1. თავიანთი სტილები აქვთ default-ად. ზოგს ფონტი აქვს რაიმე სპეციფიური, ზოგი italic არის. მგონი ეს 3 ერთნაირია, უბრალოდ სხვადასხვანაირად გამოიყენება კოდში ისევე როგორც ul, div და span.
http://www.iandevlin.com/blog/2012/07/html...nd-pre-elementsრა თქმა უნდა ცსსით შეგიძლია ისე გაუწერო სტილები რომ დივების მაგივრად გამოიყენო, ისევე როგორც span-ები შეგიძლია გამოიყენო ყველგან მაგრამ კოდს რომ შეხედავ, თითოეული ელემენტი უნდა აღწერდეს, ამბობდეს რისი წარმომადგენელია (representative ასე ვთქვათ). HTML-ის განმარტების თანახმად, HTML documents are described by HTML tags.
2. <b> და <strong> ვიზუალურად ერთი და იგივე ეფექტს იძლევა - ტექსტი არის bold. მაგრამ აქაც განსხვავებაა თუ რას აღწერს თითოეული ელემენტი. მაგალითად, თუ გაქვს ტექსტი რომელიც უბრალოდ უნდა იყოს bold და მეტი არაფერი, მაშინ გამოიყენებ <b> -ს და თუკი არის ტექსტი რომელმაც უნდა მიიქციოს ყურადღება, ანუ უნდა იყოს გამოკვეთილი, მაშინ <strong>. ეს განსხვავებები განსაკუთრებით კარგად აისახება accessibility device-ებზე. ანუ მაგალითად ვისაც მხედველობა აქვს დაქვეითებული, შეიძლება იყენებდეს text - to - speech პროგრამას და იმ პროგრამამ შეიძლება რაღაც სპეციფიურად წაიკითხოს <strong>. აი რომ წარმოიდგინო პარაგრაფი სადაც ყველაფერი არის bold, ანუ მთლიან ტექსტს css-ით აქვს გაწერილი font-weight: 700; მაშინ ამ ტექსტში <strong> -ის გამოყენებას ვიზუალურად არანაირი აზრი არ ექნება მაგრამ აი იმ პროგრამებისთვის შეიძლება ჰქოდნეს და სხვანაირად წაიკითხონ <strong> ტექსტი.
იგივეა ზუსტად <i> და <em>. ორივე italic არის და ზუსტად იგივე განსხვავებებია რა.
3. <var> პირველ კითხვაში შეგვიძლია გავაწევრიანოთ.

4. border: 5px solid red; აქ solid ნიშნავს სწორ ხაზს. solid-ის მაგივრად შეიძლება იჯდეს dotted dashed double და ასე შემდეგ:
http://www.w3schools.com/cssref/pr_border-style.aspთუ არ გაუწერ რანაირი ხაზი გჭირდება ბორდერისთვის, ისე ვერ იმუშავებს რა თქმა უნდა..
5. წარმოიდგინე ყუთი A. ამ ყუთს აქვს შიდა სივრცე, რაც ყუთშია და გარე სივრცე - რაც მის გარშემოა. წარმოიდგინე რომ ყუთში დევს ჭიქა. padding არის ყუთის შიდა კედელსა და ყუთის შიგნით არსებულ ელემენტებს შორის დაშორება.
padding: 5px; ნიშნავს რომ ყუთის ოთხივე შიდა კედლიდან ჭიქამდე არის 5px დაშორება.
margin კიდევ არის იგივე, ოღონდ ყუთის გარე სივრცეზე. წარმოიდგინე რომ ეს ყუთი დევს თაროზე კიდევ სხვა ყუთებს შორის. ანუ ყველა მხრიდან სხვა ყუთები უდევს ირგვლივ.
ამ ჭიქიან ყუთზე გაწერილი margin: 5px; გამოიწვევს გარე ყუთების 5 პიქსელით გაწევას.
6. Framing-ში frame იგულისხმება? თუ კი, მაშინ frame წარმოიდგინე როგორც ჩარჩო. აი მაგალითად გაქვს რაღაც თაბახის ფურცელი, სადაც გაქვს პატარა მართკუთხედი ამოჭრილი. ამ თაბახის ფურცლის ქვეშ რასაც დადებ, იმ პატარა მართკუთხედში ხომ გამოჩნდება? აი ეგ არის frame. ანუ ამ თაბახის ფურცელზე, ჩარჩოში ჩატვირთული რაიმე სხვა content.
და თუკი უბრალოდ a ტაგზეა საუბარი, მაშინ:
<a href="http://www.something.com" target="_blank">hello</a> - ამ ლინკზე დაჭერით ახალი tab გაიხსნება browser-ში და იქ ჩაიტვირთება www.something.com
self, top და parent რომ გაარჩიო, აი ზემოთ მოყვანილი ჩარჩოს მაგალითი წარმოიდგინე. დავუშვათ და იმ მართკუთხედ ჩარჩოში ზის ლინკი:
<a href="http://www.something.com" target="_self">hello</a> მაშინ ამაზე დაჭერისას, ლინკი გაიხსნება ამ პატარა მართკუთხედ ჩარჩოში.
ხოლო
<a href="http://www.something.com" target="_parent">hello</a> - ამ ლინკზე დაჭერით კიდევ ლინკი გაიხსნება იმ თაბახის ფურცელში, ანუ parent-ში.
და top-ზე კიდევ წარმოიდგინე რომ იმ მართკუთხედ ჩარჩოში ზის კიდევ ერთი ჩარჩო, იმაში კიდევ ერთი და მერე კიდევ ერთი. და აი სულ ბოლო ჩარჩოში არის ეს ლინკი:
<a href="http://www.something.com" target="_top">hello</a> - მაშინ ამ ლინკზე დაჭერით, www.something.com გაიხსნება თაბახის ფურცელში, ანუ ყველაზე top ელემენტში.
self, top, parent-ს დამიჯერე არ გამოიყენებ ხოლმე იმიტომ რომ frame-ებზე თითქმის აღარ მუშაობს არავინ.