მოდით დავიწყოთ იქიდან, რო ლოკალური სოციალური ქსელი არ იმუშავებს, არსებობს ბევრი მიზეზი:
1. Facebook
2. Google+
3. VK
4. Odnoklassniki
ეს ის სიაა რასაც ქართველი მომხმარებელი და არა მარტო ქართველი მომხმარებელი იყენებს, 12 წელია დეველოპერი ვარ და დამიჯერე, რო არც თუ ისე ძნელია იგივე 1x1 სოციალური ქსელის აწყობა პროგრამულად და ტექნიკურად, როგორიც Facebook -ია, ბევრი შემეწინააღმდეგოთ შეიძლება, რო Facebook -ი დიდია, მაგრამ დამიჯერეთ არც ისე, აპლიკაციების პლატფორმა? რა არის თქვენი აზრით facebook აპლიკაცია? iframe -ში გახსნილი საიტი? ნორმალურ დეველოპერს არ მგონია ეს რთულ საქმედ მიაჩნდეს, მე არ მიმაჩნია.
ტექნიკურად Facebook -ი სრული ნაგავია, API -ზე ბევრი პრობლემები აქვს. ნორმალური დოკუმენტაციაც არ არის, თუ კარგად ვერ ერკვევი პროგრამირებაში და დამწყები დეველოპერი ხარ, ისეთ დღეში გაგატარებს Facebook -ის API რო თვით მკვლელობის სურვილი გაგიჩნდება

რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა Freelancing-ზე ტიპი გიჟს გავდა, 70% მომხმარებლების გადის ავტორიზაციას დანარჩენი ვერა, პლიუს ამას პრობლემები მაშინაც გხვდება როცა ცვლილებას აკეთებ Permission Scope -ზე და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რო აგიხსნა ის, რომ შეუძლებელი არარის ამის გაკეთება, მაგრამ ხალხი არ გამოიყენებს, "ტიპს" რომელსაც 200 მეგობარი ყავს Facebook -ზე და მანქანაშიც კი შეუძლია დააყენოს Facebook APP -ი, შენ ვერ აიძულებ რო გადმოვიდეს შენს რაღაც დამწყებ სოციალურ ქსელზე სადაც მეგობრები საერთოდ არ ყავს და რაღაც საცდელი კურდღლის მოვალეობა შეასრულოს.
მე მიმუშავია ერთერთ ქართულ სოციალურ ქსელზე რომელიც ერთ დროს არსებობდა, odnoklassniki -ს კლონებზე არ მაქ საუბარი, სხვა იყო რამდენიმე. მაგრამ რეალურად იქ ისეთი მომხმარებელი შემოდიოდა ვინც ვიღაც "გოგოს ასაგდებად" შემოდის, ან რაღაც მზგავსი სისულელეები.
პლიუს მაგას გჭირდება ყველა პლატფორმაზე მხარდაჭერა, iOS, Android, FirefoxOS, Windows Phone, Amazon Fire (ანდროიდია, მაგრამ მაინც სხვაა და მოგიწევს) და ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე წლები დაგჭირდება და მომხმარებელი არ გეყოლება.
თუ გინდა ესეთი მასიური სოციალური ქსელი გახსნა მაშინ, გლობალურად უნდა იფიქრო და არა ქართველ მომხმარებელზე. ქართველი მომხმარებლისგან მასეთი ტიპის პროექტით ვერაფერს ვერ მიიღებ, შეიძლება 2000 მომხმარებელიც გყავდეს ონლაინ, რაც ძაან დიდი მიღწევა იქნება, თუმცა ეს Facebook -ზე მყოფი მომხმარებლების რაოდენობის 1% -იც არ იქნება საქართველოდან. მაგრამ არაფერი მოგება შენ მანდედან არ გექნება, გარდა სერვერების ხარჯის რასაც ამ ადამიანების მომსახურებას დაჭირდება
თუ ფიქრობ, რომ რეკლამით რაიმეს ამოიღებ მაგაშიც ცდები, ქართულ პროდუქტში არავინ არ მოგცემს არაფერს და ისეთი ჭკვიანი სარეკლამო სისტემის გაკეთება როგორიც Facebook ads -ია თუნდაც ძააააალიან დროს მოითხოვს.
ხალხი ისეთ სტარტაპებზე მუშაობს ამ წუთასაც 2 მათგანს ვეხმარები დეველოპმენტზე ამერიკაში რომელიც 100% გაამართლებს

ამიტომ, თუ გაქვთ იმისი ტვინი, რო მაგხელა აპლიკაცია დაწეროთ, დაფიქრდით რაიმე ნორმალურ სტარტაპზე რაც ახალი იქნება და განსხვავებული, სოციალური ქსელი Google -მა ვერ გაუქაჩა Facebook -ს და თუ ფიქრობ რო შენ Google -ის ტვინებზე უკეთესად ფიქრობ რომლებიც ზიან და ათას იდეაზე მუშაობენ, რო მერე დეველოპერამდე მიიტანონ, რავიცი შენი საქმის შენ იცი, მაგრამ მაგალითად მოგიყვანე ამხელა გიგანტი რომელიც წლებია უკვე ცდილობდა Facebook -ის შემცვლელი გაეკეთებინა, მაგრამ ვერა.
მესმის რო ფასიანი იყოს Facebook -ი და შენ უფასოდ შესთავაზო, მაგრამ უფასოა და უბრალოდ მუშაობს, ხალხია და ყველა იყენებს, ახალ სოციალურ ქსელს მე არ გამოვიყენებდი, დარწმუნებული ვარ შენ რო დაფიქრდე არც შენ გამოიყენებდი და ან თუ გამოიყენებდი დღეში ერთხელ და მერე ისევ Facebook -ზე იქნებოდი. ასე რომ იფიქრე რამე უკეთეს სტარტაპზე ვიდრე Facebook -ის მიბაძვაზე.
Facebook -მა იმიტომ აჯობა სხვა სოციალურ ქსელებს, რო მაშინ მზგავსი არაფერი იყო, სოციალური ქსლები იყო, მაგრამ იმას სოციალური ქსელები არ ერქვა, ის ყველაფერი რაც იმ სოციალურ ქსელებზე იყო ინტერესს ვერ იწვევდა, დღეში 1 ხელ შედიოდა ადამიანი ან 2 ჯერ და მორჩა, Facebook -ზე კი უბრალოდ შეგიძლია იჯდე მთელიდღე და ათვარიელო რას პოსტავს სხვა ხალხი, მანდ უბრალოდ ის არ არის რო ჩატი აქვს და ელაპარაკები ვინმეს ან ფოტოებს ტვირთავ, ინფორმაციააა ძალიან დიდი ზედ და ეს არის ის რის გამოც დღეს Facebook -ს ვერაფერს ვერ მოუხერხებ, შენი 1 თვეში დაწერილი აპლიკაციით, ამიტომ დაგიწერე ამდენი რამე ზევით, რო იმას არააქ მნიშნელობა რამდენად მაგარ აპლიკაციას დაუწერ პროექტს, იმ მასა ინფორმაციას ვერ დაანახებ მომხმარებელს რაც Facebook -ზეა, ცარიელი გვერდების ყურებას არავინ დაიწყებს, ვისაც უბრალოდ ვიღაცის გაცნობა უნდა და ლაპარაკი არის ალტერნატიული სოციალური ქსელები OK.RU და Badoo თუნდაც, სარისკოა და დროის კარგვა მეტი არაფერი.
როგორც გამოცდილი დეველოპერი პირადად გეუბნები, ყველა პლატფორმაზე შემიძლია აპლიკაციის შექმნა და web -ზეც და ეგ რო ასეთი აქტუალური იყოს და ვიცოდე თუნდაც 1% რო გაამართლებს ამ წუთას დავიწყებდი პროექტზე მუშაობას

მაგრამ ის 1 % იც არარის შანსი, მხოლოდ ერქმევა რო გაქვს ქართული სოციალური ქსელი, რომელსაც "ვიღაცეები იყენებენ", მეტი არაფერი.
This post has been edited by N0mad on 13 Feb 2016, 21:49