug.edu.ge
http://phpconference.ge/