წუწუნა ხალხი არა, უბრალოდ 300 ლარად ზედმეტი თავის ტკივილია ასეთი პროექტი. დღეში რომ იყოს 300 ლარი, მაშინ კი.
დაახლოებით ვნახეთ როგორი საიტია საჭირო. ამ საიტზე კიდევ დამატებითი ლინკებია მე რაც ვნახე, მაგრამ მოდი ვთქვათ რომ გვჭირდება 2 გვერდიანი საიტი. 1 გვერდი იქნება სადაც ჩამოთვლილი იქნება ატვირთული გიფები / ვიდეოები და მეორე - უშუალოდ ვიდეოს გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა.
დიზაინი ძალიან მარტივი ჩანს. თან თუკი დიდად გართულება არ აქვს დამკვეთს დიზაინზე, მაშინ custom დიზაინის დახატვის გარეშედაც შეიძლება მოხერხდეს ეს, გამზადებული შაბლონის გამოყენებით (კერძოდ bootstrap-ის რომელიმე შაბლონის
http://startbootstrap.com/ აი აქედან).
კი, ეს გამზადებულია, მაგრამ მასაც ესაჭიროება გარკვეული კონფიგურაცია ასე ვთქვათ. ყოველთვის იქნება პატარა ნიუანსები ჩასამატებელი / ამოსაღები ასეთ შაბლონებზე მუშაობის დროს.
რესპონსივი ახსენეს ზემოთ - ეს ნიშნავს იმას რომ ტელეფონებზე და ipad-ებზე დიზაინი შეიცვლება ეკრანის ზომების შესაბამისად. ეს გამზადებული შაბლონები რესპონსივებია უკვე, მაგრამ როდესაც ჩვენს ელემენტებს ჩავამატებთ (ვიდეოებს, გიფებს, ხმის მიცემის ვიზუალურ მხარეს და ასე შემდეგ), აქაც იქნება ბევრი რამ გასასწორებელი და ზუსტად დასასმელი, ისე რომ ყველგან იდეალურად გამოჩნდეს საიტი.
ჩემი აზრით 1 - 2 დღე დაჭირდება ამ 2 გვერდის ვიზუალურად სრულყოფილად გამართვას დილიდან საღამომდე მუშაობით (შაბლონის გამოყენებით).
ამ საიტზე მთავარია ბექ ენდი, ანუ სერვერის მხარე. გასაკეთებელია ადმინისტრატორის პანელი. ვიზუალურად იქაც შეიძლება შაბლონების გამოყენება, კიდევ უფრო მარტივის. და იქ გვაქვს ყველაზე მინიმუმ ეს 2 გვერდი:
ავტორიზაციის (log in) გვერდი
ვიდეოების / გიფების ატვირთვის გვერდი
ესეც პლიუს ჯანდაბას ნახევარი დღე (მხოლოდ ვიზუალური მხარე).
ამ საიტზე მთავარია სერვერის მხარე.
პირველ რიგში ავტორიზაციის სისტემაა შესაქმნელი.
მოსაფიქრებელია როგორ გაკეთდება სტრიმინგი (როგორც ზემოთ აღნიშნეს).
ვიდეოები თუ ფიზიკურად აიტვირთება საიტზე, მაშინ კონვერტირებული და დაპატარავებული უნდა იყოს ისე, რომ დიდი ტევადობა არ წაიღოს და მალე ჩაიტვირთოს საიტზე და რაც მთავარია ყველა ვიდეო ერთი ზომის იყოს (როგორც იმ ლინკზეა). თუ ამის გაკეთება არ ეხერხება დამკვეთს სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, მაშინ ესეიგი კონვერტაციის და ზომების შეცვლის მექანიზმია ასაწყობი საიტზე.
გარდა ამისა, ხმის მიცემის სისტემაც ასაწყობია.
და კიდევ რამდენიმე ტესტირებაა ჩასატარებელი..

მოკლედ მე პირადად 2 კვირას მაინც ვიტყოდი, დილიდან საღამომდე მუშაობით. 2 კვირაში 300 ლარი, ეგ თვეში 600 ლარია. თვეში 600 ლარი, პროგრამისტისთვის ჩემი აზრით დაცინვაა..