SuGoვეცდები რაღაც ძირითადი ეტაპები მოვყვე მაშინ, რომ ცოტა საინტერესოც გამოვიდეს.

ესეიგი სასწავლებლად ჩამოვედი აქ თავიდან, 2004ში. ვებ პროგრამირება თბილისში დავიწყე, რამდენიმე თვე ვიარე და html css ვისწავლე და ნუ რაღაც საწყისი ეტაპები ჯავასკრიპტის - რა არის, რატომ არის და ასე შემდეგ.
სხვათაშორის მთავარი მიზეზი რატომაც დავიწყე ვებ პროგრამირების სწავლა იყო რომ Counter Strike-ში ჩემი გუნდისთვის მინდოდა საიტი გამეკეთებინა.

)
აქ ზოგად IT-ზე ვსწავლობდი და პროგრამირებაში რა თქმა უნდა ვერაფერი მომცა საერთოდ. java[ertad]script მაინტერესებდა უბრალოდ ძალიან და მეთვითონ მივყევი, ვისწავლე.
სტუდენტურ სამსახურებს ვშოულობდი ხოლმე შიგა და შიგ - სარეკლამო ბარათების დარიგება ქუჩაში, საფოსტო ყუთებში შეყრა რაღაც leaflet-ების და ასე შემდეგ.
ერთ ერთი კომპანია, რომლის ბარათებსაც ვარიგებდი იყო ბინების ყიდვა გაყიდვის სააგენტო. და ნუ ამ ბარათებს ხან პირადად მაძლევდნენ ხოლმე, ხან მიწევდა მათთან შეხვედრა პირისპირ და ერთ ერთ ასეთ შეხვედრაზე, 500 ბარათი რომ უნდა მოეცათ, ისე უბრალოდ გამომკითხეს რას საქმიანობო და ვსწავლობ მეთქი, ვებ პროგრამირება მაინტერესებს ძალიან და კიდევ ფოტოშოპში ვმუშაობ თქო. და უი, საიტის გაკეთება გვინდაო და იქნებ შენ გააკეთოო.
ნუ მოკლედ ეგ იყო პირველი ფრილანს საიტი, რაც 100 ფუნტად გავაკეთე და სადღაც 1 კვირა მოვუნდი დიზაინსაც და აწყობასაც. უბრალო ჰტმლ საიტი იყო, სადღაც 5 გვერდიანი და მხოლოდ ინფორმაცია ეწერა, რამდენიმე აბზაცი თითოეულ გვერდზე.
მერე სადღაც 2 თვეში მკითხეს თუ შეგიძლია გააკეთო ისე რომ news-ებში ინფორმაცია დავამატოთ ხოლმეო. ნუ როგორც ყველა სტუდენტის, ჩემი ფინანსური მდგომარეობაც საშინელი იყო თავისი ვალებით და ამბებით, და ვუთხარი რა თქმა უნდა შემიძლია თქო (აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა). ცოტა საჩალიჩოა და ამიტომ დაახლოებით 2 კვირა დამჭირდება თქო და არაუშავს, კარგიაო.
დავიწყე ქექვა გუგლში როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს და რა არის ამისთვის საჭირო. ათასი ვერსია წავიკითხე (ძირითადად პჰპ რა თქმა უნდა) მაგრამ რომ ვერ გავიგე ვერაფერი, ბოლოს გადავწყვიტე რამე მომეფიქრებინა მეთვითონ და ჯავასკრიპტის მასივი ავაწყვე. უფრო სწორად 3 მასივი იყო. ერთში იწერებოდა სათაურები, მეორეში ასე ვთქვათ body ტექსტი და მესამეში ლინკები. თითოეულ news-ს ჰქონდა სათაური, ტექსტი და read more ლინკი რომელიც სხვა საიტებზე გადიოდა.
შემდეგ for loop-ში არენდერებდა html-ს რა. ანუ ერთ ერთი მასივიც რომ შეევსო არასწორად, ყველაფერი აირეოდა.

) მაგრამ ნუ სხვა არ ვიცოდი არაფერი. და ამან მიბიძგა იმისკენ რომ პჰპ მესწავლა.
და კიდევ მივხვდი რომ საიტი მჭირდებოდა

) და პირველი ვერსია გავაკეთე ჩემი საიტის.
რაღაც საწყისი ეტაპები ვისწავლე პჰპ-ში და შემდეგი საიტი დაახლოებით 1 წლის მერე გავაკეთე 350 ფუნტად. აქ უკვე $_POST, $_GET ვიცოდი რა იყო და შესაბამისად გავთამამდი ფასის ამბავში. 2006 იყო მაგარი წელიწადი იმიტომ რომ 2 ფრილანს საიტი გავაკეთე - ერთი 800 ფუნტად და 1 თვე მოვუნდი. და მეორე 650 ფუნტად, 2 თვე მოვუნდი. და ასევე ჩემი საიტის მეორე ვერსია გავაკეთე.
ჩემს გონებაში, სადღაც იქ მარტოდ მიყუჟული, კუთხეში, უკვე ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი ფაქტიურად.
ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე იმ 2 პროექტის გადამკიდე და მივხვდი რომ ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო. რაღაც წინაღობებს რომ ვხვდებოდი, სულ ქექვა მიწევდა, კითხვა ათასი სტატიის და რაღაც ხორცის გასატარებელი მანქანასავით ვიყავი ამ ინფორმაციისადმი

) ვყლაპავდი და ვნაყრდებოდი რაღაცნაირად - მსიამოვნებდა ამ კოდების კითხვა და შემდეგ იმ წინაღობების / ამოცანების ამოხსნა.
2008ში სწავლის მხრივ ფინიშისკენ მივდიოდი უკვე და დისერტაცია მქონდა დასაწერი. შესაბამისად აღარ მეცალა არაფრისთვის და 2007ის ბოლოდან უკვე შევეშვი ამ ყველაფერს დროებით.
2008ის ბოლოს სწავლა დავამთავრე და post graduate working ვიზა ავიღე. ეს იყო 2 წლიანი ვიზა, რომელსაც მაგისტრატურა / ბაკალავრის დამთავრებულებს აძლევდნენ და სხვათაშორის 2009ში შეწყვიტეს ბაკალავრზე ეს ვიზები როგორც მახსოვს. ანუ გამიმართლა მაგრად და გავძვერი. მაგრამ აქ დარჩენას თითქმის აღარ ჰქონდა აზრი იმიტომ რომ ნუ ჩემი ოჯახი ვეღარ მინახავდა ფინანსურად და მეც ცუდად ვგრძნობდი თავს რომ ვერ ვშოულობდი სამსახურს რა. ერთ ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. (აქ 'პროფილის' მუსიკა ფონზე)..
დღეში მაქსიმუმ 2 ჯერ ვჭამდი და ვცდილობდი ცოტა გვიან მეჭამა რომ მერე მალე დამეძინა და არ შევეწუხებინე შიმშილს

) ტელეფონი გათიშული მქონდა ორ მხრივად, გადაუხდელობის გამო. ფეხით მიწევდა ძალიან შორ მანძილებზე სიარული, მგზავრობაში რომ არ დამეხარჯა ფული და მოკლედ.. ცუდი პერიოდი იყო ძალიან და თან ეს ფიქრი რომ აი უნდა დავბრუნდე საქართველოში და იქ კიდევ აზრზე არ ვარ რას ვიზამ, როგორ, რანაირად..
იმდენად ვიყავი შეჩვეული აქაურობას და ასე ვთქვათ ჩამჯდარი აქაური ცხოვრების რითმში რომ ვერ ვეგუებოდი იმ აზრს რა. თან რაღაც მისიისთვის ჩამოვედი - უნდა მესწავლა, მერე მემუშავა და აი ამას რომ ვერ ვასრულებდი ამ მისიას, მგრუზავდა ძალიან.
მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ვეძებდი სამსახურებს გამწარებული, გასაუბრებებზე დავდიოდი, ესა ისა მაგრამ ძალიან რთულია ამ სფეროში იშოვო სამსახური დამწყებმა, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ბევრი დამწყები დეველოპერია. ყოველი მეორე, დეველოპერია მგონი..
და მოკლედ ბოლოს გამიმართლა და დავასწარი სხვებს რაღაც განცხადებაზე ინტერნეტში და მივედი ერთ ერთ კომპანიაში ინტერვიუზე და მიმიღეს იმ დღესვე. წელიწადნახევარი ვიმუშავე იქ და მერე ის კომპანია გაკოტრდა (2009 წლის კრიზისი შეეხო მაგრად და 2010ის ბოლომდე ცდილობდა ამოექაჩა მაგრამ ვეღარ შეძლო).
მერე 2011ში დავიწყე წინა კომპანიაში მუშაობა და იქაც გამიმართლა - ის 2 წლიანი ვიზა ამომეწურა ზუსტად იმ პერიოდში როცა დავიწყე და კომპანიამ დამასპონსორა ოფიციალური სამუშაო ვიზის ამბავში. ანუ იმ კომპანიაზე ვიყავი მიჯაჭვული. რომ წამოვსულიყავი იქედან, ვიზა გამიუქმდებოდა.
შარშან 10 წელი შესრულდა რაც აქ ვარ და სესაბამისად citizenship ავიღე. 10 წელი რომ იქნები ოფიციალურად UK-ში ან 5 წელი სამუშაო ვიზით, გაქვს უფლება რომ აიღო. და როგორც კი ავიღე, ეგრევე ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე, რადგან მიჯაჭვული აღარ ვიყავი იმ კომპანიაზე. წელს დავიწყე აქ მუშაობა და მოკლედ აქ ვარ რა..
წინა კომპანიაში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე ისე. ყველანაირ პროექტზე და ფრეიმვორქზე ვიმუშავე. Drupal, joomla, wordpress, codeIgniter, laravel, zend framework 1 და 2, ფეისბუქის აპლიკაციები, ანდროიდის აპლიკაციები, google cardbox-ზე ძალიან უბრალო თამაშების აწყობა და ასე შემდეგ.
აქ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებია და იდეალური გარემოა. linux-ზე ვმუშაობთ ყველანი და ჩვენი სერვერები გვაქვს. ჩვენი ფრეიმვორქიც გვაქვს, ორი. აქ რომ დავიწყე მუშაობა, mid-weight დეველოპერად მიმიღეს ანუ Junior-ის ზედა ეტაპზე.
და ეხლა ერთ ერთი Senior developer-ი ვარ. კარგი გუნდი ვართ და სასიამოვნოა ძალიან მუშაობა ასეთ გარემოში რა.
Senior developer-ების "ზედა საფეხურზე" არის CTO. ანუ CEO, უბრალოდ ტექნიკურ ამბებში. და მიზნად მაქვს, შემდეგ ეტაპად დასახული

)
Mid-weight და Senior დეველოპერებზე ტაციაობაა აქ. აი ერთი წუთითაც არ გაგაჩერებენ სამსახურის გარეშე. მაგარი მოთხოვნაა, იმიტომ რომ კარგი საიტი ნიშნავს კარგ ბიზნესს. გასაუბრებაზე რომ მიდიხარ, კომპანია ცდილობს რომ თავი მოგაწონოს და თითქოს გეხვეწება ჩვენთან დაიწყე მუშაობაო.. სულ სხვა შეხედულებაა საქართველოსთან შედარებით.
კარგი პროგრამისტი თუ ხარ, ვარიანტი არ არის რომ ვერ იშოვო მაგარი სამსახური. დიდ კომპანიაში მუშაობა არის იდეალური. შეიძლება თავიდან გაგიჭირდეს იმიტომ რომ რთულია დაამტკიცო რომ კარგი პროგრამისტი ხარ. თან ძირითადად დასაქმების სააგენტოებიდან შოულობ სამსახურს და სააგენტოდან რომ გირეკავენ, პირველი კითხვა არის - რა ხელფასი გაქვს ეხლა? და ნუ რაც გაქვს, იმაზე + 5k - 10k მეტს გთავაზობენ წელიწადში. ანუ თუ გაქვს მაგალითად 25,000 (სტანდარტული ხელფასი Junior developer-ების), ეგრევე 50, 000 -ზე ვერ გადახვალ. ალბათ 1% შანსია ეგეთი რაღაც რომ მოხდეს.
გარემოსაც მაგარს გიქმნიან რომ არ წახვიდე კომპანიიდან - ბილიარდის და ping pong-ის მაგიდები გვიდგას, xbox, უფასო სასმელების და შოკოლადების დიდი მაცივარი (დღის განმავლობაში ლუდის დალევა ჩვეულებრივი ამბავია). როცა გინდა მოდი, როცა გინდა წადი, არავინ არაფერს გეუბნება. მთავარია deadline-ზე პროექტი მზად გქონდეს და მოკლედ რაც გინდა აკეთე.
ყოველ მეორე პარასკევს პიცის დღე გვაქვს ლანჩზე ( და უკვე ვეღარ ვიტან პიცას

) ). თვეში ერთხელ მაინც სხვადასხვა რესტორანში დავყავართ კომპანიას. აბსოლუტურად ყველაფერს თვითონ იხდიან რა.
აპრილის ბოლოს ბერლინში მივყავართ weekend-ზე, მაგრამ უბრალოდ მე ვერ მივდივარ - თბილისში ვიქნები მაგ დროს სააღდგომოდ. ყველა დიდ კომპანიაში ასეა. ყველანაირად ცდილობენ რომ არ წახვიდე. ყოველ 6 თვეში ერთხელ review-ები გვაქვს. პირველად რომ მქონდა, იმ განწყობით მივედი რომ აი მეტყვიან ეს მოგვწონს შენში, ის არ მოგვწონს და იმაზე იმუშავე, ეს გამოასწორე და ასე შემდეგ. და მაგრად ვინერვიულე review-ს წინა დღეებში (თან ახალი დაწყებული რადგანაც მქონდა..)
და რომ შევედი, ჩემთვის ძალიან უცნაური კითხვები დამისვეს - როგორ მოგწონს ჩვენთან მუშაობა? რამე შენიშვნა ხომ არ გაქვს ან რამე დისკომფორტი? თუ გირთულდება ამა თუ იმ ენაზე / ბიბლიოთეკაზე მუშაობა, იქნებ გვითხრა და საღამოს კურსებს აგიღებთ, დაგაფინანსებთ. სახლში რომ მიდიხარ, დრო თუ გრჩება შენი თავისთვის? გვიან ხომ არ გიწევს სახლში მისვლა? დილაობით სამსახურში მოსვლა ხომ არ გიჭირს? თუ სადმე ახლოს გინდა ბინის შოვნა, მოგეხმარებით, ჩვენ გვაქვს ბინების სხვადასხვა სააგენტოებთან კავშირი.
გაშტერებული ვუყურებდი, ხომ კარგად არიან ესენი თქო..

)
მოკლედ ბევრი ვწერე, მაგრამ იმედია ვინმეს მაინც შთავაგონე რამე, თუნდაც ვუბიძგე იმისკენ რომ ყურები არ ჩამოყაროს და გაიაზროს რომ ვებ პროგრამირებით დიდ წარმატებას მიაღწევს დღევანდელ ცხოვრებაში.
P.S. სწავლა არ შემიწყვიტავს დღემდე. pluralsight.com, tutsplus.com და ასეთ საიტებზე სულ რაღაც ახალს ვსწავლობ. და რაც მთავარია, რეალურად ვიყენებ შემდეგ პროექტებში და შესაბამისად გამოცდილებას ვიძენ.
P.P.S. Counter Strike-ის გუნდის საიტი დღემდე არ გამიკეთებია.